ვანადიუმის დეფიციტი

ვანდიუმის დეფიციტი

რა არის ვანდიუმის დეფიციტი (უკმარისობა)?

ვანდიუმი არის მიკროელემენტი, რომელიც საჭიროა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, კუნთოვანი სისტემების მუშაობისთვის. ვანდიუმი მონაწილეობს ასევე ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნაში და ნახშირწყლების ცვლის რეგულაციაში.

პათოგენეზი (რა ხდება?) ვანდიუმის დეფიციტის (უკმარისობის) დროს

ვანდიუმი ორგანიზმში ყველაგან გვხვდება, ყველაზე მეტად მას შეიცავს ძვლოვანი ქსოვილი, ასევე გვხვდება გულის კუნთში, კუნთოვან ქსოვილში, ელენთაში, ფარისებრ ჯირკვალში, ფილტვებში და თირკმელებში. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდის საშუალებით.

ვანდიუმის მოქმედებას ზრდის ქრომი და ზოგიერთი ცილა.

იმისდა მიუხედავად რომ საშუალო ასაკის ადამიანის ორგანიზმში ვანდიუმის შემცველობა მხოლოდ 0,10მგ-ია, ის ასრულებს ძალზედ მნიშვნელოვან ფუნქციებს:

  • არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას (აქვეითებს გულ-სისხლძარღვთ დაავადებებისა და ჰიპერტონიის განვითარების რისკს)
  • აფერხებს ათეროსკლეროზიგანვითარებას (ღვიძლის უჯრედებში ამცირებს ქოლესტერინი გამომუშავებას)
  • მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში (ხელს უწყობს კალციუმის მარილების დაგროვებას ძვლებში, მონაწილეობს კბილების ფორმირებაში და ზრდის მათ გამძლეობას კარიესისადმი.)
  • მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში (ვანდიუმი იმეორებს   ინსულინის ბევრ ეფექტს)
  • მონაწილეობს ნატრიუმის ტუმბოს უჯრედული რეგულაციის მექანიზმში (ამცირებს შეშუპებას)
  • არეგულირებს ნერვული და კუნთოვანი ქსოვილების მუშაობას.
  • არის მრავალი ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების კატალიზატორი
  • გავლენას ახდენს თვალის, ღვიძლის, თირკმლის ზოგიერთ ფუნქციაზე

არეგულირებს გლუკოზასა და ჰემოგლობინის დონეს სისხლში

  • აქვეითებს A Q კოენზიმების დონეს.

ვანდიუმის დღე-ღამური მოთხოვნილება

ვანდიუმის დღე-ღამური მოთხოვნიულება მოზრდილი ადამიანისთვის შეადგენს 10-25 მკგ-ს.

ვანდიუმის დეფიციტის (უკმარისობის) სიმპტომები

ვანდიუმის დეფიციტს შეიძლება თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:

  • ქოლესტერინიდონის დაქვეითება
    • ტრიგლიცერიდების დონის მომატება
    • ფოსფოლიპიდების დონის მომატება

რაც იწვევს ისეთი დაავადების განითარების რისკის მომატებას როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და ათეროსკლეროზი.

ვანდიუმი დიდი დოზებში  ტოქსიურად მოქმედებს ორგანიზმზე. მისი დოზა 2-4მგ ითვლება ლეტალურად.  ვანდიუმის 10მგ-ზე მეტი ყოველდღიურ და რეგულარულ დიდი ხნით მოხმარებას თან ახლავს ტოქსიური მოქმედებები. ვანდიუმის პერედოზირების ძირითადი სიმპტომები:

  • კანის და ლორწოვანი გარსების ანთებითი რეაქციები
  • ორგანიზმში ვიტამინი C შემცველობის  დაქვეითება
  • სასუნთქი გზების დაავადებბეის რისკის გაზრდა
  • სიმსივნეების განვითარების რისკის ზრდა

გასათვალისწინებელია რომ ზოგიერთი ნივთიერებები ზრდიან ვანდიუმის ტოქსიურ ეფექტებს ასეთებია:  ასკორბინის მჟავა, ქრომი, რკინა, ალუმინის ქლორიდი და ჰიდროქსილი.

ვანდიუმის დეფიციტის (უკმარისობის) დიაგნოსტიკა

ვანდიუმის შემცველობას ორგანიზმში იკვლევენ სისხლისა და შარდიში. სისხლის პლაზმაში ვანდიუმის შემცველობაა 0.015-1,0 მკგ/ლ, შარდში- 0.2-1,0 მკგ/ლ. ვანდიუმით ინტოქსიკაციის დასადგენად საზღვრავენ ცისტეინს სისხლსა და შარდში.

ვანდიუმის დეფიციტის (უკმარისობის) მკურნალობა

ვანდიუმის წყაროები:

მცენარეული:

მარცვლოვანები, სოიო, ლობიო, ბრინჯი,  კამა, მცენარეული ზეთი, კარტოფილი, ოხრახუში, შავი პილპილი, სოკო, ზეთისხილი,

ცხოველური წარმოშობის:

ზღვის თევზი და მოლუსკები,  ცხიმიანი ხორცი, ღვიძლი

ვანდიუმის გარკვეული რაოდენობა ორგანიზმში აღწევს წყლის საშუალებით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..