ფიბროსარკომა

ფიბროსარკომა

ფიბროსარომა წარმოადგენს ფიბროზული ქსოვილის ავთვისებიან წარმონაქმნს. ჩვეულებრივ, ფიბროსარკომა წარმოიქმნება ღრმად მდებარე ქსოვილებში და ხასიათდება მეტასტაზების სწრაფი წარმოქმნით. გარკვეულ დრომდე ფიბროსარკომა განიხილებოდა როგორც რბილი ქსოვილების დაზიანება, მაგრამ არც ისე ადრე სარკომის ქსოვილში აღნიშნეს ავთვისებიანი ფიბროზული კომპონენტები. ფიბროსარკომების ნამდვილი სიხშირე და სხვა ონკოლოგიური დაავადებებისგან მისი დიფერენცირება ელექტრო-მიკროსკოპული ფაქტორების საფუძველზე ხორციელდება. ამასთან ერთად, ბავშვთა შემთხვევაში 5 წლის ასაკამდე, ფიბროსარკომების სიხშირე ყველა ონკოლოგიურ სიმსივნეთა შორის შეადგენს ½-ს.

ფიბროსარკომა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, ყველაზე ხშირად აღინიშნება 40-50 წლიდან. ზრდასრული ასაკის ადამიანში სიმსივნის განვითარებას რადიაციურ ზემოქმედებასთან აქვს კავშირი, ხოლო მეძუძური ბავშვების შემთხვევაში ქრომოსომების ზემოქმედებას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა.

ფიბროსარკომა შეიძლება განვითარდეს კანის ნებისმიერ უბანში, მაგრამ ჩვეულებრივ აზიანებს ქვემო კიდურებს, კერძოდ ტერფებს. იშვიათია ტანზე და თავზე. ფიბროსარკომა შეიძლება განვითარდეს კანის ჯანმრთელ უბნებში, ან დააზიანოს ნაწიბუროვანი ქსოვილი.

ამ ონკოლოგიური დაავადების კლინიკური სიმპტომები სპეციფიკური არ არის სპეციფიკური. ონკოლოგიის განვითარების პირველ ეტაპზე კანქვეშ წამოიქმნება  მუქი ყავისფერი მკვრივი კვანძი. კვანძზე არსებული კანი გარეგნულად არ იცვლება. პრაქტიკულად, შემთხვევათა ნახევარში აღინიშნება დაზიანებული კანის ტკივილი. მეტასტაზირების პროცესი იწყება წარმონაქმნის გაჩენის მომენტიდან. ფიბროსარკომის დროს ზიანდება ფილტვის ქსოვილები, ძალიან იშვიათად პროცესი ეხება ძვლოვან ქსოვილსაც. მეტასტაზების განვითარების ყველაზე დიდი რისკი აღინიშნება ონკოლოგიური წარმონაქმნის რეციდივის დროს.

ფიბროსარკომის დიაგნოსტირება და თერაპია.

კლინიკური გამოვლინებების არასპეციფიკურობის გამო, ამ ონკოლოგიური დაავადების  დიაგნოზი დგინდება სიმსივნის ჰისტოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე. დიაგნოსტიკის სირთულესთან კავშირის გამო წარმონაქმნის პირველი სიმპტომების გამოვლინებიდან ზუსტი დიაგნოზის დასმამდე გადის საკმაოდ დიდი დრო.

ფიბროსარკომის დიფერენციული დიაგნოსტიკა ტარდება  ამობურცული ხასიათის დერმატოლოგიური ფიბროსარკომასთან, რომელიც აზიანებს მხოლოდ დერმის შრეებს და განსხვავდება სტრუქტურაში კოლაგენური ბოჭკოების არსებობით; ავთვისებიანი ჰისტიოციტომასთან, რომლის სტრუქტურაში აღინიშნება გიგანტური უჯრედების სიმრავლე და  რბილი ქსოვილების სხვა ონკოლოგიური დაავადებებთან. ფიბროსარკომის დიაგნოსტიკის დროს ტარდება სიმსივნის ქსოვილთა ნიმუშების იმუნოლოგიური, ჰისტოლოგიური და ქიმიური ანალიზი. აღინიშნება სიმსივნის მიერ ანტისხეულებისა და ვიმენტინის მიმღებლობა, რომლის ზემოქმედებისას ქსოვილი ფერს იცვლის. გარდა ამისა, ფიბროსარკომის ნიმუშები სხვადასხვა დიფერენციალური მარკერების ზემოქმედებისას უარყოფითად იღებებიან.

მოცემული ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა  ზრდასრული ადამიანების შემთხვევაში ტარდება სიმსივნის ადრეული და ტოტალური ფართო ამოკვეთით. თუ საჭიროება მოითხოვს, ფიბროსარკომის ქირურგიული მკურნალობის პარალელურად ტარდება თერაპია რენტგენის სხივებით და ქიმიოთერაპიით.

სიმსივნური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.