მენჯი, მინერალური წყალი

წყალი

მენჯის მინერალური წყალი  გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალია. მენჯის წყალს იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.

მენჯი, ბალნეოლოგიური კურორტია  სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცივის ხეობაში, ზღვის დონიდან 29 მ. მენჯ ჰავა სუბტროპიკულია, რბილი, იცის რბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,2°C), ძლიერ თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,0°C), შეფარდებითი სინოტივე -73%; ნალექების წლიური რაოდენობა — 1480 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 2160 სთ წელიწადში.  სეზონი — მთელი წელი.