თორღვას აბანო

თორღვას აბანოს სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ შესაბამისი  გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში ან ფეის-ჯგუფში “საქართველოს კურორტები” ( აუცილებელია გაწევრიანდეთ მითითებულ ჯგუფში) >>> 

თორღვას აბანო – ადმინისტრაციული მდებარეობა – თელავის რაიონი. გეოგრაფიული მდება – რეობა – დიდი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთი ფერდობი, მდ. სტორის ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1800-1850 მ. რელიეფი – მთაგორიანი. კლიმატი – საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, მდგრადი, არამაღალი თოვლის საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა –50C. ზაფხული ზომიერად თბილი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 14,80C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1400 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 55%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2400-2500 საათი
თორღვას აბანო – ფლორა – წიწვოვანი (კავკასიური ნაძვი, სოჭი) ტყეები
თორღვას აბანო – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და სუსტად სულფიდური, ქლორიდულ-კარბონატულ–ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, გოგირდწყალბადის, კაჟმჟავას შემცველობით, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,6 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები თორღვას აბანოში: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია ….. >> საქართველოს კურორტები

.

.