აშერმანის სინდრომი

აშერმანის სინდრომი (j. G Asherman თანამედროვე გინეკოლოგი, სინონიმი: საშვილოსნოსშიდა სინექიები, ტრავმული ამენორეა) – მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, რომელიც განპირობებულია საშვილოსნოსშიდა სინექიებით (შეხორცებებით).

ეტიოლოგია, პათოგენეზი

საშვილოსნოსშიდა სინექიები წარმოიქმნება საშვილოსნოს ლორწოვანის ტრავმატიზაციის შედეგად, რაც ყველაზე ხშირად აღინიშნება ორსულობის ხელოვნური ინსტრუმენტული შეწყვეტის, მშობიარობისშემდგომი საშვილოსნოს გამოფხეკის დროს;
უფრო იშვიათად –  არაორსული საშვილოსნოს გამოფხეკისას, საშვილოსნოსშიდა სისხლდენებისა და ენდომეტრიუმის პოლიპების გამო.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


შეხორცებები საშვილოსნოს წინა და უკანა კედელს შორის იწვევს დეფორმაციას, ხშირად საშვილოსნოს ღრუს ობლიტერაციას.  ენდომეტრიუმი განიცდის ატროფიულ ცვლილებებს. ვითარდება მეორადი ამენორეა და უნაყოფობა. ამ სიმპტომების გამოვლენა იმ ქალებში, რომლებმაც გადაიტანეს ინსტრუმენტული ჩარევა საშვილოსნოს ღრუში, გვაძლევს აშერმანის სინდრომის არსებობის ვარაუდის საფუძველს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

დამახასიათებელია ესტროგენისა და პროგესტერონის უარყოფითი სინჯი: მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის არარსებობა ესტროგენის დანიშვნისას 4-5 დღის განმავლობაში (მაგალითად, ეთილესტრადიოლი (მიკროფოლინი) 0,05 მგ 2-ჯერ დღეში სუბლინგვურად) და პროგესტერონის შემდგომი შეყვანისას  6 დღის განმავლობაში (1 მლ 1% ხსნარი ყოველდღიურად კუნთში).

დიაგნოსტიკა

აშერმანის სინდრომის დიაგნოზს ადასტურებს ჰისტეროსკოპიის და (ან) ჰისტეროგრაფიის მონაცემებიც: საშვილოსნოსშიდა სინექიების, საშვილოსნოს ღრუს ობლიტერაციისა და დეფორმაციის გამოვლენა.

პროგნოზი

მენსტრუალური ციკლისა და რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენის მხრივ, პროგნოზი კეთილსაიმედოა. ორსულობის დადგომისას მაღალია თვითნებური აბორტის, არაპროგრესირებადი ორსულობისა და პლაცენტის მჭიდრო მიმაგრების  განვითარების რისკი.

პროფილაქტიკა

საშვილოსნოს ღრუში ინსტრუმენტული ჩარევების შეზღუდვა  და ამ პროცედურების ფრთხილად განხორციელება (განსაკუთრების ორსულებში და ორსულობის შემდგომ) და ენდომეტრიუმის პოლიპების მოცილება მხოლოდ ჰისტეროსკოპიის კონტროლის ქვეშ.


აშერმანის სინდრომილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 აშერმანის სინდრომი – მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, რომელიც განპირობებულია საშვილოსნოსშიდა სინექიებით (შეხორცებებით)
⭕️ საშვილოსნოსშიდა სინექიები წარმოიქმნება საშვილოსნოს ლორწოვანის ტრავმატიზაციის შედეგად, რაც ყველაზე ხშირად აღინიშნება ორსულობის ხელოვნური ინსტრუმენტული შეწყვეტის, მშობიარობისშემდგომი საშვილოსნოს გამოფხეკის დროს;
🩸 ენდომეტრიუმი განიცდის ატროფიულ ცვლილებებს. ვითარდება მეორადი ამენორეა და უნაყოფობა.
🧪 დამახასიათებელია ესტროგენისა და პროგესტერონის უარყოფითი სინჯი: მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის არარსებობა ესტროგენის დანიშვნისას 4-5 დღის განმავლობაში;
🔬 აშერმანის სინდრომის დიაგნოზს ადასტურებს ჰისტეროსკოპიის და (ან) ჰისტეროგრაფიის მონაცემები
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3YrL9Ax
#აშერმანისსინდრომი #რაარისაშერმანისსინდრომი #აშერმანისსინდრომისნიშნები #აშერმანისსინდრომისსიმპტომები #აშერმანისსინდრომისდიაგნოსტიკა #აშერმანისსინდრომისპროგნოზი #აშერმანისსინდრომისმკურნალობა #მენსტრუაციისდარღვევა #მუცლისტკივილი #მენჯისტკივილი #რეტროგრადულიმენსტრუაცია #აბორტი #თვითნებურიაბორტი #მუცლისმოშლა #ამენორეა #უნაყოფობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.