აგელმინი

აგელმინის ზოგადი ინფორმაცია

აგელმინი. Agelmin. ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ცეტირიზინი. Cetirizine. მწარმოებელი ფირმა – კლევა ს.ა. – ფარმაცევტული ინდუსტრია (საბერძნეთი).


აგელმინი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


აგელმინის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

აგელმინი. Agelmin გამოდის 10მგ ტაბლეტის ფორმით. აგელმინის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 10მგ აქტიურ ნივთიერებას. სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოლივიდონი, მაგნიუმის სტეარატი, OPADRYOY-C-7000A (რომელიც შედგება ჰიპრომელოზის, ტიტანის დიოქსიდის, ეთილცელულოზის, ეთილფთალატისაგან.

აგელმინის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც აგელმინი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია აგელმინის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

აგელმინის ფასები ფარმადეპოში
აგელმინის ფასები ავერსში
აგელმინის ფასები psp-ში
აგელმინის ფასები სხვა აფთიაქებში

აგელმინის აქტიური ნივთიერება

ცეტირიზინი. Cetirizine. ქიმიური დასახელება – [2-[4-[(4-ქლორფენილ)ფენილმეთილ]-1-პიპერაზინილ]ეთოქსი]ძმარმჟავა (და ჰიდროქლორიდის სახით). ბრუტო–ფორმულა: C21H25ClN2O3. ცეტირიზინს მიაკუთვნებენ H1-ანტიჰისტამინური საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი: 83881-51-0.

აგელმინის სინონიმები

ტერიქსი 10მგ (Terix, Asfarma, თურქეთი), ტერიქსი 5მგ (Terix, Asfarma, თურქეთი), ცეტეკი (CETEK, AVERSI, საქართველო), ალეროლი (ALLEROL, Avita, თურქეთი ), პარლაზინი (PARLAZIN, EGIS,უნგრეთი), ალერტეკი (ALERTEK,  GMP, საქართველო).

 აგელმინის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ცემინება, სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტებით გამოწვეული
  • ცხვირის ღრუ გაღიზიანებული და გაუმტარი, სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტებით გამოწვეული
  • წითელი და ცრემლდენი თვალები, სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტებით გამოწვეული
  • ურტიკარია ქრონიკული იდიოპათიური

