ანოსმია

ყნოსვის დაკარგვა (ანოსმია)

 ყნოსვის დაკარგვა შესაძლებელია გამოწვეული იყოს მრავალფეროვანი მიზეზებით, და ის რაც აშკარად ჩანს ყოველთვის არ წარმოადგენს რეალურ მიზეზს. პირველ რიგში აუცილებებია დადგინდეს არსებობს თუ არა ყნოსვის პრობლემები სინამდვილეში.  ამისათვის ყურადღება უნდა მიექცეს სუნებს. თუ ადამიანმა დაიწყო იმის შემჩნევა, რომ ვერ გრძნობს სუნებს, რომელზეც საუბრობენ სხვა ადამიანები, თუ ის სუნი რომელსაც შეიგრძნობს არ შეესაბამება რეალურს, მაშინ აუცილებელია მიმართვა ექიმთან – ოტოლარინგოლოგთან.

ყნოსვის დაკარგვა, ისევე როგორც გემოვნების დაკარგვა – ადამიანისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბევრი ადამიანისათვის ეს შეგრძნებები წარმოადგენენ ფუნდამენტურს, რადგან მათი სამუშაო პირდაპირ კარვშირშია ამ შეგრძნებებთან, მაგალითად, მზარეულები, მეღვინეები, პარფიუმერები, დეგუსტატორები და ასე შემდეგ.

ყნოსვის დაკარგვა, ისევე როგორც გემოვნების, ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ეს გრძნობები ხშირად გვაფრთხილებენ საშიშროების არსებობის შესახებ და მათი დაკარგვისას ადამიანი ხდება უძლური ძალიან ბევრ სიტუაციაში. გემოს შეგრძნება პირდაპირ არის დაკავშირებული ყნოსვასთან. რომელიმე საკვების დაგემოვნებისას მისი სუნის შეგრძნების გარეშე შეიძლება გავცეთ პასუხი მხოლოდ კითხვებზე მწარეა ის თუ ტკბილი, მარილიანი თუ მლაშე, მაგრამ უფრო სრული დახასიათება შეუძლებელია.

უფრო ხშირად გემოვნების და ყნოსვის დარღვევა ვითარდება ერთდროულად. ენაზე განთავსებული რეცეპტორებით ადამიანი ადგენს ბაზისურ გემოს: მწარე, მარილიანი, მლაშე, ტკბილი; ენა ასევე ადგენს ნივთის და ჰაერის ფიზიკურ კონსისტენციას და ტემპერატურას. ცხვირის ლორწოვან გარსზე განლაგებული რეცეპრორები იძლევიან საშუალებას დადგინდეს ჰაერის სისუფთავე, მისი ტემპერატურა, სიცივე და სითბო, და ასევე ჰაერში არსებული სუნების  ქიმიური მახასიათებლები. არომატების ან გემოვნებითი შეგრძნებების სრული კომპლექტის სუმაცია ხდება ტვინის მიერ როგორც ენიზე ისევე ცხვირის ლორწოვანზე არსებული  რეცეპტორებიდან მისული ინფორმაციის საფუძველზე.

ყნოსვის დაკარგვა სამედიცინო ტერმინოლოგიაში ჟღერს როგორც ანოსმია. ყველაზე ხშირად გემოვნების ან ყნოსვის დარღვევები დაკავშირებულია ანთებით დაავადებებთან ან ვირუსულ პროცესებტან ცხვირხახაში და ასევე ალერგიულ რეაქციებთან. როდესაც მიზეზი ალაგდება ბრუნდება შეგრძნებებიც. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირის პოლიპები, კბილის დაავადებები, თანდაყოლილი ფაქტორები, ცხვირის ან ყბის მექანიკური დაზიანება, სამკურნალწამლო პრეპარატების მიღება. ასაკთან ერთად  მხედველობის და სმენის გაუარესების გარდა, ასევე იცვლება ყნოსვაც და გემოვნების შეგრძნებებიც.

 გემოვნების და ყნოსვის დაკარგვა შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის დაავადებების, დიაბეტის და სხვა პათოლოგიების დროს. სიტუაციის გამოსასწორებლად, პირველ რიგში აუცილებელია დაავადების მიზეზის გამოსავლენად პაციენტის გულდასმით გამოკვლევა. მკურნალობა ეყრდნობა პირველადი მიზეზის  კუპირებას.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ანოსმია – (ბერძნ. an – უარყოფის ნაწილაკი და osme – სუნი), ყნოსვის უქონლობა. ანოსმია და ჰიპოსმია (ყნოსვის დაქვეითება) უმეტესად ვითარდება ცხვირის ღრუში პათოლოგიური ცვლილებების (სურდო, პოლიპები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, სიმსივნე და ა. შ.) შედეგად, უფრო იშვიათად იწვევს ყნოსვის ანალიზატორის ცენტრალური და პერიფერიული ნაწილების ან ყნოსვის ცენტრის დაზიანება (სიმსივნე, ტრავმა), ინტოქსიკაცია, ინფექციური დაავადებები და სხვ. სიბერის ანოსმია ყნოსვის ნერვის ატროფიის,ზოგჯერ კი კლიმაქსის შედეგია. თანდაყოლილი ანოსმია იშვიათია. [“1”]

.