აქტიფერინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აქტიფერინის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): რკინის სულფატი (II) +D, L სერინი/
FERROUS SULFATE

აქტიფერინის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.
გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 100 მლ
5 მლ
რკინის სულფატი 171 მგ,
რაც შეესაბამება რკინას (II) 34 მგ
D, L-სერინი 129 მგ
დამხმარე საშუალებები:
ასკორბინის მჟავა, შაქარი, ეთანოლი, ჟოლოს არომატი, ნაღების არომატი, გამოხდილი წყალი.


აქტიფერინი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:
აქტიფერინი სიროფი – გამჭვირვალე – ღია-მწვანე და მომწვანო-მოყვითალო ფერის სითხეა ჟოლოს და ნაღების არომატით, რომელიც წარმოადგენს რკინის პრეპარატს.
რკინა აუცილებელია ორგანიზმის ცხოველქმედებისათვის: იგი შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში. რკინა მიიერთებს შექცევადად ჟანგბადს, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, იწვევს ერითროპოეზის სტიმულირებას. აკტიფერინის შეადგენლობაში შემავალი ალფაამინომჟავა – სერინი ხელს უწყობს რკინის ეფექტურ შეწოვას და მის გადასვლას სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, რაც უზრუნველყოფს მისი შემცველობის სწრაფ აღდგენას ორგანიზმში. ეს განაპირობებს პრეპარატის მიმართ კარგ ტოლერანტობას და ხელს უწყობს რკინის აუცილებელი დოზის შემცირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის პერორალური გამოყენების შემდეგ აღინიშნება მისი სრული აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისტემურ სისხლისმიმოქცევაში.
რკინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება მისი მიღებიდან პირველი 2-4 საათის განმავლობაში.

ჩვენებები:
სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემიები;
რკინის ლატენტური უკმარისობა ორგანიზმში (ანემიის გარეშე), გამოწვეული რკინის ჭარბი დაკარგვით (სისხლდენები, მათ შორის საშვილოსნოდან, მუდმივი დონორობა), ან მომატებული მოთხოვნილება რკინაზე (ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, აქტიური ზრდის პროცესი, არასრულფასოვანი კვება, B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის მკურნალობის სხვადასხვა სტადიები, ქრონიკული გასტრიტი სეკრეტორული უკმარისობით კუჭის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში დღენაკლულ ჩვილებში, ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითება. მოზრდილებში და ბავშვებში ინფექციური დაავადებით და სიმსივნით).

მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება უშუალოდ ჭამის წინ ან მის დროს სითხის მიყოლებით (ხილის ჩაი, ან წყალი).
თუ მკურნალი ექიმის მიერ არ არის დანიშნული სხვა დოზა პაციენტი მკაცრად იცავს შემდეგ მითითებებს:
2 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: დღეღამური დოზა შეადგენს – 5 მლ 12 კგ სხეულის წონაზე.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებში: საშუალო დოზა – 5 მლ 1-2-ჯერ დღეში.
სკოლის ასაკის ბავშვებში: საშუალო დოზა – 5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
შენიშვნა: ფლაკონის გასახსნელად დააჭირეთ თითი საცობს ქვევით და დაატრიალეთ ისრის მიმართულებით. გამოყენების შემდეგ საცობი მჭიდროდ იხურება, რაც დაიცავს მას ბავშვებისაგან.
ჰემოგლობინის ნორმალური მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ მკურნალობა პრეპარატრით გრძელდება კიდევ 8-12 კვირა.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატს ახასიათებს კარგი ტოლერანტობა.
იშვიათად აღინიშნება: სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, მეტეორიზმი, ყაბზობა, ან დიარეა, რომელიც გაივლის დოზის შემცირების შემთხვევაში.

უკუჩვენებები:
ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
ანემიის სხვა სახეები, რომლებიც არ არიან გამოწვეულნი რკინის დეფიციტით ორგანიზმში (მაგალითად, სიდეროაქრესტული ანემია, ანემია გამოწვეული ტყვიით მოწამვლით, თალასემია, ჰემოლიზური და აპლასტური ანემია).

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ამ პერიოდში დასაბუთებული და უსაფრთხოა.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ ავადმყოფებში მასში შემავალი ნახშირწყლების გათვალისწინებით: წვეთების 1 მლ შეიცავს 64 მგ გლუკოზას, რაც ექვივალენტურია 0.0053 პურის ერთეულის.
პრეპარატის მკურნალობის დროს აუცილებელია ჰემოგლობინის მაჩვენებლის მონიტორინგი. პრეპარატი იწვევს მუქი ფერის ნადების გაჩენას კბილებზე მისი პროფილაქტიკისათვის აუცილებელია პრეპარატის მიღება განუზავებლად, ხოლო საჭმლის მიღების შემდეგ საჭიროა კბილების გაწმენდა.
დაუშვებელია შავი ჩაის, ყავის, რძის მიყოლება, რაც ხელს უშლის პრეპარატის შეწოვას. ასევე პრეპარატის შეწოვას ამცირებს: მკვრივი საკვები, პური, უმი მარცვლეული, რძის პროდუქტები, კვერცხი.
პრეპარატის მიღებისას აღინიშნება მუქი განავალი, რაც კლინიკურად უმნიშვნელო სიმპტომს წარმოადგენს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება, ციანოზი, ცნობიერების დაბინდვა, ჰიპერვენტილაციის სიმპტომები.
მკურნალობა: სპეციფიკური თერაპიის ჩატარებამდე – რძის მიღება, უმი კვერცხის გადაყლაპვა.
სპეციფიკური თერაპია ტარდება დეფეროქსამინის (დესფერალი) დანიშვნით პერორალურად და პარენტერულად მწვავე მოწამვლის შემთხვევაში რკინის შესაბოჭად, რომელიც ჯერ არ არის შეწოვილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ინიშნება პრეპარატის 5-10 გ გახსნილი 10-20 მლ წყალში. შეწოვილი რკინის ელიმინაციისათვის დეფეროქსამინი შეყავთ კუნთებში 1-2 გ ყოველ 3-12 საათში ერთხელ.
მძიმე შემთხვევაში, როდესაც ვითარდება შოკი, ინიშნება 1 გ დეფეროქსამინი ინტრავენურად წვეთოვანი სახით და ტარდება სიმპტომური თერაპია.
პრეპარატის მიმართ შეჩვევა არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის ერთდროული დანიშვნისას: ანტაციდურ საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ ალუმინს, მაგნიუმის, კალციუმის და აგრეთვე ქოლესთირამინთან ამცირებს რკინის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან და ასევე პენიცილინთან წარმოიქმნება კომპლექსური შენაერთი, რომელიც ამცირებს რკინის და ანტიბიოტიკების შეწოვას; გლუკოკორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში ძლიერდება ერითროპოეზის სტიმულაცია აკტიფერინით.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 200C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი: MERCKLE, გერმანია

გაფრთხილება