ჰექსიკონი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ქლორჰექსიდინი / chlorhexidine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა
ქიმიური სახელწოდება
(4-ქლორფენილ)-3,12-დიამინო-2,4,11,13-ტეტრააზატეტრადეკანდიიმიდამიდი (-D-გლუკონატას სახით)
შემადგენლობა
ერთი სუპოზიტორია შეიცავს: 0,016 გ ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატს, პოლიეთილენოქსიდის ფუძეები (პოლიეთილენოქსიდი 1500, პოლიეთილენოქსიდი 400) საკმარისი რაოდენობა სუპოზიტორის მისაღებად მასით 2,94-დან 3,25გ-მდე

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰექსიკონი – ანტისეპტიკური პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის, აქტიურია გრამ-დადებით და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Treponema pallidum, Chlamidia spp., Ureaplasma spp., Neisseria gonorrhoea, Trichomonas vaginalis. პრეპარატის მიმართ მსუბუქად მგრძნობიარეა ზოგიერთი შტამი Pseudomonas spp., Proteus spp., ასევე მდგრადია მჟავა ბაქტერიების მდგრადი ფორმები, ბაქტერიების სპორები, სოკოები, ვირუსები. ფარმაკოკინეტიკა: პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. შემთხვევითი გადაყლაპვის დროს 300 მგ Cmax მიიღწევა 30 წუთის შემდეგ და შეადგენს 0,206მკგ/ლ. ძირითადად გამოიყოფა ფეკალურ მასებთან (90%), 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით

ჩვენებები
ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკა (სიფილისი, გონორეა, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი); მკურნალობა: კოლპიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ვულვის ქავილი.

მიღების წესები და დოზები
მიიღება ინტრავაგინალურად. მიღებამდე სუპოზიტორიას იღებენ კონტურული შეფუთვიდან.
სამკურნალოდ: 1 სუპოზიტორია დღე-ღამეში 3-4-ჯერ 7-20 დღის განმავლობაში დაავადების ხასიათის მიხედვით.
ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკისათვის: 1 სუპოზიტორია არაუგვიანეს 2 საათისა სქესობრივი აქტის შემდეგ

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ქავილი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ჰექსიკონი არ არის შეთავსებადი დეტერგენტებთან, რომლებიც შეიცავენ ანიონის ჯგუფს (საპონინები, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა), ასევე შეუთავსებელია საპონთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 16მგ ვაგინალური სუპოზიტორია #10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: შტადა,  გერმანია

გაფრთხილება