გამარტომა

გამარტომა

ფილტვის გამარტომა დიზემბრიონალურ წარმონაქმნს წარმოადგენს, რომელიც ბრონქული კედლისა და ფილტვის პარენქიმის ელემენტებისგან შედგება. ანომალია პიველად აღწერეს 1904 წელს. >>>>

ჩვეულებრივ ეს არის 0,5-დან 5 სმ-მდე ზომის, ამობურცული ზედაპირის მქონე, მკვრივი მომრგვალო წარმონაქმნები. გამარტომას არ ახასიათებს პროგრესირებადი ზრდა, თუმცა ზოგ შემთხვევაში აღინიშნება სიმსივნის ზომაში ნელი ზრდის ტენდენცია. გამარტომის მალიგნიზაცია კაზუისტიკური იშვიათობაა.

ფილტვის გამარტომა – პათოგენეზი. პათოლოგიური ანატომია.

ძირითადად გამარტომის შემადგენლობაში აღინიშნება ხრტილოვანი ქსოვილი (გამარტოქონდრომა ან ქონდროგამარტომა), იშვიათია დიდი რაოდენობით სხვა ქსოვილების შემცველი გამარტომები, მაგ. ცხიმოვანი (ლიპოგამარტოქონდრომები), ფიბროზული(ფიბროგამარტომა, ფიბროგამარტოქონდრომა) და ა.შ. ზოგჯერ ამ შემთხვევაში საუბრობენ ფილტვის ტერატომის შესახებ.

გამარტომა, როგორც წესი, განლაგებულია ფილტვის პარენქიმის სისქეში, ვისცერალური პლევრის სიახლოვეში და თავისი მცირე ზომების გამო ის არანაირად არ მოქმედებს ფილტვების ფუნქციაზე. იშვიათია მისი ლოკალიზაცია სეგმენტარულ ან სუბსეგმენტარული ბრონქების ზედაპირზე დ ამ შემთხვევაში ის გამოიწვევს ჰიპოვენტილაციას ან ატელექტაზას, შემდგომი პნევმონიის განვითარებით.

გამარტომის სიმპტომები:

გამარტომების უმეტესობა მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე და მხოლოდ იშვიათად რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ფილტვში მრგვალი ჩრდილის აღმოჩენა იწვევს ავადმყოფის და ექიმის წუხილს. ენდობრონქიალური გამარტომამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქიალური გამავლობის დარღვევა და მასთან დაკავშირებული ფილტვის შესაბამისი ნაწილის ჰიპოვენტილაცია. ორივე შემთხვევაში აუცილებელია ფილტვის კიბოსთან დიფერენციალური დიაგნოსტიკა.

გამარტომის ძირითადი რენტგენოლოგიური ნიშანია მისი კონტურების სიმკვეთრე და ზომების შენარჩუნება, განმეორებითი გამოკვლევისას ზრდის შეუცვლელობა.ზოგ შემთხვევაში გამარტომის ჩრდილის ფონზე ვლინდება კეროვანი კალციფიკაციები. დიაგნოზის დაზუსტება შესაძლებელია  პუნქციური ბიოფსიით, ხოლო ენდობრონქიალური გამარტომის დროს-ბრონქოსკოპიით და ბიოფსიით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები