პრესტარიუმი კომბი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): პერინდოპრილი არგინინი, ინდაპამიდი/PERINDOPRIL  ARGININE; INDAPAMIDE,

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
პერინდოპრილი არგინინი………..     5 მგ
ინდაპამიდი…………………………….            1.25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის ოქსიდი კოლოიდური ჰიდროფობული.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს პერინდოპრილის (აგფ ინჰიბიტორს) და ინდაპამიდის (სულფონამიდის წარმოებულების ჯგუფის დიურეტიკის) შემცველ კომბინირებულ პრეპარატს. ეს ჰიპოტენზიური პრეპარატია, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. პრესტარიუმი კომბი არგინინის  ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია თითოეული კომპონენტის თვისებების შერწყმით.
პრესტარიუმი კომბი არგინინი აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას (სისხლძარღვთა გამაფართოებელი ფაქტორის წარმოების გაზრდა და არტერიულ სისხლძარღვთა შემავიწროებელი ფაქტორების წარმოების შემცირება) და არტერიულ-კაპილარულ მიკროცირკულაციას, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, ამცირებს რიგიდულობას, რასაც თან ახლავს კელასტინ/კოლაგენის თანაფარდობისა და მიკროცირკულაციის ფუნქციონალური წინააღმდეგობის ნორმალიზაცია, ხელს უწყობს თირკმლის დარღვევების (პროტეინურია, გლომერულოსკლეროზი) რეგრესიას.
პრესტარიუმი კომბი არგინინის მიღების ფონზე ხდება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობის ინჰიბირება და მცირდება კალიუმის გამოდევნა, რაც განპირობებულია ინდაპამიდის მოქმედებით.
პრესტარიუმი კომბი არგინინი ახდენს გამოხატულ დოზადამოკიდებულ ჰიპონტეზიურ მოქმედებასროგორ სისტოლურ, ისე დიასტოლურ არტერიულ წნევაზე.
პრეპარატის ჰიპოტენზიური მოქმედება არ არის დამოკიდებული ასაკზე  და ავადმყოფის სხეულის მდგომარეობაზე და გრძელდება 24 საათის განმავლობაში. არტერიული წნევის დაქვეითება ხდება ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში და არ ახლავს ტაქიკარდია.
პრესტარიუმი კომბი არგინინი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას, აუმჯობესებს არტერიების ელასტიურობას, ამცირებს არტერიოლების და პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობას. არ ახდენს გავლენას ლიპიდების  მეტაბოლიზმზე (საერთო ქოლესტერინი, ქოლესტერინი/მსლ და დსლ, ტრიგლიცერიდები), აგრეთვე ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებშიც კი. პერინდოპრილის მოქმედება განპირობებულია მისი მეტაბოლიტის – პერინდოპრილატის აქტივობით.
პერინდოპრილი არგინინი ავლენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას პაციენტების სისხლში რენინის დაბალი და ნორმალური დონით.
პერინდოპრილი არგინინი ამცირებს დატვირთვას გულზე, ვენებზე სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედების შედეგად (პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმის შეცვლის გზით), მცირდება პრედატვირთვა და იკლებს საბოლოო დიასტოლური წნევა; ადგილი აქვს პერიფერიული სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირებას, რასაც პოსტდატვირთვის შემცირებამდე მივყავართ.
პერინდოპრილი ეფექტურია არტერიული ჰიპერტენზიის ნებისმიერი სტადიის დროს: საწყისი, ზომიერი, მძიმე. დიასტოლური და სისტოლური არტერიული წნევის შემცირება ხდება როგორც მწოლიარე, ისე მდგომარე მდგომარეობაში. ჰიპოტენზიური აქტივობის მაქსიმუმი შეინიშნება ერთჯერადი მიღებიდან 4-6 საათში და შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში. აღინიშნება აგფ აქტივობის მაღალი დონე პრეპარატის მიღებიდან 24 საათის შემდეგ -80%.
პრეპარტისადმი მგრძნობიარე ავადმყოფებში არტერიული წნევის ნორმალიზაციას არ ახლავს რეფლექტორული ტაქიკარდია. პრეპარატის მოხსნა არ იწვევს ჰიპოტენზიური რეაქციის განვითარებას.
პერინდოპრილი აღადგენს ძირითადი არტერიების ელასტიურობას. ახდენს რეზისტენტულ არტერიებში ჰისტომორფოლოგიური ცვლილების კორეგირებას და იწვევს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის რეგრესიას. აუცილებლობის შემთხვევაში თიაზიდური დიურეტიკის დანიშვნა იწვევს სინერგიულ რეაქციას. აგფ ინჰიბიტორისა და თიაზიდური დიურეტიკის კომბინაცია ამცირებს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს, რომელიც ახასიათებს დიურეზული პრეპარატების მიღებას.
