სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა

  სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა

სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტას ზოგადი ინფორმაცია

სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა. SOLCOSERYL DENTAL ADHESIVE PASTE. ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატების – ცხოველების სისხლის დიალიზატის პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A01AD11.  მწარმოებელი ფირმა – LEGACY PHARMACEUTICALS GmbH (შვეიცარია).

სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტას შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა. SOLCOSERYL DENTAL ADHESIVE PASTE გამოდის 5 გ პასტის ფორმით. პასტის 1 გრამი შეიცავს აქტიურ კომპონენტს:  სოლკოსერილი – ჯანმრთელი ძუძუმწოვარა ხბოების სისხლის ქიმიურად და ბიოლოგიურად სტანდარტიზებულ დეპროტეინიზებულ დიალიზატს; (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) 2.125მგ, პოლიდოკანოლს 600 10.000მგ. კონსერვანტებია: მეთილ=პარაჰიდროქსიბენზოატი (E 218) 1.800მგ, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი (E 216) 0.200მგ. დამხმარე ნივთიერებებია: ნატრი კარბოქსიმეთილცელულოზა 22.875მგ, პიტნის ზეთი 2.925მგ, მენთოლი 0.075მგ. პასტის ფუძე: (ნატრი კარბოქსიმეთილცელულოზა, ჟელატინი, პექტინი, პოლიეთილენი 350.000, თხევადი პარაფინი 960.000მგ. აღწერილობა:  მკრთალი-რუხი ერთგვაროვანი მარცვლოვანი, იოლადგანაწილებადი მასა პიტნის სუნით ერთფეროვანი რძისფერი-თეთრი ემულსია ანანასის სუნით.

სოლკოსერილის (დენტალური ადჰეზიური პასტა) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

სოლკოსერილის (დენტალური ადჰეზიური პასტა) ფასები ფარმადეპოში
სოლკოსერილის (დენტალური ადჰეზიური პასტა) ფასები ავერსში
სოლკოსერილის (დენტალური ადჰეზიური პასტა) ფასები psp-ში
სოლკოსერილის (დენტალური ადჰეზიური პასტა) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც სოლკოსერილი (დენტალური ადჰეზიური პასტა), იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია სოლკოსერილის (დენტალური ადჰეზიური პასტა) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ mpifarm@gmail.com

სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტას გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

ადგილობრივად შეხორცების დაჩქარება, ტკივილის მოხსნა და დაზიანებული ზედაპირის დაცვა შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • გინგივიტი
  • პაროდონტოს დაავადებები
  • ოპერაციული ჩარევები
  • იმპლანტატების ჩაყენება
  • კბილის ქვების მოცილება
  •  ნაწოლები მოსახსნელი პროთეზების შეგუების სტადიაში
  • ალვეოლიტი
  •  სტომატიტი
  • ლორწოვანის დაზიანება ჰერპესის დროს
  • აფთები
  • ნახეთქები

სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტას საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები სოლკოსერილი არის ქიმიურად და ბიოლოგიურად სტანდარტიზებული დეპროტეინიზებული დიალიზატი მიღებული ძუძუმწოვარა ხბოების სისხლისგან ულტრაფილტრაციის გზით. შეიცავს დაბალმოლეკულური (მასით 5000 დალტონი) ბუნებრივი შენაერთების ფართო სპექტრს: ნუკლეოზიდებს და ნუკლეოტიდებს, ამინიმჟავებს, ოლიგოპეპტიდებს, მიკროელემენტებს, ელექტროლიტებს, ნახშორწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლების შუალედურ პროდუქტებს. სოლკოსერილი ააქტივებს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტს უჯრედულ დონეზე, ზრდის ჟანგბადის ათვისებას, ასტიმულებს ატფ სინთეზს, აძლიერებს დაზიანებული უჯრედების პროლიფერაციას, განსაკუთრებით ჰიპოქსიის პირობებში, რის გამოც აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. სოლკოსერილი ასტიმულებს ანგიოგენეზს, ხელს უწყობს იშემიზირებული ქსოვილების რევასკულარიზაციას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს კოლაგენის სინთეზისა და გრანულაციური ქსოვილის ზრდისათვის, აჩქარებს რეეპითელიზაციას და ჭრილობის დახურვას. სოლკოსერილს გააჩნია აგრეთვე მემბრანების მასტაბილიზებელი და ციტოპროტექტორული მოქმედება პოლიდოკანოლ 600 – ადგილობრივი ანესთეთიკი მოქმედებს პერიფერიულ ნერვულ დაბოლოებებზე და იწვევს მათ შექცევად ბლოკირებას. ავლენს სწრაფ და ხანგრძლივ მოქმედებას, გაუტკივარება იწყება ლორწოვანზე წასმიდან უკვე 2 – 5 წუთში და გრძელდება 3 – 5 საათი. სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა ლორწოვანის დაზიანებულ ზედაპირზე ქმნის დამცავ აპკს რითაც იცავს მას მეხანიკური და ქიმიური დაზიანებებისგან 3-5 საათის განმავლობაში და ასრულებს სამკურნალო ნახვევის ფუნქციას. ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ ყოფილა ჩვენებები სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა გამოიყენება ნებისმიერ ასაკში ადგილობრივად შეხორცების დასაჩქარებლად, ტკივილის მოსახსნელად და დაზიანებული ზედაპირის დასაცავად შემდეგი მდგომარეობების დროს: • გინგივიტი და პაროდონტოს დაავადებები, მათ შორის ოპერაციული ჩარევები, იმპლანტატების ჩაყენება და კბილის ქვების მოცილება; • ნაწოლები მოსახსნელი პროთეზების შეგუების სტადიაში; • ალვეოლიტი; • სტომატიტი; • ლორწოვანის დაზიანება ჰერპესის დროს; • აფტები და ნახეთქები. მიღების წესები და დოზები პრეპარატი მოწოდებულია პირის ღრუს ლორწოვანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის. დაზიანებულ ზედაპირს წინასწარ ამშრალებენ ტამპონით, შემდეგ უსვამენ პასტის 0.5სმ ზოლს შეზელვის გარეშე და ასველებენ წყლით. პროცედურას იმეორებენ 3-5 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობა გრძელდება დაავადების ნიშნების გაქრობამდე. სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა ქმნის დამცავ აპკს ლოწოვანზე და იცავს მას მექანიკური და ქიმიური ზემოქმედებისაგან 3-5 საათის მანძილზე. შველ ზედაპირზე წასმის შემთხვევაში შესაძლებელია ხანგრძლივი სამკურნალო მოქმედების შემცირება.. მოსახსნელი პროტეზების გამო გაჩენილი ნაწოლების შემთხვევაში პასტას უსვამენ მშრალ პროტეზზე და ასველებენ მას. მკურნალობის კურსზე პრეპარატის რეკომენდებული რაოდენიბა არის 1 ტუბი (5გ) გვერდითი მოვლენები გემოვნების შეცვლა. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (ლოკალური შემსივნება), რის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს. უკუჩვენება პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა. მათ შორის პარაჰიდროოქსიბენზოის მჟავაზე (E210), რომლის არსებობა გაპირობებულია წარმოების ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებით. ორსულობა და ლაქტაცია არ არის ცნობილი წინააღმდეგჩვენება პრეპარატის გამოყენებისა ორსულებსა და ლაქტაციის დროს, თუმცა სპეციალური კონტროლირებადი კვლევა მისი უსაფრთხოებისა ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ ჩატარებულა. შეზღუდვა გამოყენებისა ბავშვეში არ არის. ასევე არ არის შეზღუდვა გამოყენებისა მოხუცებში განსაკუთრებული მითითებები არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის ჩადება ჭრილობის ღრუში ძირითადი კბილების ამოღების, აგრეთვე აპიკოტომიის შემდეგ, როდესაც კბილბუდის ჭრილიბა მოიჭიმება დამატებით ნაკერით. პრეპარატი არ შეიცავს ინფექციის საწინაარმდეგო კომპონენტს, ამიტომ მწვავე ინფექციების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ანთებისა და ინფექციის საწინააღმდეგო წინასწარი მკურნალობა. ჭარბი დოზირება არ არის დაფიქსირებული პრეპარატის დოზის გადაჭარბების შენთხვევები სხვა წამლებთან ურთიერთქმედება დღემდე არ არის გამოვლენილი რაიმე ურთიერთქმედება სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტისა სხვა სამკურნალო საშუალებებთან. პირის ღრუში სხვა სავლებ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა წასმულ იქნას გამოვლების შემდეგ. შენახვის პირობები და ვადები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე. მშრალი მარცვლოვანი კონსისტენცია განსაზღვრავს პასტის ადჰეზიურ თვისებებს და არ მიუთითებს ხარისხის გაუარესებაზე.. ტუბის გახსნისას შეიძლება გადმოიღვაროს ზეთი, რაც ასევე არ ნიშნავს პასტის ხარისხის გაუარესებას შენახვის ვადა 4 წელი. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. აფთიაქში გაცემის წესი ურეცეპტოდ

 

ფასებიქართულფარმაცევტულბაზარზე

ფასები ფარმადეპოში
ფასები ავერსში
ფასები psp-ში
ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაციასხვაპრეპარატებისშესახებ, რომლებიციგივემოქმედნივთიერებებსშეიცავენ, რასაც, იხილეთქვემოთ, შესაბამისრუბრიკაში.აფთიაქებსდინამიურიინფორმაციაფასებისშესახებშეუძლიათმოგვაწოდონ mpifarm@gmail.com