ბაქტისტატინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბაქტისტატინის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ბაქტისტატინის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები


ბაქტისტატინი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
სტერილიზებული კულტურალური სითხე (Bacillus Subtilis) – 200 მგ;
ბუნებრივი ენტეროსორბენტი (ცეოლიტი) – 195 მგ;
სოიოს ფქვილის ჰიდროლიზატი – 100 მგ;
კალციუმის სტეარატი (აეროსილი) – 5 მგ.
ბაქტერია Bacillus Subtilis აპროდუცირებს ფერმენტებსა და ანტიბიოტიკების მსგავს ნივთიერებებს, რომლებიც განაპირობებენ ბაქტერიოციდულ და ბაქტერიოსტატულ მოქმედებას პათოგენურ და პირობით პათოგენურ მიკრობებეზე, ისე, რომ არ ახდენენ ნეგატიურ გავლენას ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორაზე.
Bacillus Subtilis მოქმედებს Helicobacter Pylori-ზე; გააჩნია ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; აძლიერებს ნაწლავის ადგილობრივ იმუნიტეტს და ანეიტრალებს პათოგენურ მიკროფლორას.
ცეოლიტი – ბუნებრივი სორბენტია, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მთელ სიგრძეზე აქტიურად ახორციელებს ტოქსინების აბსორბციას, მონაწილეობს იონთა ცვლაში, ისე, რომ არ ურთიერთქმედებს ვიტამინებთან, ამინომჟავებთან, ცილებთან და სხვა სასარგებლო ნივთიერებებთან და წარმოადგენს მიკროელემენტების დამატებით წყაროს. ახდენს ტოქსინების გაზებისა და ალერგენების ადსორბციას და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას; აფერხებს დუღილისა და ლპობის პროცესებს ნაწლავში; აღადგენს საჭმლის მონელების პროცესს.
სოიოს ფქვილის ჰიდროლიზატი – წარმოადგენს ცილებისა და ამინომჟავეის ბუნებრივ წყაროს. იგი უზრუნველყოფს ნაწლავში ნორმალური მიკროფლორის ზრდისათვის საჭირო გარემოს შექმნას. – ასტიმულირებს ნაწლავში ბიფიდობაქტერიების ზრდასა და აქტივობას.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბაქტისტატინი პრობიოტული მოქმედების საშუალებაა, რომელიც აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას ორგანიზმიდან ტოქსიკური შენაერთების გამოდევნისა და ნაწლავის მიკროფლორის აღდგენის გზით.
ბაქტისტატინი აძლიერებს ერადიკაციული თერაპიის ეფექტურობას
• Helicobacter Pylori-ზე ჩატარებული ერადიკაციული თერაპიის ეფექტურობა იზრდება 18%-ით;
• ამცირებს ერადიკაციული თერაპიის დროს გამოხატულ გვერდით ეფექტებს.

ჩვენებები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელსაც ახლავს დისბაქტერიოზი; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; ნაწლავური ინფექციები; ანტიბიოტიკოთერაპიისა და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი; სხვადასხვა სახის მოწამვლები, მათ შორის მძიმე მეტალებით; ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; ალერგიული დაავადებები (ეგზემა, ჭინჭრის ციება) კომბინირებული თერაპიის დროს; დერმატოლოგიური დაავადებები (ეგზემა, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი) კომპლექსური თერაპიის დროს.

მიღების წესები და დოზები
დოზირება: 1-2 კაფსულა დღეში 2-ჯერ ჭამის დროს.
მკურნალობის კურსი: 2-4 კვირა.
მოწამვლისას: 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: 500მგ კაფსულა – # 20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: შტადა, გერმანია

გაფრთხილება