კლინიკური კვლევების დროს, ავადმყოფებში გულის უკმარისობით, დადგენილი იქნა, რომ პერინდოპრილი იწვევს გულის მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის ავსების წნევის დაქვეითებას, სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირებას, გულის განდევნისა და კარდინალური ინდექსის ზრდას, კუნთებში რეგიონალური სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას. მნიშვნელოვნად უმჯობესდება ფიზიკური დატვირთვის სინჯის შედეგები. 3 კლინიკურ გამოკვლევაში ავადმყოფებში გულის ქრონიკული უკმარისობით, ნაჩვენები იქნა,  რომ პერინდოპრილი არგინინის მიღების საწყის ეტაპზე არტერიული წნევის შემცირება ხდება უფრო ნელა, ვიდრე იმავე ფარმაკოლოგიური კლასის სხვა პრეპარატების მიღებისას და სრულიად შეესაბამება პლაცებოს მოქმედებას.
ინდაპამიდი თიაზიდის მსგავსი დიურეტიკია. მისი მოქმედება დაკავშირებულია ნეფრონის მარყუჟის კორტიკალურ სეგმენტში ნატრიუმის რეაბსორბციის ინჰიბირებასთან, იწვევს ნატრიუმის, ქლორისა და ნაკლები დოზით – კალიუმის  და მაგნიუმის გამოყოფის დოზადამოკიდებულ მატებას, რითაც აძლიერებს დიურეზს.
ინდაპამიდი ამცირებს სისხლძარღვთა ჰიპერაქტივობას ნორადრენალინთან მიმართებაში, პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობას და წინააღმდეგობას არტერიოლებში. ინდაპამიდით მონოთერაპიის დროს აღინიშნება ხანგრძლივი ჰიპოტენზიური ეფექტი – 24 საათის განმავლობაში. ჰიპოტენზიური თვისებები ვლინდება ისეთ დოზებში, რომლებშიც ინდაპამიდისდიურეზული ეფექტი სუსტადაა გამოხატული. ინდაპამიდის ჰიპოტენზიური მოქმედების ეფექტურობა პირდაპირპროპორციულია მისი არტერიების ელასტიურობის გაუმჯობესების, არტერიოლების და პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირების თვისებასთან. ინდაპამიდი ხელს უწყობს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას.
ზღვრულ კონცენტრაციებში თიაზიდური დიურეტიკების, ან სხვა შესაბამისი ნაერთების ჰიპერტენზიული ეფექტურობა აღწევს პლატოს და აღარ იმატებს მაშინ, როცა პრეპარატის გვერდითი მოვლენები უფრო და უფრო გამოხატული ხდება. თუ მკურნალობა არ არის ეფექტური, არაა მართებული პრეპარატის დოზის გაზრდა.
ფარმაკოკინეტიკა:
პერინდოპრილის და ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები კომბინაციის დროს არ იცვლება მათ ცალ-ცალკე გამოყენებასთან შედარებით.
პერინდოპრილი არგინინის ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია და მეტაბოლიზმი: პერორალურად მიღების შემდეგ პერინდოპრილი სწრაფად აბსორბირდება. საშუალოდ აბსორბცია შეადგენს  65-70%-ს პერინდოპრილი ჰიდროლიზდება პერინდოპრილატის წარმოქმნით, რომელიც აგფ ინჰიბიტორს წარმოადგენს. მეტაბოლიზმის სხვა პროდუქტები არააქტიურია. წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა დამოკიდებულია მიღებულ საკვებზე. სისხლის პლაზმაში პერინდოპრილატის Cmax 3-4 საათის შემდეგ მიიღწევა.
განაწილება: პლაზმის ცილებთან პერინდოპრილატის დაკავშირება, ჩვეულებრივ, 30%-ზე ნაკლებია და არ არის დამოკიდებული სისხლში მის კონცენტრაციაზე. პერინდოპრილი არგინინის რეგულარულად მიღებისას, ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზით, პერინდოპრილატის Css სისხლის პლაზმაში საშუალოდ 4 დღე-ღამეში მიიღწევა. პერინდოპრილატის აქტიური დაგროვების ნახევარპერიოდი – დაახლოებით 24 სთ.
აგფ ინჰიბიტორები გადალახავენ პლაცენტარულ ბარიერს.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან ხანდაზმულ პაციენტებში: პერინდოპრილატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შესაძლებელია მნიშვნელოვნად მაღალი იყოს, თუ KK ოდენობა 60 მლ/წთ-ზე ნაკლებია, გარდა ამისა, პრეპარატის გამოყოფა შენელებულია ავადმყოფებში გულის უკმარისობით.
პერინდოპრილი არგინინის კლირენსი დიალიზის დროს შეადგენს 70 მლ/წთ-ს.
