სპაზმექსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  სპაზმოანალგეზიური საშუალებები

შემადგენლობა
ამპულები:
40 მგ/4 მლ
ფლოროგლუცინი
აქტიური შემადგენელი:
1,3,5 ტრიჰიდრატი (ბიჰიდროფლორო გლუცინა) 51,43 მგ (შეესაბამება ფლოროგლუცინა ანჰიდრიდს 40 მგ).
წამლის ძირითადი შემადგენელი, ექსციპიენტი: ნატრიქლორიდი, ნატრი მეტაბისულფიტი, ნატრი სულფიტი, წყალი ინექციის მოსამზადებლად 4 მლ

ტაბლეტები:
ფლოროგლუცინი
+1,3,5 ტრიმეტოქსიბენზენი
აქტიური შემადგენელი:
1,3,5 ორწვერიანი ტრიჰიდრატი (ბიჰიდრო ფლორო გლუცინა) 102,850 მგ (შეესაბამება ფლოროფლუცინა ანჰიდრიდს 80 მგ) +1,3,5 ორწვერიანი ტრიჰიდრატი (ბიჰიდრო ფლორო გლუცინა) 80 მგ. წამლის ძირითადი შემადგენელი, ექსციპიენტი: ლაქტოზა-კარბოლმჟავის მაგნიუმი-საქაროზა-ტალკი
ტრიმეტოქსიბენზენი: წარმოიქმნება ფლოროგლუცინიდან (CH3- ჯგუფი -OH ჯგუფის ნაცვლად).
ფლოროგლუცინთან შედარებით გააჩნია უფრო გამოხატული სპაზმოლიტიკური აქტივობა.
გააჩნია პროლონგირებული მოქმედება.
არ იხსნება წყალში.
მოქმედების დაწყება:
ინტრავენურად 5-10 წუთის შემდეგ
კუნთში 15-30 წუთის შემდეგ
მოქმედების ხანგრძლივობა 2-4 საათი
პერორალურად მიღების დროს მოქმედების ხანგრძლივობა 4-6 საათი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ორმაგი მოქმედება: სპაზმოლიტიკი, ანალგეტიკი,
ფლოროგლუცინი არ მოქმედებს სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე
არ ახდენს გავლენას არტერიულ წნევაზე
მოქმედების მექანიზმი
სპაზმექსი ინჰიბირებს ფერმენტს, რითიც ხელს უწყობს კატექოლამინის (A,NOღ A) დაგროვებას გლუვკუნთოვან ბოჭკოებში. მოქმედების მექანიზმი
უახლოვესი გამოკვლევებით, ფლოროგლუცინოლი ახდენს ინჰიბი¬რულ აქტივობას პროსტაგლანდინების ბიოსინთესზე. ფენოლები (როგორც სპაზმექსი) აქვეითებენ პროსტაგლანდინების აქტივობას, რითიც მიიღწევა ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ჩვენებები
შარდსასქესო სისტემა:
თირკმლკენჭოვანი დაავადება, შარდკენჭოვანი დაავადება (თირკმლის ჭვალი, ირადიაციული ტკივილი ზურგში და ბოქვენზედა არეში), ცისტიტი (მტკივნეული შარდვა, ბოქვენზედა და წელის ტკივილები), მწვავე პიელონეფრიტი (ირადიაციული ტკივილი გვერდში).
კლინიკო-დიაგნოსტიკური შედეგები:
ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიტიკური მოქმედება თირკმლის ჭვალის დროს (94,6%).
სპაზმექსი ხელს უწყობს კენჭების უმტკივნეულო გამოძევებას.
კუჭ-ნაწლავის სისტემა:
ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი,ქოლედოქოლითიაზი (ჭვალი, ტკივილი ეპიგასტრიუმში ან მარჯვენა ზედა კვადრატში, ირადიაციით მარჯვენა ბეჭქვეშა არეში.)
დივერტიკულიტი(მწვავე ტკივილი მუცლის მარცხენა ქვედა კვადრატში.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (ტკივილი მუცლის ქვემოთ).
გასტროენტერიტი (ტკივილი მუცელში).

კლინიკო-დიაგნოსტიკური შედეგები:
სწრაფად ხსნის კენჭით გამოწვეულ ტკივილებს ნაღვლის ბუშტში შემთხვევათა 96%, ნაწლავების მწვავე და ქრონიკული სინდრომების დროს შემთხვევათა 90 %.

გინეკოლოგიური ჩვენებები:
დისმენორეა და მენსტრუალური ტკივილი.
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები.
ენდომეტრიოზი.
თვითნებური აბორტი ან აბორტის საშიშროება.
ნაადრევი მშობიარობა.
დიაგნოსტიკური პროცედურები (მილების ჩაბერვა და ა.შ).

კლინიკო-დიაგნოსტიკური შედეგები:
ორსულობის შეწყვეტის საშიშროების დროს 87% შემთხვევაში ორსულობის შენარჩუნება.
მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობისას, 80% შემთხვევაში ორსულობის გაგრძელება.

მიღების წესები და დოზები
ამპულები მწვავე შემთხვევისას:
1 ამპ. ი/ვ ან ი/მ.
აუცილებლობის შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება გავიმეოროდ არა უადრეს 1 საათისა.
შემანარჩუნებელი თერაპია: 1 ამპ. 1-2 ჯერ დღეში.
ტაბლეტები:
4-6 ტაბ. დღეში 2-3 მიღებაზე.
კურსის დროს მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს. ხანგრძლივი მკურნალობის დროს დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 ტაბლეტს.

გვერდითი მოვლენები კანის ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
მგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
თირკმლის უკმარისობა.
ბრონქიალური ასთმა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
სპაზმექსის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდირებულია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
ლაქტაცია
მეძუძურობის დროს შესაძლებელია სპაზმექსის გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები
ოპიატურ ანალგეტიკებთან (მორფინი) პარალელური გამოყენება არ არის მიზანშეწონილი მათი სპაზმოგენური ეფექტის გამო. დასაშვებია გამოყენება ანალგეტიკებთან (არა ნარკოტიკული), არასტეროიდული ანთებისსაწიააღმდეგო პრეპარატებთან, ანტიბიოტიკებთან ერთად.
სპაზმექსის ამპულების ხანგრძლივმა გაჩერებამ ცივ ადგილას შესაძლოა გამოიწვიოს მისი კრისტალებად გადაქცევა, რომელიც სრულიად ქრება მისი გათბობისას, ამპულა უნდა შევანჯღრიოთ ორი წუთის განმავლობაში თბილ წყალში. ამ ფენომენმა შესაძლოა გამოიწვიოს ამპულის ოდნავი გაყვითლება, არ მოქმედებს პროდუქტის აქტიურობასა და მის უსაფრთხოებაზე.
იმ შემთხვევაში თუ გაქვთ შაქარი, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს სანამ მიიღებთ ამ წამალს (სპაზმექსი ტაბლეტები). ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე სპაზმექსი არ მოქმედებს.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის შემჩნეული.

გამოშვების ფორმა: 80მგ/80მგ ტაბლეტი №20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SCHARPER, იტალია

გაფრთხილება