აპიმილი

აპიმილი


აპიმილი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


აპიმილის ზოგადი ინფორმაცია

აპიმილი. APIMILI. ვიტამინური კომპლექსი. აქტიური ნივთიერებები – bee pollen, natural honey.  მწარმოებელი ფირმა – შპს ”სიმილია ფარმა”-ს დაკვეთით, შპს ”დავათი” (საქართველო).

აპიმილის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

აპიმილი. APIMILI გამოდის ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს: ალპური ზონის ყვავილის მტვერს (Bee pollen) 0, 125გ, თაფლს (Natural honey) 0,125გ. ბიოაქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია:21,7 მგ% პროტეინები, 13 მგ% ამინომჟავები (მათ შორის 10 შეუცვლელი ამინომჟავა), 212,5 მკგ% კაროტინოიდები, 1,6 მგ% ფიტოსტერინები. ვიტამინი A 50მგ%, ვიტამინი C 140-205 მგ%, ვიტამინი B1 (თიამინი) 0,4-1,5 მგ%, , ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 0,54 – 1,90 მგ%,ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) 0,5-0,9 მგ%,ვიტამინი B3 (პანტოტეინის მჟავა) 0,32-5,0 მგ%,ვიტამინი B8 (ინოზიტი)188 – 228 მკგ%,ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) 0,30- 0,68 მგ%,ვიტამინი PP (ნიკოტინის მჟავა) 2,1 მგ%, ვიტამინი H (ბიოტინი) 0,60 მგ%, ვიტამინი E 170 მგ%, ვიტამინი D3 0,2-0,6 მგ%.ნახშირწყლები 18 მგ%, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ფოსფოლიპიდები 3,33 მგ%.მინერალური ნივთიერებები, სულ 2,43 მგ%, მათ შორის 28 ელემენტი: კალიუმი 0,6-1,0 მკგ%, კალციუმი 0,29 მგ%, რკინა 0,55 მგ%, ფოსფორი 0,43 მკგ%, სელენი 0,25 მგ% და სხვ.(სულ 28ელემენტი).აქვს ფერმენტები ბუნებრივი ანტიბიოტიკი.

აპიმილის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც აპიმილი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია აპიმილის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

აპიმილის ფასები ფარმადეპოში
აპიმილის  ფასები ავერსში
აპიმილის  ფასები psp-ში
აპიმილის  ფასები სხვა აფთიაქებში

აპიმილის აქტიური ნივთიერებები

Bee pollen + Natural honey.

აპიმილის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ვიტამინების, ამინომჟავებისა და მიკროელემენტების დეფიციტი
  • ქრონიკული დაავადებების  შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი
  • ქირურგიური ჩარევების შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი
  • რადიოთერაპიის შემდგომი რეკონვალეცენციის პერიოდი
  • ანემია, პრეპარატში შემავალი ნივთიერებების დ
    ეფიციტით გამოწვეული
  • ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარება, განსაკუთრებით პუბერტატულ პერიოდში
  • იმუნური სტატუსის კორექცია და სტიმულაცია
  • ნივთიერებათა დეფიციტის კორექცია
  •  სექსუალური ასთენიის კორექცია კლიმაქტერულ პერიოდში
  •  კუნთოვანი მასის ზრდისა და ფიზიკური ამტანობის სტიმულაცია სპორცმენებში
  • ცილოვანი ნივთირებების დეფიციტი, არასრულფასოვანი კვების (განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის ცილების დეფიციტი) დროს

აპიმილის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვადასხვა გენეზის ვიტამინების, ამინომჟავებისა და მიკროელემენტების დეფიციტის შევსება;

ქრონიკული დაავადებების, ქირურგიური ჩარევების,ა და რადიოთერაპიის შემდგომი რეკონვალეცენციის პერიოდის ხანგრძლივობის შემცირება;

სხვა გენეზის ანემია, რომლის პათოგენეზშიც მოიაზრება პრეპარატში შემავალი ნივთიერებების დეფიციტი;

ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარების (სიმაღლეში ზრდის, მადის, ფიზიკური შრომისუნარიანობის) სტიმულაცია, განსაკუთრებით ამ ნივთიერებაზე მოთხოვნის ზრდის (პუბერტატულ) პერიოდში;

იმუნური სტატუსის კორექცია და სტიმულაცია (ქრონიკული დაავადებების დროს, ხშირად მოავადე კონტიგენტში);

კლიმაქტერულ პერიოდში ნივთიერებათა დეფიციტისა და სექსუალური ასთენიის კორექცია;

სპორცმენებში კუნთოვანი მასის ზრდისა და ფიზიკური ამტანობის სტიმულაცია;

არასრულფასოვანი კვების (განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის ცილების დეფიციტი) დროს ცილოვანი ნივთირებების დეფიციტის კორექცია.

მიღების წესები და დოზები

დოზირება მოზრდილებში – 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში;

0-6 თვემდე – 1/4 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში;

6-1 წლამდე – 1/4 ტაბლეტი 3ჯერ დღეში;

1-4 წლამდე – ½ ტაბლეტი 2 ჯერ დღეში;

4-10 წლამდე – 1/2 ტაბლეტი 3 ჯერ დრეში.

პირველი მიღების დოზა 1 დღე უნდა იყოს ჩვეულებრივი დოზების 25%

მეორე მიღების დოზა უნდა იყოს (2-3დღე) – 50%

3-4 დღიდან, თუ არ გამოვლინდება ალერგიული რეაქციები,იწყება ჩვეულებრივი დოზირება.

გამოყენების წესი: ჭამის დროს, შესაძლოა გაიხსნას წყალში, მაწონში, იოგურტში, ფაფებში, ხილის წვენში.

კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე.

უკუჩვენება

არ არის გამოვლენილი

ორსულობა და ლაქტაცია

ჩვენებების შესაბამისად პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდის დროს.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღება იწყება ზრდადი დოზებით, ალერგიული რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ძილის დარღვევის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება და მიღების რეჟიმის შეცვლა (მიღება დილის საათებში).

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

ურეცეპტოდ