ემტექსატ პფ

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მეთოტრექსატი/methotrexate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიმეტაბოლიტები. ფოლის მჟავას ანტაგონისტები
შემადგენლობა

ემტექსატის პფ საინექციო ხსნარი 2,5 მგ/მლ, 5 მგ/მლ და 25 მგ/მლ წარმოადგენს მეთოტრექსატის ნატრიუმის მარილის სტერილურ, იზოტონურ ხსნარს კონსერვანტების გარეშე (PF = კონსერვანტებისგან თავისუფალი): 5მგ, 15 მგ, 50 მგ, 250 მგ, 500 მგ მეთოტრექსატი თითოეულ ამპულაში.
ემტექსატ პფ 100 მგ/მლ საინექციო ხსნარი წარმოადგენს მეთოტრექსატის ნატრიუმის მარილის სტერილურ, ჰიპერტონულ წყალხსნარს კონსერვანტების გარეშე (PF = კონსერვანტებისგან თავისუფალი): 1000 მგ და 5000 მგ მეთოტრექსატი თითოეულ ამპულაში.
დამხმარე ნივთიერებები
ემტექსატ პფ-ს საინექციო ხსნარი 2,5 მგ/მლ, 5 მგ/მლ და 25 მგ/მლ: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ემტექსატ პფ-ს საინექციო ხსნარი 100 მგ/მლ: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
შეუთავსებლობა
მეთოტრექსატი არ უნდა შეერიოს სხვა პრეპარატის საინფუზიო ბოთლს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მეთოტრექსატი მიეკუთვნება ანტიმეტაბოლიტების ჯგუფს. იგი წარმოადგენს ფოლის მჟავას ანტაგონისტს, რომელიც უერთდება დიჰიდროფოლატ რედუქტაზას, ფერმენტს, რომელიც აღადგენს დიჰიდროფოლის მჟავას ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე. მსგავსი მიერთება იწვევს თიამინის და პურინის ბიოსინთეზის დათრგუნვას. მეთოტრექსატის მაღალი კონცენტრაცია ასევე ხელს უშლის ფოლატის შესვლას უჯრედებში. მეთოტრექსატისადმი რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს მეთოტრექსატის ტრანსპორტირების შემცირებით უჯრედის მემბრანებში და ასევე მეთოტრექსატისადმი ფერმენტ-დიჰიდროფოლატ რედუქტაზას აფინურობის შეცვლის შედეგად.
ძალიან მაღალი კონცენტრაციის შეყვანისას (>20 მმოლი/ლ) მეთოტრექსატმა შეიძლება შეაღწიოს უჯრედში არა მარტო აქტიური ტრანსპორტის მექანიზმით, არამედ დიფუზიის გზითაც. ეს კონცეფცია წარმოადგენს ახსნას მეთოტრექსატის მაღალი დოზების გამოყენების დროს.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
არ არის განსაზღვრული
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია:
მეთოტრექსატი ჩვეულებრივ მთლიანად აბსორბირდება პარენტერალური შეყვანის შემდეგ. ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ პლაზმის მაქსიმალური დონე მიიღწევა 30-60 წთ-ის შემდეგ.
დისტრიბუცია:
ინტრავენურად შეყვანის შემდეგ დისტრიბუციის საწყისი მოცულობა შეადგენს დახლოებით 0.18 ლ/კგ (18% სხეულის წონა), ხოლო წონასწორული მდგომარეობისას დაახლოებით 0.4-0.8 ლ/კგ (40-80% სხეულის წონა). მეთოტრექსატი ნელა აღწევს ორგანიზმის მესამე კომპარტმენტში, რაც წარმოადგენს პლევრის და ასციტის სითხეს, სადაც პლაზმის მსგავსი სტაციონარული მდგომარეობა ყალიბდება 6 საათის შემდეგ. მეთოტრექსატი კონკურენციას უწევს აღდგენილ ფოლატს იმ სატრანსპორტო ცილის მიერთებაში, რომელიც მოახდენს მის აქტიურ ტრანსპორტს უჯრედის მემბრანაში.
100 მიკრომ-ზე მეტი შრატის კონცენტრაციის შემთხვევაში პასიური დიფუზიის გზით მიიღწევა მეთოტრექსატის ეფექტური უჯრედშიდა კონცენტრაცია. შრატში მეთოტრექსატის დაახლოებით 50% უერთდება პლაზმის ცილებს.