პერინდოპრილი არგინინის ფარმაკოკინეტიკა იცვლება ღვიძლის ციროზით დაავადებულ ავადმყოფებში: პერინდოპრილი არგინინის თირკმლის კლირენსი 2-ჯერ მცირდება, თუმცა წარმოქმნილი პერინდოპრილატის კონცენტრაცია არ იცვლება და, შესაბამისად, არ არის საჭირო პრეპარატის დოზის შერჩევა.
ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია: ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ადამიანში სისხლის პლაზმაში Cmax მიიღება პერორალური მიღებიდან 1 საათში.
განაწილება: ინდაპამიდის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 79%-ს. პრეპარატის მეორადი მიღებისას არ ხდება ორგანიზმში მისი დაგროვება.
გამოყოფა: T1/2 შეადგენს 14-24 სთ-ს (საშუალოდ 18 სთ-ს). ძირითადად გამოიყოფა შარდით (მიღებული დოზის 70%) და ფეკალიებით (2%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს: ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით.
ჩვენებები:
ესენციური არტერიული ჰიპერტენზია.
მიღების წესი და დოზირება:
პრესტარიუმი კომბი არგინინი განკუთვნილია შინაგანი მიღებისათვის.
უფროსებს, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით, ენიშნებათ 1 ტაბ/დღე-ღამეში, სასურველია დილის საათებში. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, KK 30მლ/წთ და მეტი, არ არის საჭირო დოზის კორექცია. შესაძლოა ჰიპონატრიემია ჰიპოვოლემიით, რამაც შეიძლება განაპირობოს დეჰიდრატაცია და ორთოსტატული ჰიპოტენზია.
გვერდითი მოვლენები:
პრესტარიუმი კომბი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:
წყალელექტროლიტური ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალიემია ავადმყოფთა 2%-ში.
პერინდოპრილი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:
ცნსის მხრივ: შესაძლებელია თავის ტკივილი, ასთენია, თავბრუსხვევა, გუნება-განწყობის ცვლილებები და/ან ძილის დარღვევა, კრუნჩხვები.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის – ორთოსტატიკური).
სასუნთქი სისტემების მხრივ: შესაძლებელია მშრალი ხველა. ხველით შეტევებს აქვთ პერსისტენტული ხასიათი, მაგრამ სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნისთანავე. ამ სიმპტომის გამოჩენა მიუთითებს პრეპარატის არასასურველ მოქმედებაზე.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, ანორექსია, გულისრევის შეგრძნება, გემოს დარღვევა.
დერმატოლოგიური რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე.
ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპება.
თირკმელის მხრივ: შესაძლებელია შარდოვანას და კრეატინის შემცველების უმნიშვნელო გაზრდა სისხლის პლაზმაში (შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ). ეს ეფექტი შედარებით გამოხატულია თირკმლის არტერიის სტენოზის, არტერიული ჰიპერტენზიის დიურეტიკებით მკურნალობისას და თირკმლის უკმარისობის დროს.
აგფ ინჰიბიტორების გამოყენებამ პაციენტებში გორგლისებური ნეფროპათიით შესაძლებელია განაპირობოს პროტეინურიის განვითარება.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციით, ჰემოდიალიზის შემდეგ აგფ ინჰიბიტორების მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ანემია.
ინდაპამიდის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები, ძირითადად, დოზადამოკიდებული ხასიათისაა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევის შეგრძნება, შეკრულობა, პირის სიმშრალე (ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირების შემდეგ). ცალკეულ შემთხვევებში – ჰეპატიტი. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია თირკმლის ენცეფალოპათიის განვითარება.
ცნსის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად თავბრუსხვევა, ასთენია, პარესთეზია, თავის ტკივილი (ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირების შემდეგ).
დერმატოლოგიური რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჰემორაგიული ვასკულიტი, წითელი მგლურას გამწვავება.
ალერგიული რეაქციები: წინასწარ განწყობილ პაციენტებში – გამოვლინებები კანზე.
წყალ
ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალემია (განსაკუთრებით რისკის ჯგუფის პაციენტებში), ნატრიუმის დონის შემცირება, რასაც თან ახლავს ჰიპოკალიემია, ორგანიზმის დეჰიდრატაცია და ორთოსტატიკური არტერიული ჰიპერტენზია. ქლორის იონების ერთდროულმა დაკარგვამ შესაძლებელია გამოიწვიოს კომპენსატორული მეტაბოლური ალკალოზი. ალკალოზის წარმოქმნის სიხშირე და მისი გამოხატულება უმნიშვნელოა. იშვიათად -კალციუმის დონის მატება.
