C ჰეპატიტი

C ჰეპატიტი – ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ძირითადად ზიანდება ღვიძლი და ვითარდება მისი ანთება – ჰეპატიტი. დაავადებას იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი – HCV; ვირუსი მცირე ზომის,  სფერული ფორმისაა და შეიცავს გენეტიკურ მასალას რნმ-ის სახით, რომელიც გარსითაა დაფარული.
ვირუსის გენეტიკური ცვალებადობის გამო, ადამიანის ორგანიზმში შეიძლება არსებობდეს HCV დაახლოებით ოთხ ათეულამდე ქვესახე, ერთი გენოტიპის ფარგლებში. C ჰეპატიტის ექვსი გენოტიპი არსებობს. საქართველოში პირველი სამია გავრცელებული. მეორე და მესამე გენოტიპის დროს, ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ, განკურნების ალბათობა 60-80 პროცენტია. პირველი გენოტიპის განკურნების ალბათობა კი ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ  – 40-50 პროცენტი.

არჩილ შენგელია

გადაცემის გზა

C ჰეპატიტი ძირითადად გადაეცემა სისხლით, ასევე სქესობრივი გზით.  სისხლით დაავადება ვრცელდება დაინფიცირებული სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმისას, ასევე სამედიცინო და კოსმეტიკური მანიპულაციების დროს  არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებისას.
C ჰეპატიტის ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს ასევე სქესობრივი გზითაც,  მაგრამ რეალურად ასეთი რამ გაცილებით იშვიათად ხდება; სქესობრივი გზით C ჰეპატიტის  ვირუსით ინფიცირების რისკი მაღალი აქვთ მათ, ვინც ხშირად იცვლის სქესობრივ პარტნიორს.
C ჰეპატიტის სიხშირე განსაკუთრებით მაღალია ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებელთა შორის, რაც დაკავშირებულია საერთო შპრიცთან, რომელსაც ნარკომანები ინტრავენური ინექციისთვის იყენებენ. ოფიციალური მონაცემებით ინტრავენური ნარკომანების დაახლოებით  68%-ს C ჰეპატიტი აქვს.
C ჰეპატიტის ვირუსი შეიძლება გადაეცეს დედიდან  შვილს. დედიდან ნაყოფზე ინფექციის გადაცემის შემთხვევები იშვიათია. დაინფიცირება ძირითადად ხდება სამშობიარო გზებში გავლისას.
C ჰეპატიტი არ გადადის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონტაქტების გზით – ლაპარაკი, ცემინება, ნერწყვი, ასევე საკვები პროდუქტებით ან წყლით. არცთუ იშვიათად C ჰეპატიტის წყაროს ზუსტი მითითება ჭირს.

 გავრცელების სტატისტიკა საქართველოში

ექსპერტთა გათვლებით, საქართველოში დაახლოებით 200000 ადამიანია C ჰეპატიტის ვირუსით  ინფიცირებული, რაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 6,7%-ს შეადგენს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. რაც შეეხება დაავადებულთა  ჯგუფებს, საქართველოში ყველაზე დიდი მაჩვენებელი– 68 % ინექციურ ნარკომანებზე მოდის, 23.3 % –სხვადასხვა ავადმყოფზე, მათ შორის სქესობრივი გზით დაავადებულებზე, 7.6 %– სისხლის დონორებზე.
ვფიქრობთ, ზემოთ მოყვანილი მონაცემები გარკვეულწილად დაკავშირებულია დაავადების გავრცელებისა და სიმძიმის შესახებ მოსახლეობის არასაკმარის ინფორმირებასთან, არსებული მაღალი ფასების გამო დაავადების დიაგნისტირებისა და მკურნალობის ხელმიუწვდომლობასთან, ასევე იმასთან, რომ C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯებს დაზღვევა არ ფარავს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

C ჰეპატიტის დროს ღვიძლის უჯრედების დაზიანება ხდება როგორც თვით ვირუსების მოქმედების შედეგად, ასევე  ორგანიზმის საპასუხო იმუნოლოგიური რეაქციის ზეგავლენით. ადამიანის იმუნური სისტემა ვერ აკონტროლებს საჭირო ანტისხეულების გამომუშავებას, ვინაიდან სანამ გამომუშავდება ერთი სახის ვირუსის ანტისხეულები, უკვე  წარმოიქმნება მათი ახალი თაობა, რომლებსაც განსხვავებული ანტიგენური თვისებებები აქვს.
C ჰეპატიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. მწვავე ჰეპატიტი – ღვიძლში მიმდინარე ანთებითი პროცესია, რომელიც წარმოიქმნება ინფიცირებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში. შემთხვევათა დაახლოებით 70-85%-ში პროცესი  ქრონიკულ მიმდინარეობას იღებს. ქრონიკული C ჰეპატიტი ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებაა, როდესაც ვირუსი რჩება ადამიანის ორგანიზმში. დაავადება  შესაძლოა გაგრძელდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში და გამოიწვიოს ღვიძლის ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ღვიძლის ციროზი ან კიბო.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ქრონიკული C ჰეპატიტი წლების (10-15-20) განმავლობაში მიმდინარეობს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე, ავადმყოფი ვერაფერს გრძნობს და  არ მიმართავს ექიმს. დროთა განმავლობაში ვითარდება ზოგადი სიმპტომები, როგორიცაა: იოლად დაღლა, სისუსტე, დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება  მარჯვენა ფერქვეშა არეში.
C ჰეპატიტების ყველაზე ხშირი და სერიოზული გართულებაა ღვიძლის ფიბროზი და ციროზი. ღვიძლის ციროზისა და ფიბროზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა (ცხიმოვან ცვლის მოშლა) და სხვა.