შიგნით მიღებული ან პარენტერულად შეყვანილი მეთოტრექსატის თერაპიული კონცენტრაცია ვერ მიიღწევა თავ-ზურგ-ტვინის სითხეში. ინტრათეკალური შეყვანის შემდეგ თავ-ზურგ-ტვინის სითხეში შესაძლებელია მიღწეულ იქნას მაღალი კონცენტრაცია.
ბიოტრანსფორმაცია:
აბსორბციის შემდეგ მეთოტრექსატი განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში და უჯრედების შიგნით პოლიგლუტამატამდე, რაც შემდგომში შესაძლებელია ხელახლა გარდაიქმნას მეთოტრექსატად ჰიდროლაზას საშუალებით. ეს პოლიგლუტამატი მოქმედებს როგორც დიჰიდროფოლატრედუქტაზას და თიმიდილატ სინთეტაზას ინჰიბიტორი.
მეთოტრექსატის პოლიგლუტამატის მცირე რაოდენობა შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩეს ქსოვილებში. ამ აქტიური მეტაბოლიტების არსებობა და მათი გახანგრძლივებული მოქმედება სხვადასხვანაირია სხვადასხვა უჯრედებში, ქსოვილებში და სიმსივნეებში. ნორმალური დოზის მიღებისას მცირე რაოდენობით მეთოტრექსატი ღვიძლში შეიძლება გარდაიქმნას 7-ჰიდროქსიმეთოტრექსატად. ამ ინაქტიური მეტაბოლიტის კუმულაცია გასათვალისწინებელია მაღალი დოზების მიღებისას. 7-ჰიდროქსიმეთოტრექსატის წყალში ხსნადობა 3-5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე საწყისი მოლეკულის. მეთოტრექსატის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-10 საათს ფსორიაზიან პაციენტებში და ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა ტარდება დაბალი დოზებით (30 მგ/მ² ნაკლები). მეთოტრექსატის მაღალი დოზების მიღებისას ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 8-15 საათს.
ელიმინაცია
ელიმინაცია ძირითადად ხდება თირკმლის ექსკრეციის საშუალებით და დამოკიდებულია დოზაზე და პრეპარატის მიღების გზაზე. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ დოზის 44-100% გამოიყოფა უცვლელად შარდში 24 საათის განმავლობაში.

მიღებული დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით. სავარაუდოა მეთოტრექსატის ენტეროჰეპატური რეცირკულაცია. თირკმლის მიერი ექსკრეცია ხდება გლომერულარული ფილტრაციის და აქტიური ტუბულარული ექსკრეციის გზით. არა ხაზოვანი ელიმინაცია გამოწვეულია თირკმლის ტუბულების სატურაციით, რაც ვლინდება ფსორიაზიან პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობენ 7,5-30 მგ დოზებით. თირკმლის ფუნქციის შემცირებამ და აგრეთვე ისეთი პრეპარატის კომბინირებულმა მიღებამ, რომელიც გამოიყოფა ტუბულარული ექსკრეციის საშუალებით (მაგალითად, როგორიც არის სუსტი ორგანული მჟავეები) შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაზარდოს მეთოტრექსატის პლაზმური კონცენტრაცია. არსებობს გარკვეული კავშირი მეთოტრექსატის კლირენსსა და ენდოგენური კრეატინინის კლირენსს შორის. მეთოტრექსატის კლირენსი მნიშვნელოვნად მერყეობს და ჩვეულებრივ მცირდება მაღალი დოზების მიღებისას. ცნობილია, რომ შემცირებული კლირენსი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იწვევს მეთოტრექსატის ტოქსიკურ მოვლენებს. ნორმალურ ქსოვილში მეთოტრექსატის ტოქსიკურობა დამოკიდებულია უფრო მეტად მიღების ხანგრძლივობაზე და არა პლაზმის მაქსიმალურ კონცენტრაციაზე. თუ პაციენტის შემთხვევაში გამოვლინდა ელიმინაციის შემცირება თირკმლის ფუნქციის დარღვევის, ორგანიზმის მესამე კომპარტმენტში გადასვლის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევაში შრატის მეთოტრექსატის კონცენტრაცია დარჩება მომატებული დიდი ხნის განმავლობაში.