უკუჩვენებები:
* თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (KK<30 მლ/წთ);
*ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
* ღვიძლისმიერი ენცელფალოპათია;
* ჰიპოკალიემია;
*ორსულობა;
* ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
* აგფ ინჰიბიტორების მიღებით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში;
* მომატებული მგრძნობელობა პერინდოპრილზე;
* მომატებული მგრძნობელობა ინდაპამიდზე და სულფანილამიდურ პრეპარატებზე;
შედარებითი უკუჩვენებები:
* კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან, კალიუმის ან ლითიუმის მარილებთან კომბინაციაში გამოიყენება;
* თირკმლის არტერიების ბილატერალური სტენოზი ან ფუნქციონირების უნარის მქონე ერთადერთი თირკმელი;
* მომატებული კალიუმის დონე სისხლის პლაზმაში.
ორსულობა და ლაქტაცია:
! არ არის რეკომენდირებული პრესტარიუმი კომბი არგინინის მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ორსულობის მე-4 თვემდე. როდესაც ორსულობა დადასტურდება ან დაგეგმილია პაციენტის ორსულობა, აუცილებელია მკურნალობის სასწრაფოდ შეწყვეტა და მკურნალობის ალტერნატიურ კომბინაციაზე გადასვლა.
ავტოტრანსპორტის მართვა
პრესტარიუმი კომბი არგინინი არ მოქმედებს სიფხიზლის ხარისხზე. თუმცა არტერიული წნევის დაქვეითებასთან დაკავშირებით ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა რეაქციები, მაგალითად, თავბრუსხვევა ან სისუსტე. შესაბამისად, შეიძლება დარღვეული იყოს ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვა.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ პრესტარიუმი კომბი არგინინით მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში საჭიროა დეჰიდრატაციის და მარილების დაკარგვის მანიშნებელი კლინიკური ნიშნების სისტემატური კონტროლი. ეს მდგომარეობა შეიძლება წარმოიქმნას დიარეას ან გულისრევის დროს. ასეთ ავადმყოფებში რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს ელექტროლიტების შემცველობა სისხლის პლაზმაში.
◄ დროებითი არტერიული ჰიპოტენზიის დროს არ არის ნაჩვენები მკურნალობის შეწყვეტა. არტერიული წნევის აღდგენის შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება, ამასთან პრეპარატი უნდა დაინიშნოს ნაკლები დოზით ან დაინიშნოს მის კომპონენტთაგან მხოლოდ ერთ-ერთი.
◄ პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინირებული მიღება არ ახდენს კალიუმის  იონების დაკარგვის პრევენციას. როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს, საჭიროა სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: უფრო სავარაუდოა არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომები, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, უძილობა, გუნება-განწყობის ცვალებადობა, პოლიურია ან ოლიგურია, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ანურიაში (ჰიპოვოლემიის შედეგად).
მკურნალობა: პირველადად საჭიროა პრეპარატის სწრაფი გამოყვანა ორგანიზმიდან კუჭის ამორეცხვის ან გააქტივირებული ნახშირის შეყვანის მეშვეობით, შემდეგ – წყალ-ელექტროლიტური ბალანის აღდგენა.
არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანა და ქვედა კიდურების სიმაღლეზე აწევა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იზოტონური მარილხსნარის ინტრავენურად შეყვანა ან სისხლის მოცულობის აღმდგენი ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენება. პერინდოპრილატი – პერინდოპრილის აქტიური ფორმა – შეიძლება გამოყვანილ იქნას ორგანიზმიდან დიალიზის მეშვეობით.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება:
– არასასურველია პრესტარიუმი კომბი არგინინის მიღება ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან და კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან ერთად.
– განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო როდესაც პაციენტი ერთდროულად იღებს პრესტარიუმი კომბი არგინინის და შემდეგ პრეპარატებს: არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო სხვა საშუალებები, პროკაინამიდი;
– ალოპირონოლი, ტერფენადინი ან ასტემოზილი. კორტიკოსტეროიდები; იმუნოდეპრესანტები, მაგალითად ციკლოსპორინი. სიმსივნის სამკურნალო პრეპარატები; ინტრავენური ერითრომიცინი; გალოფანტრინი; პენიტამიდინი; ვინკამინი; ბეპრიდილი; სულტოპრიდი; ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი); დიგოქსინი; ბაკლოფენი; ანტიდიაბეტური საშუალებები – ინსულინი, მეთფორმინი; კალციუმი; საფაღარათო საშუალებები, მაგალითად სენადე; ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგალითად, იბუპროფენი); სალიცილატების მაღალი დოზა (მაგალითად, ასპირინი); ამფოტერიცინი ბ ინტრავენური ინიექციის სახით; ანტიდეპრესანტები; ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები); ტეტრაკოზაკრიდი (კრონის დაავადების მკურნალობისას).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: SERVIER, საფრანგეთი

გაფრთხილება