აგელმინის საფირო აღწერიდან

ჩვენებები
აგელმინი შეიცავს ცეტირიზინ დიჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფს.
ცეტირიზინ დიჰიდროქლორიდი გამოიყენება მოზრდილებსა და 6 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში შემდეგი სახის პრობლემების შესამსუბუქებლად:
• სეზონურ და ქრონიკულ ალერგიული რინიტებით გამოწვეული დისკომფორტის, როგორიცაა ცემინება, გაღიზიანებული და გაუმტარი ცხვირის ღრუ, წითელი და ცრემლმდენი თვალები
• ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ამობურცული, გაწითლებული კანი, ქავილი)
მიღების წესები და დოზები
აგელმინის მიღებამდე
არ მიიღოთ აგელმინი, თუ:
• გაქვთ თირკმლის რთული პრობლემა (თირკმლის რთული უკმარისობა 10მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით)
• თქვენ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელი) აქტიური სუბსტანციის ცეტირიზინ დიჰიდროქლორიდის, ან აგელმინის შემადგენელი ნებისმიერი სხვა ექსიპიენტის მიმართ, ჰიდროქსიზინის ან პიპერაზინის ნებისმიერი დერივატის მიმართ.
• გაქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები: გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტოზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
მიიღეთ განსაკუთრებული ზომები აგელმინთან დაკავშირებით
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით საჭიროა დოზის დარეგულირება.
თუ ხართ ეპილეფსიით დაავადებული ან არსებობს კრუნჩხვების რისკი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ისევე, როგორც ყველა ანტიჰისტამინური პრეპარატის შემთხვევაში, სასურველია ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.
როგორ მივიღოთ აგელმინი
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები
10 მგ დღეში ერთხელ (1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში)
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
10 მგ ერთხელ დღეში. 5 მგ სასტარტო დოზა, რომელიც შეიძლება დადგინდეს, თუ ეს დოზა განაპირობებს სიმპტომების დამაკმაყოფილებელ კონტროლს.
პაციენტები თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობით
5 მგ ერთხელ დღეში
თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი აგელმინი, ვიდრე უნდა მიგეღოთ
თუ შემთხვევით მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
ჭარბი დოზირების ნიშნებია: დაბნეულობა, დიარეა, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, ზოგადი დისკომფორტის და ავადმყოფობის შეგრძნება, თვალის გუგის ნორმაზე მეტად გაფართოება, ქავილი, მოდუნება, ძილიანობა ან თვლემა, გონებრივი საქმიანობის უნარის დაქვეითება, სწრაფი გულისცემა, უნებლიე კანკალი (ტრემორი), შარდვის გაძნელება.
თუ დაგავიწყდათ აგელმინის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგი დოზა მიიღეთ სწორ დროს.
თუ შეწყვიტეთ აგელმინის მიღება
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმარტეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, აგელმინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, ამის მიუხედავად ეს არ ხდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.
პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებიდან გამოვლენილია შემდეგი წამლისმიერი ეფექტები. რაოდენობრივად გამოთვლილია (ჩვეულებრივი: მჟღავნდება 10-დან 1-ზე უფრო ნაკლებ შემთხვევაში, უფრო იშვიათად – 100-დან 1-ზე უფრო ნაკლებ შემთხვევაში, იშვიათად – 1000-დან 1-ზე უფრო ნაკლებ შემთხვევაში, ძალიან იშვიათად – 10 000-დან 1-ზე უფრო ნაკლებ შემთხვევაში) და დამყარებულია პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებაზე.
დარღვევა სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში)
ზოგადი დარღვევები:
გონებრივი დაღლილობა
დარღვევები გულის მხრივ:
იშვიათად: ტაქიკარდია (ძალიან ჩქარი გულისცემა)
დარღვევები თვალის მხრივ:
ძალიან იშვიათად: აკომოდაციის მოშლა, დაბინდული მხედველობა, თვალის უჩვეულო მოძრაობები.
გასტრო-ინტესტინალური დარღვევები:
ჩვეულებრივი: მშრალი პირი, გულისრევა, დიარეა
იშვიათი: მუცლის ტკივილი
ზოგადი დარღვევები:
ჩვეულებრივი: ასთენია, მალაისი
იშვიათი: ედემა (შეშუპება)
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
იშვიათად: ალერგიული რეაქციები
ჰეპატობილიარული დარღვევები:
იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის მოშლა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ჩვეულებრივი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
შედარებით იშვიათი: პარესთეზია (უჩვეულო შეხების შეგრძნება)
იშვიათი: კონვულსიები, მოძრაობის მოშლა
ძალიან იშვიათი: სინკოპე, ტრემორი
ფსიქიატრიული დარღვევები:
ჩვეულებრივი: ძილიანობა
შედარებით იშვიათი: აჟიტაცია
იშვიათი: აგრესია, კონფუზია, დეპრესია, ჰალუცინაციები, ინსომნია.
ძალიან იშვიათი: სახის კუნთების კრუნჩხვა
თირკმლის და შარდგამომყოფი სისტემის დარღვევები:
ძალიან იშვიათად: შარდვის გაძნელება
რესპირატორული დარღვევები:
ჩვეულებრივი: ფარინგიტი, რინიტი
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
ჩვეულებრივი: ქავილი, კანზე გამონაყარი.
იშვიათად: ურტიკარია
ძალიან იშვიათად: ედემა, ანგიონევროტული ედემა, წამლისმიერი გამონაყარი
თუ შეამჩნევთ, რომ გვერდითი მოვლენები გართულდა, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამონათვალში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ან კვებავთ ძუძუთი, აგელმინის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
არ არის სასურველი აგელმინის მიღება ორსულობისას. ცხოველების კვლევა არ აღნიშნავს პირდაპირ ან არაპირდაპირ საზიანო ეფექტს ორსულობასთან მიმართებაში, ემბრიონის განვითარებაზე, პოსტნატალურ განვითარებაზე, ამის მიუხედავად, თუ აგელმინი შემთხვევით მაინც იქნა მიღებული, მისი გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
იმდენად, რამდემადაც ცეტირიზინი გადადის დედის რძეში, აგელმინის მიღება ლაქტაციის პეროიდში უკუნაჩვენებია.
მანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პაციენტებმა, რომლებიც აპირებენ მანქანის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას, არ უნდა გადააჭარბონ რეკომენდებულ დოზას და პასუხისმგებლობით უნდა აწარმოონ პრეპარატის რაოდენობის აღრიცხვა. ასეთ მგრძნობიარე პაციენტებში ალკოჰოლის ან სხვა ცნს დეპრესანტების აგელმინთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი საფრთხეები და ზიანი სამუშაოს შესრულებისას.
საჭირო ინფორმაცია აგელმინის შემადგენელი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
აგელმინი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმს ნათქვამი აქვს თქვენთვის, რომ გთქვენ გაქვთ შაქრების მიმართ აუტანლობა, ამ ტაბლეტების მიღებამდე დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ შეიძლება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ და ახალი მიღებული გაქვთ რომელიმე სხვა მედიკამენტი იმ მედიკამენტების ჩათვლით, რომლებსაც იძენთ რეცეპტის გარეშე.
ცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან უცნობია.
აგელმინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად.
საკვები მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ცეტირიზინის შეწოვაზე.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ აგელმინს მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე დატანილი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ამ მედიკამენტისთვის შენახვის რაიმე სპეციფიური პირობები მოთხოვნილი არ არის.