მაღალი დოზის მიღების ან თირკმლის მიერი ელიმინაციის შემცირების შემთხვევაში სავარაუდოდ ტოქსიკური მოვლენები შეიძლება შემცირდეს თუ მეთოტრექსატის პლაზმური ელიმინაციის ბოლო ფაზაში დაინიშნება კალციუმის ფოლინატი. თირკმელებში მეთოტრექსატის ხსნადობის შესახებ: მაღალი დოზების მიღებისას არსებობს პრეპარატის დალექვის შანსი, როდესაც pH < 7. მეთოტრექსატის მაღალი დოზების მიღებისას რეკომენდირებულია ჰიპერჰიდრატაცია და შრატში ტუტე ბალანსის დამყარება, რათა თავიდან იქნეს აცილებული თირკმლის ტოქსიკურობა.
შრატის მეთოტრექსატის ფარმაკოკინეტიკური მონიტორინგი არის რეკომენდირებული, რათა აღმოაჩინონ პაციენტი, რომელიც არის მეთოტრექსატის ტოქსიკური მოვლენების განვითარების ქვეშ და ხელი შეუწყოს კალციუმის ფოლინატის დოზის შერჩევას.
შრატის მეთოტრექსატის დონის და კალციუმის ფოლინატის დოზის შერჩევის გაიდლაინები, რაც შეამცირებს მეთოტრექსატის ტოქსიკურ მოვლენებს, მოცემულია პუნქტში “დოზირება და მიღების წესი”.
ჩვენებები
თერაპიული ჩვენებები:
მეთოტრექსატი გამოიყენება ქორიოკარცინომას, ინვაზიური ბუშნამქერას და ბუშტნამქერას სამკურნალოდ:
– ბუშნამქერას დროს პირველადი მკურნალობა მოიცავს საშვილოსნოს ექსტირპაციას და მეთოტრექსატის საშუალებით პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარებას.
– დაბალი რისკის მქონე ტროფობლასტური სიმსივნის სამკურნალოდ მეთოტრექსატი გამოიყენება მონოთერაპიის სახით.
– მაღალი რისკის მქონე ტროფობლასტური სიმსივნის სამკურნალოდ მეთოტრექსატი გამოიყენება კომბინირებული მკურნალობის სახით.
მეთოტრექსატის ნორმალური ან მაღალი დოზები გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინირებული მკურნალობის სახით მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის (ცნს-ის ლეიკემია და ლეიკემიის შემანარჩუნებელი მკურნალობა), ოსტეოსარკომის, არა-ჰოჯკინის ლიმფომის, ბერკიტის ლიმფომის, თავისა და კისრის პროგრესირებადი სიმსივნის, შარდის ბუშტის ინვაზიური სიმსივნის და ფუნგოიდური მიკოზის შორს წასული ფორმების დროს.
მეთოტრექსატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სერიოზული აქტიური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, რომელიც არ ექვემდებარება მეორე რიგის ანტირევმატოიდულ პრეპარატებს, მიუხედავად იმისა მიიღება თუ არა ისინი ანთებისსაწინააღმდეგო პროსტაგლანდინების სინთეტაზას ინჰიბიტორებთან ერთად.
მიღების
წესები და დოზები
მეთოტრექსატის დოზა, დოზის სიხშირე, მთლიანი დოზა და პრეპარატის მიღება სხვა ციტოტოქსიური მედიკამენტებთან და/ან ფოლის მჟავასთან ერთად ხშირად განიცდის ცვლილებებს სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებასთან ერთად.
მეთოტრექსატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მიერ, რომელიც გამოცდილია ამ სფეროში და ინფორმირებულია უახლესი მონაცემების შესახებ.

თავის და კისრის სიმსივნე
ერთკვირიანი ინტერვალებით შეჰყავთ 40 მგ/მ² მეთოტრექსატი, მანამდე სანამ არ მოხდება პროგრესირება. აღნიშნული დოზა შეჰყავთ ფოლის მჟავას გარეშე.
ტროფობლასტური სიმსივნე
ტროფობლასტური სიმსივნის მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალურად გამოყოფილი ექსპერტების ზედამხედველობის ქვეშ.
მეტასტაზების არ მქონე ან ტროფობლასტური სიმსივნის მეტასტაზების დაბალი რისკის მქონე პაციენტებში ყოველდღიურად ინიშნება 15-30 მგ მეთოტრექსატი შიგნით ან კუნთში 5 დღის განმავლობაში. განმეორებითი კურსი შეიძლება ჩატარდეს 1 ან რამდენიმე კვირის შემდეგ. ზოგადად ტარდება მკურნალობის 3-5 კურსი. ტროფობლასტური სიმსივნის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ხშირად ტარდება კომბინირებული მკურნალობა, მათ შორის 300 მგ მეთოტრექსატი/მ² სხეულის ზედაპირი, რასაც შემდგომში მოჰყვება ფოლის მჟავათ მკურნალობა.

მკურნალობის ეფექტურობა უნდა შეფასდეს HSG (ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის) შრატის კონცენტრაციის შესაბამისად
ცნს-ს ლეიკემია
მენინგეალური ლეიკემიის მკურნალობის დროს მეთოტრექსატი გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობის სახით. თუ მეთოტრექსატი შეჰყავთ ინტრათეკალურად, ამ შემთხვევაში გამოიყენება ფლაკონი კონსერვანტების გარეშე. ინტრათეკალური შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა იყოს 1 მგ/მლ. შესაძლებელია მისი განზავება 0.9% NaCl- ში. ინტრათეკალურად შესაყვანი დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე: 1 წელზე უმცროსებში 6 მგ; 1 წლის ასაკი 8 მგ; 2 წლის ასაკი 10 მგ და 3 წლის და უფრო მეტი ასაკი 12 მგ.
მოზრდილებში ინტრათეკალურად შეყვანილმა მეთოტრექსატის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 15 მგ-ს. მკურნალობის ეფექტურობა უნდა შეფასდეს თავზურგტვინის სითხის ციტოლოგიის საფუძველზე. როდესაც მეთოტრექსატი შეჰყავთ ინტრათეკალურად, ამ შემთხვევაში პლაზმის დონე შეიძლება გაიზარდოს იმდენად, რომ გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები.
მენინგეალური ლეიკემიის სამკურნალოდ შესაძლებელია გამოყენებული იქნას მეთოტრექსატი ინტრათეკალურად. ერთ კვირიანი ან უფრო ნაკლები ინტერვალით შეყვანილმა მეთოტრექსატმა შეიძლება გამოიწვიოს ქვემწვავე ტოქსიკური ეფექტები. მეთოტრექსატით მკურნალობა გრძელდება მანამდე, სანამ არ დარეგულირდება თავზურგტვინის ციტოლოგიური მონაცემები. ამ ფაზაზე სასურველია დაინიშნოს ერთი დამატებითი დოზა.
მენინგეალური ლეიკემიის პროფილაქტიკის შემთხვევაში ინიშნება ისეთივე დოზა როგორც მკურნალობისას. გამონაკლისს წარმოადგენს ინტერვალები, რისთვისაც მკურნალი ექიმი უნდა გაეცნოს სამედიცინო ლიტერატურას.
ლეიკემია
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს მიიღება 15-30 მგ/მ² მეთოტრექსატი შიგნით, ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად კვირაში 1-ჯერ.
ოსტეოსარკომა
ოსტეოსარკომის მკურნალობის დროს გამოიყენება მეთოტრექსატის მაღალი დოზები (8 გრ/მ² – 12 გრ/მ²) კომბინაციაში სხვა ციტოტოქსიურ პრეპარატებთან ერთად რის შემდეგაც ინიშნება ფოლის მჟავათ მკურნალობა (იხ. “მეთოტრექსატის მაღალი დოზა”).
ოსტეოსარკომის მკურნალობის დროს მეთოტრექსატის მაღალი დოზების და ფოლის მჟავა ინიშნება ამ სფეროში გამოცდილი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
მიკოზის ფუნგოიდოზი
ნამკურნალები პაციენტების ნახევარში მეთოტრექსატი იწვევს კლინიკურ რემისიას. დოზის სიდიდე და მკურნალობის მოდიფიკაცია დოზის შემცირების ხარჯზე ან მკურნალობის შეწყვეტა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ეფექტს ახდენს პაციენტზე და ასევე ჰემატოლოგიური მონიტორინგით.
ინტრამუსკულარულად ინიშნება 50 მგ მეთოტრექსატი ან უფრო მაღალი დოზა კვირაში ერთხელ ან 25 მგ კვირაში 2-ჯერ.
