გენტამიცინი 0,1%

გენტამიცინი 0,1%

გენტამიცინი 0,1%–ის ზოგადი ინფორმაცია

გენტამიცინი 0,1%. Gentamycin 0,1%. ბაქტერიების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – გენტამიცინი. Gentamycine. მწარმოებელი ფირმა – Stada (გერმანია).


გენტამიცინი 0,1% სიტყვა  აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გენტამიცინი 0,1%–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გენტამიცინი 0,1%. Gentamycin 0,1% გამოდის მალამოს ფორმით 15გ ტუბში. 100 გ მალამო შეიცავს  გენტამიცინის სულფატს 0.1 გ და დამხმარე ნივთიერებებს (ნავთის მყარი პარაფინი, ვაზელინი) _ 100 გ-მდე.

გენტამიცინის (0,1% ) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც გენტამიცინი (0,1%), იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია გენტამიცინის (0,1%) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

გენტამიცინის (0,1% ) ფასები ფარმადეპოში
გენტამიცინის (0,1% )  ფასები ავერსში
გენტამიცინის (0,1% ) ფასები psp-ში
გენტამიცინის (0,1% )  ფასები სხვა აფთიაქებში

გენტამიცინი 0,1%–ის აქტიური ნივთიერება

გენტამიცინი. Gentamicin. ქიმიური დასახელება – Micromonospora purpurea n. sp. მიერ პროდუცირებული ანტიბიოტიკების კომპლექსი-გენტამიცინ С1, გენტამიცინ С2 и გენტამიცინ С1А (სულფატის სახით). ბრუტო–ფორმულა: C21H43N5O7. გენტამიცინს მიაკუთვნებენ ამინოგლიკოზიდების ჯგუფს. CAS-კოდი: 1403-66-3.

გენტამიცინი 0,1%–ის სინონიმები

გენტამიცინის სულფატი (Gentamicin sulfate, Batfarma, საქართველო).

გენტამიცინი 0,1%–ის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

დექსა-გენტამიცინი (Dexa-Gentamicin, Ursapharm, გერმანია; gentamicin sulfat,  dexamethasone), დერმოკლინი კრემი (DERMOKLIN Cream, CBS Pharmaceuticals, ინდოეთი; gentamicin,  clotrimazole, beclometasone); ფაქტორი დერმიკო (FACTOR DERMICO, G P C, არგენტინა; gentamicin, betamethasone, miconazole).

გენტამიცინი 0,1%–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინფექციები ბაქტერიული, მგრძნობიარე მიკროფლორის მიერ გამოწვეული
  • პიოდერმია
  • ფოლიკულიტი ზედაპირული
  • ფურუნკულოზი
  • პარონიქიები
  • სიკოზი
  • დერმატიტი სებორეის ინფიცირებული
  • ფერის მჭამელები  ვულგარული
  • ინფიცირება განმეორებითი ბაქტერიული,  კანის სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს
 
გენტამიცინი 0,1%–ის საფირმო აღწერიდან 
ფარმაკოლოგიური თვისებები

გენტამიცინი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკია. მაღალეფექტურია გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Shigella spp., Klebsiella spp., Serratia spp., Proteus ინდოლი-დადებითი და ინდოლი-უარყოფითი, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter spp. პრეპარატი ასევე აქტიურია გრამდადებითი აერობული კოკების მიმართ: Staphylococcus spp. (მ.შ. მდგრადი პენიცილინებისა და სხვა ანტიბიოტიკების მიმართ). პრეპარატის მიმართ მდგრადია: Neisseria meningitis, Treponema pallidum, Streptococcus spp. ზოგიერთი შტამი, ანაერობული მიკროორგანიზმები.
ჩვენებები
მალამო გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
იგი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროფლორის მიერ: პიოდერმია, ზედაპირული ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, პარონიქიები, სიკოზი, სებორეის ინფიცირებული დერმატიტი, ვულგარული ფერის მჭამელები, განმეორებითი ბაქტერიული ინფიცირება კანის სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს.
მიღების წესები და დოზები
მალამო თხელ ფენად წაისმევა კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე 2-3-ჯერ დღეში ჩირქისა და ნეკროზული მასების მოშორების შემდეგ. ფართო დამწვრობებისას მალამოს დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200გ. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება (სიწითლე, ქავილი) და ალერგიული რეაქციები (გამონაყარი). ამ შემთხვევაში მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა გენტამიცინის მიმართ. ორსულობა
შენახვის პირობები და ვადები
3 წელი. კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
სია ბ. არაუმეტეს 200C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით