ლოკოიდ ლიპოკრემი®

სავაჭრო სახელწოდება – ლოკოიდ ლიპოკრემი® ⁄ LOCOID LIPOCREAM®
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) – hydrocortisone
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – D07AB02
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი –
ჯგ: საშუალებები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით >> გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
მწარმოებელი ფირმა – ტემლერ იტალია ს.რ.ლ
მწარმოებელი ქვეყანა – იტალია
ასტელას ფარმა
ინსტრუქცია
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
0.1%30 გრ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში
1 გრამი კრემი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ჰიდროკორტიზონ-17-ბუტირატი 1.0 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ცეტოსტეარილის სპირტი, მაკროლის ცეტოსტეარატი, თეთრი თხევადი პარაფინი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ბენიზლის სპირტი, ლიმონმჟავა, უწყლო ნატრიუმის ციტრატი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლოკოიდ ლიპოკრემი®® წარმოადგენს გარეგანი გამოყენების სინთეზურ, არაჰალოგენიზირებულ გლუკოკორტიკოიდულ პრეპარატს, რომელიც მიეკუთვნება ზომიერი კორტიკოსტეროიდების აქტივობის მე-2-ე ჯგუფს. იგი ავლენს სწრაფად მიღწევად ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. ეფექტურობით შეესაბაამება აქტიურ ჰალოგენიზებულ სტეროიდებს.
ლოკოიდ ლიპოკრემის® გამოყენება რეკომენდებული დოზებით არ იწვევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის დათრგუნვას. ლოკოიდ ლიპოკრემი®® გამოირჩევა ლიპიდების მაღალი შემცველობით, რაც ხელს უწყობს კანის ფიზიოლოგიური ბარიერული ფუნქციის აღდგენას.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
აპლიკაციის შემდეგ ადგილი აქვს ეპიდერმისში აქტიური ნივთიერების დაგროვება, ძირითადად მარცვლოვან შრეში.
მეტაბოლიზმი
კანის გზით აბსორბირებული ჰიდროკორტიზონ-17-ბუტირატი მეტაბოლიზდება ჰიდროკორტიზონამდე და სხვა მეტაბოლიტებამდე უშუალოდ ეპიდერმისში და შემდგომ ღვიძლში.
გამოყოფა.
მეტაბოლიტები და შეუცვლელი ჰიდროკორტოზონ-17-ბუტირატის უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა შარდით ან განავლით.
ჩვენებები
ზედაპირული, არაინფიცირებული, ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოიდებისადმი მგრძნობიარე კანის დაავადება:
• ეკზემა
დერამატიტები, მათ შორის ატოპიური, კონტაქტური, სებორეული • ფსორიაზი
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში და ბავშვებში (6 თვეზე უფროსი ასაკის) პრეპარატის მცირე რაოდენობას წაუსვამენ დაზიანებულ კანზე დღეში 1-3-ჯერ. დადებითი დინამიკის გამოვლენისას შეიძლება წასმის ჯერადობის შემცირება 2-3-ჯერამდე კვირაში. ლოკოიდ ლიპოკრემის გამოყენება შეიძლება კანის ქვემწვავე, ქრონიკული და შერეული დაზიანებისას.
შეღწევის გასაუმჯობესებლად პრეპარატს ადებენ მასირებით. დაავადების რეზისტენტული მიმდინარეობისას, მაგალითად იდაყვის მიდამოში, მუხლებზე მკვრივი ფსორიაზული ფოლაქების ლოკალიზაციის დროს აუცილებელია პრეპარატის გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ. კვირის განმავლობაში გამოყენებული პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს 30-60 გრამს.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები:
• კანის ატროფია (ეპიდერმისის გამოფიტვა, ტელეანგიოექტაზიები, სტრიები, პურპურა)
• პერიორალური დერმატიტი და როზაცეა
• ჭრილობის შეხორცების შენელება
• დეპიგმენტაცია
• ჰიპერტრიქოზი
• კონტაქტური დერმატიტი
• “რიკოშეტის” სინდრომი, რომელიც აძნელებს კორტიკოსტეროიდის მოხსნას.