ფსორიაზი
ქალებში ფსორიაზის მკურნალობა იწყება უშუალოდ მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ. მეთოტრექსატით მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირით ადრე შეჰყავთ საცდელი დოზა – 5-10 მგ პარენტერალურად, რათა შეამოწმონ გამოიწვევს თუ არა ეს იდიოსინკრაზიულ რეაქციას პაციენტში.
მოზრდილებში ყოველკვირეულად შეჰყავთ 10-25 მგ შიგნით ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად. უმეტეს პაციენტებში გაუმჯობესება ხდება დაახლოებით 4 კვირაში, ხოლო ოპტიმალური შედეგი მიიღწევა 2-3 თვეში. მეთოტრექსატით მკურნალობის შეწყვეტისას 2 კვირიდან 6 თვის განმავლობაში სიმპტომები შეიძლება განმეორდეს. ოპტიმალური კლინიკური შედეგების მიღწევის შემდეგ დოზა შეიძლება შემცირდეს ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე, ხოლო ინტერვალები გახანგრძლივდეს მაქსიმალურად. აგრეთვე შესაძლებელია რაც შეიძლება მალე განახლდეს ადგილობრივი მკურნალობა.
რევმატოიდული ართრიტი
მეთოტრექსატის ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად შეყვანის შემთხვევაში მისი საწყისი დოზა მოზარდებში შეადგენს 10 მგ კვირაში 1-ჯერ. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს საფეხურეობრივად 2.5 მგ თითოეულ ჯერზე, სანამ მაქსიმალური დოზა არ მიაღწევს 25 მგ 1-ჯერ კვირაში. თითოეულ სქემაში შემდგომი მომდევნო დოზის გაზრდა უნდა მოხდეს 6 კვირიანი ინტერვალით.
თუ შესაძლებელია მკურნალობის დაწყებამდე 1 კვირით ადრე პარენტერულად შეჰყავთ 5-10 მგ მეთოტრექსატი, რათა დაადგინონ გამოვლინდება თუ არა იდიოსინკრაზიული რეაქცია.
უმეტეს პაციენტებში კლინიკური სიტუაციის გაუმჯობესება ხდება 4-6 კვირის შემდეგ. დაახლოებით 6 თვის შემდეგ კლინიკურ მდგომარეობაში ყალიბდება პლატოს მდგომარეობა, რის შემთხვევაშიც საჭიროა დოზის მოდიფიცირება, რათა შენარჩუნდეს ოპტიმალური კლინიკური შედეგები.
მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელია რევმატოიდული ართრიტის რეციდივი.
მეთოტრექსატის მაღალი დოზა
მეთოტრექსატის ინფუზიამდე სულ მცირე 24 საათით ადრე შიგნით მიიღება NaHCO3: 1 გ ყოველ 4-6 საათში. ეს უნდა გაგრძელდეს ფოლის მჟავას უკანასკნელი დოზის შეყვანიდან სულ მცირე 24 საათის განმავლობაში. მეთოტრექსატის შეყვანამდე შარდის pH unda იყოს 7.5-ზე მაღალი, კრეატინინის კლირენსი იყოს 60 მლ/წთ-ზე მეტი და შრატის კრეატინინი 120 მმოლი/ლ-ზე ნაკლები. შარდის პროდუქციამ არ უნდა გადააჭარბოს 2000 მლ/მ²/24 საათი.
მეთოტრექსატის დოზა ცვალებადობს 200 მგ/მ²-დან 12000 მგ/მ²-მდე. აღნიშნული დოზა შეიძლება დაინიშნოს ინტრავენური ინფუზიის სახით, რომლის კონცენტრაცია იქნება 2.5 – 25 მგ თითოეულ მლ, 100 მლ და 1 ლ ნორმალური ფიზიოლოგიურ ხნსნარში სულ მცირე 30 წთ-ს და 6 საათის შემდეგ. მეთოტრექსატის ინფუზიიდან 24 საათის შემდეგ იწყება ფოლის მჟავას შეყვანა ორგანიზმში, რათა ნორმალური უჯრედები გადაარჩინონ ტოქსიკური ზემოქმედებისგან.
ფოლის მჟავას დოზა დამოკიდებულია მიღებული მეთოტრექსატის დოზაზე. სტანდარტული მკურნალობა მოიცავს 15 მგ ფოლის მჟავას შეყვანას ინტრავენურად ყოველ 3 საათში 24 საათის განმავლობაში. შემდგომში მიიღება 15 მგ ფოლის მჟავა შიგნით ყოველ 6 საათში, 3 დღის განმავლობაში.
მეთოტრექსატის მაღალი დოზების მიღება ფოლის მჟავასთან ერთად უნდა განხორციელდეს მხოლოდ ისეთი ონკოლოგის მიერ, რომელიც გამოცდილია ამ მეთოდის ჩატარებაში.
დოზის მოდიფიკაცია
თუ ლეიკოციტების ან თრომბოციტების რაოდენობა შემცირდება მკურნალობის პირველ დღეს მეთოტრექსატის სტანდარტული დოზის 40 მგ/მ²სხეულის წონის შეყვანის შემდეგ, მაშინ დოზა უნდა ადაპტირდეს ქვემოთ მოყვანილი სქემის შესაბამისად; ყველაზე დაბალი მაჩვენებელი განსაზღვრავს დოზის შემცირებას.

ნორმალური დოზის % ლეიკოციტების რაოდენობა/მმ³ თრომბოციტების რაოდენობა/მმ³
100   > 3500  > 125000
50 2500 – 3500 75000 – 125000
0 < 2500 < 75000

თუ ლეიკოციტების რაოდენობა შეადგენს 2500-3500/მმ³ და/ან თრომბოციტების რაოდენობა შეადგენს 7500-125000, მაშინ სასურველია მკურნალობის შეწყვეტა ერთი კვირით. თუ სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლები აღდგება, მაშინ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს. თუ სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლები აღდგება, მაშინ უნდა მოხდეს დოზის შემცირება.
მეთოტრექსატის დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებისთვის, რომელთა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 60 მლ/წთ-ზე. უნდა მოხდეს მეთოტრექსატის მაღალი დოზების მიღების გადავადება ღვიძლის ტოქსიკური მოვლენების შემთხვევაში.

გამოყენების ინსტრუქცია
იხილეთ მეთოტრექსატის მაღალი დოზები ინტრავენური ხსნარის მოსამზადებლად.
გვერდითი
მოვლენები
მწვავე გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია დოზაზე და მიღების სიხშირეზე. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: წყლულოვანი სტომატიტი, ლეიკოპენია, გულისრევა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. სხვა ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, აუხსნელი დაღლილობა, კანკალი და ცხელება, თავბრუსხვევა და შემცირებული რეზისტენტობა დაავადებების მიმართ.
ონკლოგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე კომბინირებული მკურნალობა და არსებული დაავადება ართულებს იმის გაგებას, არის თუ არა კონკრეტული გვერდითი ეფექტები დაკავშირებული აღნიშნულ პრეპარატთან.
მეთოტრექსატით გამოწვეული არასასურველი გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების მიხედვით.
კუჭ-ნაწლავის მხრივ:
გინგივიტი, ფარინგიტი, სომატიტი, ანორექსია, გულისრევა, ღებინეა, ფაღარათი, ჰემატემეზისი, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლულები, სისხლდენა და ენტერიტი. ღებინების, ფაღარათის და სტომატიტის განვითარების შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, მეთოტრექსატით მკურნალობა უნდა შეწყდეს მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით პეპტიური წყლულის ან წყლულოვანი კოლიტის განვითარების შემთხვევაში.
ჰემატოლოგიის მხრივ:
მეთოტრექსატმა შესაძლებელია დათრგუნოს ჰემოპოეზი და გამოიწვიოს ანემია, ლეიკოპენია და/ან თრომბოციტოპენია. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ჰემოპოეზური სისტემის დარღვევა, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენეა განსაკუთრეული სიფრთხილით ან საერთოდ არ ინიშნება.
ფსორიაზის დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად შემცირდება სისხლის მაჩვენებლები. სიმსივნის მკურნალობისას მეთოტრექსატის მიღება უნდა გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს სერიოზული მიელოსუპრესიის განვითარების რისკს. მიელოსუპრესია ასევე შესაძლებელი განვითარდეს მეთოტრექსატის ინტრათეკალური შეყვანის შემდეგაც. სერიოზული გრანულოციტოპენიისა და ცხელების მქონე პაციენტებს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა. ჩვეულებრივ ამ დროს საჭიროა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების პარენტერული შეყვანა.
