მინერალური წყლების გამოყენება სამკურნალოდ

წყალი

მინერალური წყლები არის მიწისქვეშა (ზოგჯერ ზედაპირული) წყლები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალებს (იშვიათად ორგანულ) კომპონენტებს და აქვს განსაკუთრებული ფიზიკურ–ქიმიური თვისებები (ტემპერატურა, რადიოაქტიურობა და სხვა.). მინერალური წყლების თვისებები ადამიანის ორგანიზმზე სამკურნალო გავლენას ახდენს, რის გამოც მათ სამკურნალო საშუალებად იყენებენ.

სამკურნალო მიზნით ბუნებრივ ძალთა გამოყენებას მედიცინაში ფიზიოთერაპიას უწოდებენ. (ფიზის” ბერძნულად ნიშნავს ბუნებას,  თერპეო” – მკურნალობას. ).

მინერალური წყლების გამოყენებას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ბალნეოთერაპია ეწოდება. სამკურნალო წყალი შეიძლება ეწოდოს ისეთ წყალს, რომელიც მინერალებს შეიცავს ერთ ლიტრ წყალზე არა ნაკლებ 1გრ.–ისა ან შეიძლება იგი 1გრ.–ზე ნაკლებიც იყოს. ამ შენთხვევაში, ეს მინერალური წყალი მძაფრად მოქმედი უნდა იყოს ან მაღალი ტემპერატურით ხასიათდებოდეს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციული და მოტორიული ფუნქციის გაძლიერების მიზნით, მიზანშეწონილია მინერალური წყლის მიღება. ყაბზობისაკენ მიდრეკილებისას რეკომენდირებულია ცივი, მინერალური წყლების მიღება. ჰიპოსეკრეციული მდგომარეობების დროს სასმელი მინერალური წყლები აუცილებლად ინიშნება ჭამის წინ, ან ჭამის შემდეგ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიღებული მინერალური წყლის რაოდენობას.

მინერალური წყლების სუსტი, მცირე და საშუალო მინერალიზაციისას, ერთჯერადად მიღებული მინერალური წყლის რაოდენობა, ძირითადად, 180-250 მლ-ია. მინერალური წყლის 3-4 ჯერადი მიღებისას, სადღეღამისო დოზა არის 540-1000 მლ. ნაკლები რაოდენობა ინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ღვიძლის და თირკმლების დაავადების დროს, მიღებული სითხის რაოდენობა იზრდება 1200-1500 მლ-მდე. მინერალური წყლების მიღების კურსი შეადგენს 20-25 დღე. აღსანიშნავია საქართველოში არსებული მინერალური წყლები  ,,ვაჟას წყარო”,  ,,ლუგელა”,  ,,სქური”,  ,,უწერა”,  ,,ყაზბეგი”, ასევე ტყვარჩელისა და სხვა საბადოთა თერმული წყლები, წყალტუბოს სამკურნალო წყლები, ჯავის მინერალური წყლის საბადო,  ,,ბორჯომი”,  ,,ნაბეღლავი”, ,,საირმე”,  ,,ზვარე”, თბილისის სამკურნალო წყალი, ნუნისისა და მახინჯაურის სამკურნალო წყლები და სხვ.,  ,,ცაიში”,  ,,ჯავა” ,,ძაუ”,  ,,ლაშიჭალა”,  ,,ლებარდე”,  ,,მახინჯაური”,  ,,ვარძია”,  ,,სულორი”,  ,,შოვი”,  ,,ლიკანი”,  ,,ავადჰარა” ვარძია–ნაქალაქევისა და ბოლნისის წყლები და სხვ. მოამზადა გიოგი ზედგინიძემ

აღებულია საიტიდან: http://ekofact.com/2012/07/03/სასმელი-მინერალური-წყლებ/