კვალითი

კვალითის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ შესაბამისი  გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში ან ფეის-ჯგუფში “საქართველოს კურორტები” ( აუცილებელია გაწევრიანდეთ მითითებულ ჯგუფში) >>> 

კვალითი – ადმინისტრაციული მდებარეობა – ზესტაფონის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მდ. ყვირილას ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 260-360 მ. რელიეფი – გორაკ-ბორცვიანი
კლიმატი – სუბტროპიკული. ზამთარი რბილი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,70C. ზაფხული თბილი, ზომიერად ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,90C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1150-1250 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 73%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2276-2388 საათი
კვალითი – ფლორა -– ფართოფოთლოვანი ხეების (მუხა, წიფელი, რცხილა და სხვ.) ნარგავები
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: სუსტად სულფიდური, ჰიდრო – კარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,5 გ/დმ3 და აზოტიანი, სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატულ-სულფატური, მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,6-2,0 გ/დმ3
კვალითი – მკურნალობის სახეობა – მინერალური წყლის აბაზანები.  ….. >> საქართველოს კურორტები

.

.