ღვიძლის მხრივ:
მეთოტრექსატმა შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე (ტრანსამინაზების მომატება) ან ქრონიკული (ფიბროზი და ციროზი) ჰეპატოტოქსიკურობა. ქრონიკული ჰეპატოტოქსიკურობა ჩვეულებრივ ლეტალურია. იგი ჩვეულებრივ ვითარდება პრეპარატის ქრონიკული გამოყენების (ძირითადად 2 წელი ან უფრო მეტი ხანი) შემდეგ ან, თუ მთლიანი მიღებული დოზა შეადგენს 1.5 გ-ს. ფსორიაზიან პაციენტებში ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ჰეპატოტოქსიკურობას განსაზღვრავდა მთლიანი კუმულაციური დოზა. ეფექტი ძლიერდება ალკოჰოლიზმით, სიმსუქნით, დიაბეტით და ხანდაზმული ასაკით. პირდაპირი ურთიერთკავშირი არ არის დადგენილი.
ინფორმაცია დაავადების პროგრესირებისა ან შექცევადობის შესახებ არ მოიპოვება. განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო თუ ანამნეზში აღინიშნება ღვიძლის დაავადება ან ღვიძლის ფუნქციის შემცირება.
ღვიძლის ფუნქციური ტესტები, მათ შორის შრატის ალბუმინის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს რეგულარულად მკურნალობის დაწყებამდე. ხანდახან ტესტის შედეგები ნორმალურია ფიბროზის და ციროზის შემთხვევაში. მსგავსი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ბიოფსიის საშუალებით.
ფსორიაზის და რევმატოიდული ართრიტის შემთხვევებში 1,5 გ მთლიანი კუმულაციური დოზის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია განხორციელდეს ღვიძლის ბიოფსია. საშუალო ხარისხის ფიბროზის ან ნებისმიერი ხარისხის ციროზის დროს ჩვეულებრივ საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ზომიერი ცვლილებების დროს არ არის აუცილეელი მეთოტრექსატით მკურნალობის შეწყვეტა, პრეპარატის მიღებისას საჭიროა სფრთხილის გამოჩენა.

იმუნოლოგია:
მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით აქტიური ინფექციის შემთხვევებში და განსაკუთრებით უკუნაჩვენებია იმუნოდეფიციტის სინდრომის მქონე ადამიანებში. მეთოტრექსატით მკურნალობის დროს იმუნიზაცია შეიძლება არ იყოს ეფექტური. ვაქცინაციის ჩატარება ცოცხალი ვაქცინის საშუალებით არ არის რეკომენდირებული. ვაქცინაციით გამოწვეული დისემინირებული ინფექციის შემთხვევები გამოვლინდა ყვავილის ვაქცინის შეყვანის შემდეგ იმ პაციენტეში, რომლებივ მკურნალობდნენ მეთოტრექსატით. იშვიათად გამოვლინდა ჰიპოგამაგლობულინემია.
ნევროლოგიის მხრივ:
თავის ტკივილი, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა, აფაზია, ჰემიპარეზი, პარეზი და გულყრა გამოვლინდა მეთოტრექსატის შეყვანის შემდეგ.

მეთოტრექსატის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ გამოვლინდა ლეიკოენცეფალოპათიის შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ კრანიოსპინალური დასხივება.
ქრონიკული ლეიკოენცეფალოპათია გამოვლინდა ასევე ოსტეოსარკომიან პაციენტებში, რომლებშიც შეჰყავდათ მეთოტრექსატის მაღალი დოზა და კალციუმის ფოლინატი, მიუხედავად იმისა უტარდებოდათ თუ არა მათ კრანიალური დასხივება. მეთოტრექსატით მკურნალობის შეწყვეტა ყოველთვის არ იწვევს მდგომარეობის სრულად გამოსწორებას.
გარდამავალი მწვავე ნევროლოგიური სინდრომი გამოვლინდა პაციენტებში, რომლებშიც შეიყვანეს მეთოტრექსატის მაღალი დოზები. კლინიკურად ეს შეიძლება გამოვლინდეს უცნაური ქცევით, ადგილობრივი სენსორო-მოტორული ფენომენით და არანორმალური რეფლექსებით. ამ სიმპტომების ზუსტი მიზეზი უცნობია.
მეთოტრექსატის ინტრათეკალურად შეყვანის შემდეგ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გამოვლენილია ტოქსიკური ეფექტები. ეფექტები შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად:
– ქიმიური არაქნოიდიტი ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის თავის და ზურგის ტკივილი, კისრის რიგიდობა და ცხელება.
– პარეზი, ჩვეულებრივ გარდამავალი, პარაპლეგია, რომელიც მოიცავს ერთ ან მეტ სპინალური ნერვების ფესვებს.
– ლეიკოენცეფალოპათია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაბნეულობა, აჟიტირება, ძილიანობა, ატაქსია, დემენცია და ზოგჯერ სერიოზული გულყრები.
ფილტვის მხრივ
გამოვლინდა ინტერსტიციული პნევმონიტის მიერ გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები და ასევე ქრონიკული ინტერსტიციული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების შემთხვევები. მეთოტრექსატით მკურნალობის დროს გამოვლენილი პულმონარული სიმპტომები (განსაკუთრებით მშრალი არაპროდუქციული ხველა) ან არასპეციფიურმა პნევმონიტი შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურად საშიშ დაზიანებაზე, რაც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას და საფუძვლიან გამოკვლევას. მართალია მეთოტრექსატით გამოწვეული დაავადების სიმპტომები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ ჩვეულებრივ ვლინდება ცხელება, ხველა, დისპნოე, ჰიპოქსემია და ცვლილებები გულ-მკერდის რენტგენის მხრივ. ამ დროს უნდა გამოირიცხოს ინფექცია. ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დოზაზე. მეთოტრექსატით გამოწვეული ფილტვის პათოლოგია იშვიათად ვლინდენა მეთოტრექსატის ინტრათეკალურად შეყვანის შემდეგ. მეთოტრექსატით გამოწვეული ფილტვის დაავადების გამოვლენისას მეთოტრექსატის ხელახალი გამოყენება უკუნაჩვენებია.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ:
შეიძლება განვითარდეს სერიოზული ნეფროპათია ან თირკმლის უკმარისობა, აზოტემია, ცისტიტი, ჰემატურია, დეფექტური ოოგენეზი ან სპერმატოგენეზი, გარდამავალი ოლიგოსპერმია, მენსტრუალური დარღვევები, ვაგინალური გამონადენი, უშვილობა, აბორტი, ნაყოფის დაზიანება, სპერმატოგენეზის სუპრესია, ლიბიდოს დაქვეითება და იმპოტენცია.
მეთოტრექსატის მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ტოქსიკურობა და თირკმლის მწვავე უკმარისობა. ნეფროტოქსიკურობა ჩვეულებრივ გამოწვეულია მეთოტრექსატის და 7-ჰიდროქსიმეთოტრექსატის დაგროვებით თირკმლის ტუბულებში.
კანის მხრივ:
ერითემა, ქავილი, ურტიკარია, ფოტოსენსიტიურობა, დეპიგმენტაცია, ალოპეცია, სისხლჩაქცევა, ტელეანგიოექტაზია, აკნე, ფურუნკულოზი. ფსორიაზი შეიძლება გაუარესდეს ულტრაიისფერი დასხივებით. მეთოტრექსატის მიღებამ შეიძლება გააუარესოს რადიაციული დერმატიტი და მზით გამოწვეული დამწვრობა.
სხვა იშვიათი გვერდითი ეფექტები, რაც გამოწვეულია ან სავარაუდოდ დაკავშირებულია მეთოტრექსატის მიღებასთან არის: ართრალგია/მიალგია, დიაბეტი, ოსტეოპოროზი, ლიმფომა, ოპორტუნისტული ინფექციები, ვასკულიტი და უეცარი სიკვდილი. ასევე გამოვლინდა ანაფილაქსიური რეაქციის იშვიათი შემთხვევები. ასევე პანციტოპენია და რევმატოიდული კვანძების რაოდენობის მომატება.

გამოშვების ფორმა:
25მგ/მლ 40 მლ ი.ვ. საინიექციო ხსნარი ფლაკონში, 2.5მგ/მლ 2 მლ ი.ვ. საინიექციო ხსნარი ფლაკონში
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: ტევა, უკრაინა

გაფრთხილება