პრევენცია

დღეისათვის არ არსებობს ვაქცინა С ჰეპატიტის პროფილაქტიკისათვის. იმისათვის რომ შევამციროთ დაინფიცირების რისკი,  თავი უნდა შევიკავოთ ისეთი ქმედებებისაგან, როგორიცაა:

  • არაუსაფრთხო ინექციების ჩატარება;
  • არაუსაფრთხო სისხლის პროდუქტების გადასხმა;
  • საინექციო ინსტრუმენტების ერთობლივი გამოყენება;
  • დაუცველი სექსი ინფიცირებულ ადამიანებთან;
  • სისხლით დაბინძურებული მჭრელი საგნების ერთობლივი მოხმარება;
  • ტატუირების, აკუპუნქტურის და სხვ.  ჩატარება დაბინძურებული ინსტრუმენტებით.

მკურნალობა

თუკი ადამიანი HCV ინფიცირებულია, მან აუცილებლად უნდა  მიიღოს დროული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ჩაიტაროს რეგულარული კონტროლი ღვიძლის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, ასევე, ჩაიტაროს А და В ჰეპატიტების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

მკურნალობის შემაფერხებელი  გარემოებები

ძირითადად არის ის, რომ C  ჰეპატიტის მკურნალობა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოში ძვირი უჯდება პაციენტს. პრეპარატები, რომელიც ამ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება,  არის გენური ინჟინერიით მიღებული; პრეპარატის შექმნა რთული  პროცესია და, შესაბამისად,  პრეპარატის ღირებულებაც  იზრდება. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯებს დაზღვევა არ ფარავს.

C ჰეპატიტით დაავადებულთა სტიგმა-დისკრიმინაცია

ხშირად გაიგონებთ ტერმინებს სტიგმა – დისკრიმინაცია, დასტიგმვა. სტიგმა ძველ რომში მონებისათვის ან დამნაშავეებისათვის დასმულ დაღს ნიშნავდა. დღეს ეს ტერმინი ავადმყოფობით დაღდასმულებს აღნიშნავს და სამწუხაროდ, ავადმყოფების დისკრიმინაციაზეა საუბარი. დისკრიმინაცია სხვადასხვა სტრუქტურებიდანაც შეიძლება მოდიოდეს. რაც შეეხება მოსახლეობიდან დასტიგმვას – იგი შიშიდან მოდის. და თუ ავადმყოფთან თანაარსებობის წესებს გავეცნობით, რომელთა დაცვა არც ისე რთულია, შიში დიდწილად მოიხსნება.

C ჰეპატიტის პროგნოზი

მიუხედავად იმისა, რომ C ჰეპატიტის დროს აუცილებელია გარკვეული კორექტივების შეტანა ცხოვრების  წესში, ადამიანს შეუძლია გააგრძელოს აქტიური ცხოვრება – იმუშაოს, იყოლიოს შვილები და ა. შ.  აუცილებელია უარის თქმა ალკოჰოლზე, რეკომენდებულია დიეტის დაცვა, ასევე ელემენტარული წესების  ცოდნა და დაცვა; აუცილებელია ახლობელი ადამიანებისა და ექიმების სრული ინფორმირება არსებული დაავადების შესახებ.
თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით, C ჰეპატიტი ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას, საჭიროა მხოლოდ დაავადების  დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა.

C ჰეპატიტი – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🧬 C ჰეპატიტი – ინფექციური დაავადება, რომლის დროსაც ძირითადად ზიანდება ღვიძლი და ვითარდება მისი ანთება – ჰეპატიტი.
🔴 C ჰეპატიტის გადაცემის გზები:
🩸 სისხლი – დაავადება ვრცელდება დაინფიცირებული სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმისას, ასევე სამედიცინო და კოსმეტიკური მანიპულაციების დროს არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებისას;
👩‍❤️‍💋‍👨 სქესობრივი კავშირი – C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების რისკი მაღალი აქვთ მათ, ვინც ხშირად იცვლის სქესობრივ პარტნიორს
💉 ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება – ამ გზით C ჰეპატიტის გადაცემა დაკავშირებულია საერთო შპრიცთან, რომელსაც ნარკომანები ინტრავენური ინექციისთვის იყენებენ.
🤰 დედიდან ნაყოფზე გადაცემა – დაინფიცირება ძირითადად ხდება სამშობიარო გზებში გავლისას.
💬 დაინტერესდით?
✅ გაიგეთ მეტი C ჰეპატიტის შესახებ ჩვენი საიტიდან – https://bit.ly/3yxunWu
#ჰეპატიტი #Cჰეპატიტი #Cჰეპატიტისსიმპტომები #Cჰეპატიტისრისკფაქტორები #Cჰეპატიტისგადაცემისგზები #Cჰეპატიტისგადადებისგზები #რაარისCჰეპატიტი #ღვიძლისანთება #ინფიცირებულისამედიცინოხელსაწყოებისგამოყენება #Cჰეპატიტისფორმები #Cჰეპატიტისსტატისტიკა #Cჰეპატიტისპრევენცია #Cჰეპატიტისსკრინინგი #Cჰეპატიტისპროგნოზი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში :1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

 

______________________________________________________________

ბმები

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!