ორსულთა ანემია

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულთა ანემია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, განსაკუთრებით რკინადეფიციტური ანემია, რომელიც წარმოადგენს კლინიკურ ჰემატოლოგიურ სინდრომს. ანემია ხასიათდება ჰემოგლობინის დონის დაქვეითებით, ერითროციტების შემცირებითა და პათოლოგიური ფორმების გამოჩენით, ასევე აღინიშნება ვიტამინების ბალანსის დარღვევა, მიკროელემენტებისა და ფერმენტების რაოდენობრივი ცვლილებები. რკინადეფიციტური ანემიის დროს აღინიშნება ჰემოგლობინის სინთეზის დარღვევა, რაც განპირობებულია რკინის დეფიციტით.

ანემია – სიმპტომი თუ დიაგნოზი

ანემია არის არა დიაგნოზი, არამედ სიმპტომი, რომლის გამოვლენისას აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა. ანემიის დიაგნოსტიკის კრიტერიუმს არაორსულ ქალებში ჯანმოს მონაცემებით წარმოადგნეს – ჰემოგლობინი < 120 გ/ლ, ორსულობის დროს კი – <110 გ/ლ.
დღეისათვის ანემია ორსულთა 21-80% მერყეობს განვითარების სხვადსხვა დონეზე მყოფ  ქვეყნებში, 90%-ში კი სწორედ რკინადეფიციტური ანემია ვლიონდება. უნდა აღინიშნოს, რომ ორსულობის ბოლოს პრაქტიკულად ყველა ქალში აღინიშნება რკინის ფარული დეფიციტი, 1/3 – ში კი ვითარდება რკინადეფიციტური ანემია.
რკინადეფიციტური ანემია იწვევს, შრომისუნარიანობის დაქვეითებასა და სხვადასხვა სისტემებისა და ორგანოების მხრივ ფუნქციურ დარღვევებს. ორსულებში რკინის დეფიციტი  ზრდის მშობიარობისას გართულებების რისკს, არაადექვატური და დაგვიანებული მკურნალობისას აღინიშნება რკინის დეფიციტი ნაყოფშიც.
ანემიის გარკვეული ფორმების დროს, როგორიცაა ქრონიკული რკინადეფიციტური ანემიის III  და IV ხარისხი, ჰემოლიზური ანემია, ძვლის ტვინის ჰიპო- და აპლაზიის დროს განვითარებული ანემია, ორსულობა უკუნაჩვენებია.

რკინა დეფიციტური ანემიის გამომწვევი მიზეზებია

  • ალიმენტური ფაქტორი – რკინით ღარიბი საკვების მიღება, ვეგეტარიანული დიეტა, ანორექსია.
  • ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: გულის მანკები, რევმატიზმი, პიელონეფრიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის პათოლოგიები, როდესაც ვერ ხდება რკინის დეპონირება და ტრანსპორტირება ტრანსფერინის დეფიციტის გამო. ასევე სისხლდენები, როგორც გასტროინტესტინალური ტრაქტიდან, ისე ცხვირიდან ქრონიკული სისხლდენები თრომბოციტოპათიების გამო.
  • დამძიმებული სამეანო-გინეკოლოგიური ანამნეზი: მენომეტრორაგიები,  თვითნებითი აბორტები,  მრვალმშობიარობაა, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა
  • არსებული ორსულობის გართულებები, მრავალნაყოფიანი ორსულობა, ადრეული გესტოზი, ასაკი – ორსულები 18 წელზე ქვევით და პირველმშობიარეები 30 წლის შემდეგ, არტერიული ჰიპოტონია, ქრონიკული დაავადებების გამწვავება, პლაცენტის წინა მდებარეობა, პლაცენტის ნაადრევი აშრევება
  • წელიწადის სეზონი – შემოდგომა – ზამთარი, ვიტამინების დეფიციტი

ანემიის პათოგენეზი ორსულობის დროს

გამოყოფენ შემდეგ ძირითად მექანიზმებს, რომელიც განაპირობებს ორსულებში ანემიის განვითარებას:

