ჰიგრომა

ჰიგრომა

ჰიგრომა (ბერძნულიდან  Hygroma; Hygros თხევადი + oma ) – სეროზულ-ლორწოვანი ან სეროზულ ფიბროზული სითხის გროვა სასახსრე პარკში. ხშირად ქვემწვავე ტენდოვაგინიტის ან ბურსიტის შედეგია. პათოგენეზში მნიშვნელოვანია სასახსრე პარკის ზედაპირული მდებარეობა და მათი ხშირი ტრავმირება, ჩვეულებრივ დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან. >>>>

დათვალიერების და პალპაციისას აღინიშნება 1დან 5 სმ-მდე რბილი, ელასტიკური კონსისტენციის მომრგვალო წარმონაქმნი, გლუვი ზედაპირით, ოდნავ მტკივნეული, რომელიც გადაადგილდება მყესთან ერთად. ჰიგრომის დროს კანი ხშირად უხეში და გასქელებულია. ანთებითი პროცესის გამწვავებისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპერემია. როგორც წესი,  ჰიგრომა ზომაში ნელა იზრდება და დასაწყისში ავადმყოფს იშვიათად აწუხებს.

განვითარების ეტაპიდან გამომდინარე, ავადმყოფები უჩივიან მის მიდამოში ყრუ ტკივილს რომელიც მწვავდება კიდურების მოძრაობისას. გართულება შეიძლება იყოს ჩირქოვანი ტენდოვაგინიტი.

მკურნალობის ღონისძიებების ხასიათი შეირჩევა ძირითადად წარმონაქმნის ზომებიდან გამომდინარე. ჰიგრომის მცირე ზომების დროს ტარდება კონსერვატული მკურნალობა:

ულტრაიისფერი გამოსხივება, პარაფინური აპლიკაციები და სხვა. ჰიგრომის დიდი ზომებისას, რომელიც მოქმედებს სახსრის ფუნქციაზე, გამოიყენება ოპერაციული ჩარევა – ჰიგრომის ამოკვეთა.

ჰიგრომა – პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა მიმართულია სახსრისა და მყესების ქსოვილების ტრავმისა და ზეწოლითი ფაქტორების აღსაკვეთად.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები