კანის კიბოსწინარე დაავადებები
– მზის კერატოზი
– პიგმენტური ქსეროდერმა
კანის კიბოსწინარე დაავადებები – კლასიფიკაცია
გამოყოფენ კანის კიბოსწინარე მდგომარეობის ორ ჯგუფს:
1. ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებები-ლევანდოვსკო-ლიუცის ვერუციფორმული ეპიდერმოდისპლაზია, ბოვენოიდური პაპულოზი, ბუშკე-ლევენშტეინის გიგანტური კონდილომა;
2. რადიაციით გამოწვეული და დაავადებები, რომელიც განპირობებულია ულტრაიისფერი სხივების მიმართ თანდაყოლილი მაღალი მგრძნობელობით-პიგმენტური ქსეროდერმა, აქტინური კერატოზი, რადიაციური დერმატიტი;
3. შიდაეპიდერმული კიბო-ბოუენის დაავადება, კეირის ერითროპლაზია, პეჯეტის ექსტრამამარული დაავადება.
მზის კერატოზი
· მზის კერატოზი-ყველაზე გავრცელებული კანის კიბოსწინარე მდგომარეობაა
· ეტიოლოგია, პათოგენეზი. წარმოიქმნება 50 წლის პირებში კანის ღია ზედაპირზე ხანგრძლივი ინსოლაციისას-სახეზე, ხელის მტევნების გარეთა მხარეზე, თავზე. აქვს მკვეღრად შემოსაზღვრული, მშრალი ერითრომატოზური, ქერცლისებრი ლაქების შესახედაობა, მკვრივად დალაგებული ყავისფერი ფარფლით დაფარული ინფილტრირებული ფირფიტების შესახედაობა. ფირფიტების დაზიანებისას განვითარდება წერტილოვანი სისხლდენა. მიმდებარე უბნების კანი ატროფიულია, აღინიშნება დისქრომია და ტელეანგიექტაზია.
· პროგნოზი. როგორც წესი, ტრანსფორმირდება ბაზალიომაში ან ბრტყელუჯრედოვან კიბოში. მიმდინარეობს ნელა, ხშირად ავადმყოფისა და ექიმისთვის შეუმჩნევლად
· მკურნალობა. იმუნოსუპრესული მალამოები, ნეოდიმური ლაზერი, ელექტროექსციზია, კრიოდესტრუქცია, ქირურგიული ამოკვეთა, ციტოსტატიკური მალამოებით აპლიკაცია, სოლკოდერმის შიდაკეროვანი შეყვანა.
· დიფერენციალური დიაგნოზი. ატარებენ ასაკოვან კერატომასთან, სებოეულ კერატოზთან, რადიაციურ დერმატიტთან.
· პროფილაქტიკა. უნდა აიკრძალოს ჭარბი რაოდენობის ინსოლაცია. რეკომენდებულია დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა, მზის დამცავი მალამოების მოხმარება.
პიგმენტური ქსეროდერმა
· პიგმენტური ქსეროდერმა – თანდაყოლილი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც წარმოიქმნება კანის მაღალი მგრძნობელობით სხვადასხვა სახის სხივების მიმართ, აღინიშნება სიცოცხლის პირველ ხუთ წელიწადში.
· ეტიოლოგია. დაავადება განპირობებულია რეპარაციული ფერმენტების მემკვიდრეობითი დეფექტით. აუტოსომო-რეცესიული მემკვიდრეობის ტიპია. ხასიათდება ჭორფლების მსგავსი მრავალრიცხოვანი ლაქების არსებობით.
· სიმპტომები. ხასიათდება განვითარების 3 სტადიით:
· ანთებითი სტადია – მზის ქვეშ ყოფნის შედეგად კანის ღია საფარზე ერითემის მსგავსი ანთებითი ცვლილებები
· პოიკილოდერული სტადია – ატროფიის, ჰიპერპიგმენტაციის, ფარფლის ფენების, ტელეანგიექტაზიის უბნები ერთმანეთს ენაცველბა, რაც ქრონიკული რადიაციური დერმატიტის სურათს გვაგონებს.
· სიმსივნური სტადია – სხვადასხვა ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნა (ფიბრომა, ანგიომა, კერატომა, ბაზალურ-უჯრედოვანი და სქვამოზურუჯრედოვანი კიბო, მელანომა და სხვ.), რომლებიც 20 წლის ასაკში სიკვდილის მიზეზია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988