  • გესტაციის პერიოდში ცვლის შუალედური პროდეუქტების დაგროვება, რაც ზიანს აყენებს ძვლის ტვინს.
  • ორსულობის პერიოდში ჰორმონული ბალანსის ცვლილებები, კერძოდ კი ესტროგენების მომატება, რომელიც ერითროპოეზის დათრგუნვას იწვევს
  • ხშირი ორსულობები და მშობიარობები, მრავალნაყოფიანი ორსულობა, რის გამოც ორგანიზმში რკინის დეპოს განლევა ხდება
  • ვიტამინი B 12-ს , ფოლიუმის მჟავისა და ცილების დეფიციტი
  • ჟანგბადოვანი შიმშილი, რომლის დროსაც მიმდინარეობს ჟანგვა – აღდგენითი რეაქციების დარღვევები
  • რკინის მარაგის განლევა ნაყოფის განვითარებისათვის მომატებული საჭიროების გამო

მოსალოდნელი საფრთხეები ორსულობის მიმდინარეობისას ანემიის დროს

  • ორსულობის შეწყვეტის საფრთხე – 20-42%
  • ადრეული ტოქსიკოზი – 29%
  • გესტოზი – 40%
  • არტერიული ჰიპოტონია – 40%
  • პლაცენტის ნაადრევი აშრევება – 25-35%
  • ფეტოპლაცენტური უკმარისობა – ნაყოფის განვითარების დარღვევა – 25%
  • ნაადრევი მშობიარობა

მოსალოდნელი საფრთხეები  მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდში ანემიის დროს

  • სანაყოფო წყლების ნაადრევი დაღვრა
  • სამშობიარო მოქმედების სისუსტე – 10-37%
  • პლაცენტის ნაადრევი აშრევება
  • ატონიური  და ჰიპოტონიური სისხლდენა მომყოლისა და მშობიარობის ადრეულ პერიოდში  – 10-51.8%
  • დსშ (დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომი) სინდრომი და კოაგულაციური სისხლდენები
  • ჩირქოვან – სეპტიკური დაავადებები მშობიარობის შემდგომ პერიოდში – 12%
  • ჰიპოგალაქტია – 29%
  • ნაყოფის ანტენატალური და ინტრანატალური ჰიპოქსია

ორსულთა ანემიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულთა ანემია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, განსაკუთრებით რკინადეფიციტური ანემია, რომელიც წარმოადგენს კლინიკურ ჰემატოლოგიურ სინდრომს
🩸 ანემია ხასიათდება ჰემოგლობინის დონის დაქვეითებით, ერითროციტების შემცირებითა და პათოლოგიური ფორმების გამოჩენით, ასევე აღინიშნება ვიტამინების ბალანსის დარღვევა, მიკროელემენტებისა და ფერმენტების რაოდენობრივი ცვლილებები

🔎 გამოყოფენ შემდეგ ძირითად მექანიზმებს, რომელიც განაპირობებს ორსულებში ანემიის განვითარებას:
➡️ გესტაციის პერიოდში ცვლის შუალედური პროდეუქტების დაგროვება, რაც ზიანს აყენებს ძვლის ტვინს;
➡️ ორსულობის პერიოდში ჰორმონული ბალანსის ცვლილებები, კერძოდ კი ესტროგენების მომატება, რომელიც ერითროპოეზის დათრგუნვას იწვევს’
➡️ ხშირი ორსულობები და მშობიარობები, მრავალნაყოფიანი ორსულობა, რის გამოც ორგანიზმში რკინის დეპოს განლევა ხდება;
➡️ ვიტამინი B 12-ს , ფოლიუმის მჟავისა და ცილების დეფიციტი;
➡️ ჟანგბადოვანი შიმშილი, რომლის დროსაც მიმდინარეობს ჟანგვა – აღდგენითი რეაქციების დარღვევები
➡️ რკინის მარაგის განლევა ნაყოფის განვითარებისათვის მომატებული საჭიროების გამო
👉 გაიგეთ მეტი ორსულთა ანემიის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#ანემია #ანემიისნიშნები #რკინადეფიციტურიანემია #ორსულთაანემია #ორსულთაანემიისპათოგენეზი #ანემიისსიპმტომები #დაღლილობა #თავისტკივილი #მოყვითალოკანი #მკერდისტკივილი #ცივიხელები #თავბრუსხევვა #ფეხებისდაბუჟება #უძილობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.