ესტროგენის დეფიციტი

ესტროგენის დეფიციტი

ესტროგენის დეფიციტმა ქალის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები დაწყებული პირველი მენსტრუაციიდან,  რომელიც გოგონებს სხვადასხვა ასაკში ეწყებათ, დამთავრებული მენოპაუზამდე. ზუსტად 40 wლის ასაკში ქალის ორგანიზმში ქვეითდება ესტროგენის შემცველობა და ვითარდება ესტროგენის ნაკლებობა. ის თამაშობს არამხოლოდ ქალის ორგანიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს, ასევე გააჩნია სხვა ფუნქციებიც.

მაგალითად ესტროგენი პასუხისმგებელია ქალის გულის სწორ რიტმზე. ესტროგენის დეფიციტის დროს  შესაძლოა დაირღვეს  გულის რიტმი და განვითარდეს არითმიები.  ესტროგენის რაოდენობის დაქვეითება შესაძლებელია ერთადერთი მიზეზით. 40 წლის ბოლოს ქალის ორგანიზმში კლებულობს კვერცხუჯრედები რაოდენობა. ამიტომ ვითარდება ამ ჰორმონის უკმარისობა. თავიდან ორგანიზმი ცდილობს ჰიპოფიზში გამომუშავებული ფოლიკულმასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონების წყალობით საკვერცხეებში განაახლოს ესტროგენების აქტიური გამომუშავება. მაგრამ ეს მცდელობები როგორც წესი არასაკმარისია და ესტროგენის რაოდენობა მკვეთრად კლებულობს. ვითრდება ესტროგენის დეფიციტი.  ეს ცვლილებები ხდება 40-50 წლებს შორის პერიოდში, რომელიც ვლინდება ოფლიანობით, ცხელების ეპიზოდებით, აგზნებადობით, თავის ტკივილებით და ა.შ.

ამ სიმპტომების გამოვლენა მიუთითებს ქალის ფუნქციების დაქვეითებაზე და განაყოფიერების უნარის დაკარგვაზე. ამ ცვლილებებთან ერთად იწყება ასევე დაბერების პროცესის  გამშვები მთელი კომპლექსები. ესტროგენის დეფიციტი  გავლენას ახდენს ორგანიზმის სითხის შემცველობაზე,კერძოდ იწვევს  ამ უკანასკნელის დაქვეითებას, რასაც მივყავართ ორგანიზმში წყლალ-მარილოვან დისბალანსამდე. ამ პროცესების წყალობით ქალის კანი ხდება მშრალი, ქვეითდება ელასტიურობ. ტონუსის დაკარგვასთან ერთად( ვითარდება ცელულიტი და ნაოჭები) ასევე შეიძლება გაჩნდეს აკნე და ეროზიები.  ორგანიზმის გამოშრობა ყველაზე რთულად  ვლინდება ლორწოვან გარსებზე (პირის ღრუ, საშო, რასაც მივყავართ შარდის შეუკავებელ გამოყოფამდე.)

ძვლების სიმკვრივეზე პასუხისმგებელია ესტროგენის წარმოებული ჰორმონი ესტრადიოლი. ესტროგენის დეფიციტის დროს  მისი შემცირებული გამოყოფის შედეგად ორგანიზმის ჩონჩხი იწყებს რღვევას. ამ დაავადება წოდება ოსტეოპოროზი, ძვლების სიმყიფე.  მაგრამ ესტოგენის დეფიციტი ყოველთვის არ იწვევს ოსტეოპოროზის განვითარებას. საჭიროა დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორები: მოძრაობის დაქვეითება, ორგანიზმის კალციუმით არასაკმარისი  გამდიდრება.   ესტროგენი პასუხისმგებელია ქოლესტერინი გამომუშავებაზე, რომელიც არეგულირებს სისხლში ცხიმების განაწილებას,  რომლის ცვლის  დარღვევაც იწვევს სისხლში ცხიმების მომატებას და სხვადასხვა დაავადებების  მათ შორის სისხლძარღვების კალცინოზი განვითარებას.

 ესტროგენის დეფიციტს მენოპაუზის დროს ყოველთვის თან ახლავს  ძლიერი დისკომფორტის შეგრძნება. ამის თავიდან ასაცილებლად მენოპაუზის  დადგომამდე ქალის ორგანიზმში იღებენ რამოდენიმე ანალიზს მაგალითად აკეთებენ მენსტრულური სისხლისა და ოვულაციიდან მე3 დღეს ნერწყვის  ანალიზს. თუ ანალიზებში აღმოჩნდება ესტროგენის დაქვითებული რაოდენობა, მაშინ ნიშნავენ ჰორმონომარეგულირებელ და ჰორმონ ჩამნაცვლებელ თერაპიას, რომლის გარეშეც ქალის ორგანიზმში დაიწყება რიგი დაავადებები მათ შორის ანორექსია , ჰიპოფიზის პრობლემები და ა.შ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..