• თვალშიდა წნევის მომატება და კატარაქტის განვითარების რისკი (კონიუნქტივაზე სისტემატური მოხვედრისას)
სისტემური რეაქციები:
ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან წასმისას დიდ ზედაპირზე შესაძლებელია გამოვლინდეს სისტემური გვერდითი ეფექტები, რომელიც დამახასიათებელია სისტემური კორტიკოსტეროიდებისთვის.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი ლოკოიდის გამოყენებისას უფრო მცირეა ვიდრე ფთორირებული სტეროიდების გამოყენების დროს.
უკუჩვენება
• დერმატიტები, გართულებული ბაქტერიული (მაგალითად, პიოდერმია, სიფილისი, ტუბერკულოზი), ვირუსული (მაგალითად, ოროფაციალური ჰერპესი, ჩუტყვავილა, მკრეჭველი სირსველი, წვეტიანი კონდილომები, მეჭეჭები, კონტაგიოზური მოლუსკი), სოკოვანი და პარაზიტული (მაგალითად, მუნი) ინფექციებით;
• კანის წყლულები და ჭრილობები;
• პერიორალური დერმატიტი, სტრიები;
• იქტიოზი, მოზარდთა ტერფის დერმატოზი, როზაცეა, აცნე ვულგარის, სისხლძარღვების მტვრევადობა, კანის ატროფია;
• ჰიპერმგრძნობელობა კორტიკოსტეროიდებზე ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებებზე.
ორსულობა და ლაქტაცია
კორტიკოსტეროიდები გადიან პლაცენტაში. სისტემური სტეროიდების მაღალი დოზების გამოყენებისას დარეგისტრირებულია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-სუპრარენული სისტემის დათრგუნვა და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება. გარეგანი კორტიკოსტერიდების გამოყენებისას მათი განვითარების რისკი არ არის დადგენილი, მაგრამ არ შეიძლება მისი აბსოლუტური გამორიცხვა ხანგრძლივი გამოყენებისას და დაზიანების დიდ უბანზე წასმისას. ლოკოიდ ლიპოკრემის გამოყენებისას რეკომენდირებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება ლოკოიდ ლიპოკრემის® წასმა პერიორბიტალურ მიდამოში გლაუკომის და სუბკაფსულარული კატარატქის განვითარების რისკის გამო. სიფთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი სახის კანზე, გენიტალურ და თავის თმიან ნაწილზე, რომელიც შედარებით მგრძნობიარეა კორტიკოსტეროიდების მოქმედების მიმართ (მისი გამოყენების ხანგრძლივობა მოცემულ უბნებზე შეძლებისდაგვრად არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს).
ადგილობრივი და სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი იზრდება მისი წასმისას დაზიანების დიდ უბნებზე, ხანგრძლივი გამოყენებისას, ოკლუზიის დროს და საბვშვო ასაკში.
ბაშვებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას სწრაფად ვითარდება. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის გამომუშავების შემცირება. თერაპიის ხანგრძლივი კურსის გამოყენებისას ბავშვებში აუცილებელაია სხეულის მასის, ზრდის და პლაზმის კორტიზოლის დონის კონტროლი.
პრეპარატის ზეგავლენა ავტომანქანის მართვაზე და სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე.
არ არის მონაცემები ლოკოიდ ლიპოკრემის® გავლენასთან დაკავსირებით ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.
ჭარბი დოზირება
მაღალი დოზებით პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ზემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტების გაძლიერება. ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდირებულია პრეპარატის მოხსნა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლოკოიდ ლიპოკრემის® სხვა პრპარტებთან ურთიერთქმედების მონაცემები არ არსებობს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 3 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის წესი რეცეპტის გარეშე).