გასტალი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გასტალის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალუმინის ჰიდროჟანგი, მაგნიუმის კარბონატი, მაგნიუმის ჰიდროჟანგი/aluminum hydroxide, magnesium hydroxide, magniesium carbonate

გასტალის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტაციდური საშუალებები


გასტალის აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 450 მგ ალუმინის ჰიდროჟანგს, მაგნიუმის კარბონატის გელს, 300 მგ მაგნიუმის ჰიდროჟანგს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გასტალი – წარმოადგენს ბუფერულ ანტაციდს, რომელიც ამცირებს კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობასა და აქვეითებს ამ უკანასკნელის შედეგად გამოწვეულ არასასურველ რეაქციებს კუჭის მხრივ (ტკივილი, გულძმარვა და სხვა). გასტალის ოპტიმალური ანტაციდური ეფექტი მდგომარეობს მჟავიანობის დაქვეითებაში, აგრეთვე მოქმედების ეფექტის მოკლე ვადაში მიღწევასა და ამ მოქმედების ხანგრძლივად შენარჩუნებაში (2 სთ). პრეპარატის მოქმედების ეფექტი განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.
ალუმინის ჰიდროჟანგი-მაგნიუმის კარბონატის გელი წარმოადგენს ბუფერულ ანტაციდურ ნივთიერებას, რომელიც აქვეითებს კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობას ფიზიოლოგიური მნიშვნელობის ფარგლებამდე (pH 3-5), რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალურ პროცესს ჰიპერსეკრეციის გარეშე. ალუმინის ჰიდროჟანგი უზრუნველყოფს კუჭის წვენში პეფსინის ადსორბციას და პრეციპიტაციას და ამგვარად შექცევადად ხელს უწყობს მის ინაქტივაციას.
მაგნიუმის ჰიდროჟანგი წარმოადგენს არაბუფერულ ანტაციდურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია გამოხატული და ხანგრძლივი გამანეიტრალიზებელი მოქმედება. იგი ავლენს საფაღარათო ეფექტს. ალუმინის ჰიდროჟანგთან კომბინაციით პრეპარატის ანტაციდური ეფექტი ძლიერდება და Yყაბზობის შესაძლებლობა მცირდება.
ფარმაკოკინეტიკა
ალუმინის ჰიდროჟანგი კუჭის წვენის ქლორწყალბადმჟავასთან რეაქციის შემდეგ ტუტე არეში რეაგირებს ფოსფატებსა და კარბონატებთან. იგი ორგანიზმიდან გაუხსნელი მარილების სახით გამოიყოფა ფეკალიებით.ნორმალური თირკმელების მქონე პაციენტებში პრეპარატი არ ახდენს სისტემურ მოქმედებას, ვინაიდან იგი მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად გამოიყოფა შარდით.
ჩვენებები
კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა (გულძმარვის ან მის გარეშე).
– კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული;
– რეფლუქს-ეზოფაგიტი;
– მწვავე და ქრონიკული გასტრიტი;
– დისპეფსია;
– კუჭის ლორწოვანი გარსის გარიზიანება, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს მოწევით, ალკოჰოლის, ყავის, ტკბილეული გამოყენებით.
– გულძმარვა, მათ შორის ორსულებში, ხანდაზმულებსა და ყველა იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ეფექტურ ანტაციდურ საშუალებებს, რომლებიც არ იწვევენ ობსტიპაციას და სხვა არასასურველ გვერდით მოვლენებს.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში პრეპარატი მიიღება 1-2 ტაბლეტის ოდენობით 4-6-ჯერ დღეში, საკვების მიღებიდან დაახლოვებით 1 სთ-ის შემდეგ, აგრეთვე საღამოს ძილის წინ. გულძმარვის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება ზემოთაღნიშნული დოზის შესაბამისად საკვების გამოყენების მიუხედავად.
6-დან 12 წლამდე ბავშევბში პრეპარატი მიიღება მოზრდილების მისაღები დოზის ნახევარი. გასტალის ტაბლეტი რეკომენდებულია ნელ-ნელა გაიწუწნოს, წინააღმდეგნაჩვენებია მისი მთლიანად გადაყლაპვა.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და ყაბზობა. რეკომენდებულ დოზებში აღნიშნული გვერდითი მოვლენები იშვიათად აღინიშნება. ძალიან იშვიათად ადგილი აქვს ალერგიულ რეაქციებს (ურტიკარია, პრურიტი, დერმატიტი, კოლიტი).
უკუჩვენება
თირკმელების მძიმე ფორმის დაზიანება (მწვავე და ქრონიკული); ალუმინისა და მაგნიუმის მარილების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი გამოიყენება გულძმარვის ნიველირებისთვის, ხანდაზმულებში ჰიპერაციდულობის დროს და სხვა კატეგორიის პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროება ეფექტური ანტაციდური საშუალებების გამოყენება ყაბზობისა და სხვა შესაძლო არასასურველი მოვლენების განვითარების გარეშე.
სხეულის წონაში დაკლებულ და კახექსიით შეპყრობილ პაციენტებში, აგრეთვე ბავშვებში საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დოზირებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის დადგენისას.
პრეპარატი მაღალი დოზებით სიფრთხილით ინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.
გასტალი ყოველთვის მიიღება საკვების მიღებიდან ერთი სთ-ის შემდეგ, ვინაიდან სწორედ ამ დროს მისი მოქმედების ეფექტი მნიშვნელოვნად მატულობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გასტალი, როგორც ყველა სხვა ანტაციდური საშუალება, მოქმედებს სხვა პრეპარატების შეწოვაზე. პრეპარატი აძლიერებს ლევოდოპას, აცეტილსალიცილის და ნალიდიქსის მჟავას ეფექტს. მეორეს მხრივ იგი თრგუნავს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, იზონიაზიდის, პროპრანოლოლის, ნაპროქსენის, ქინიდინის, დიგოქსინს, და რკინის პრეპარატების ეფექტს. ზემოთაღნიშნული საშუალებები უნდა მივიღოთ გასტალის მიღებიდან არა ნაკლებ 2 სთ-ის შემდეგ ან საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე.
შენახვის პირობები და ვადები
5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ინახება მშრალ და სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ Bადგილას, არა უმეეტს 15-25ºC ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ტევა, უკრაინა

გაფრთხილება