ძვლების კიბო

ძვლების კიბო

ძვლების კიბოარმოადგენს ავთვისებიან წარმონაქმნს, რომელიც აზიანებს ადამიანის ძვლოვან ქსოვილს და ჩონჩხს. >>>>

პირველადი ხასიათის ძვლების კიბო იშვიათია. ხშირად ავადდებიან მამაკაცები. ძვლოვანი ქსოვილის პირველადი ონკოლოგიური დაზიანების ძირითადი და ყველაზე გავრცელებული ქვესახეებია-სარკომა, რომელიც წარმოიქმნება ძვლოვანი უჯრედებისგან; ქონდროსარკომა, რომელიც განვითარებას იწყებს ხრტილოვანი ქსოვილისგან; ფიბროსარკომა, რომელიც წარმოიქმნება შემაერთებელი ფიბროზული ქსოვილის  ბოჭკოებისგან. გარდა ამისა, გამოყოფენ კიდევ ერთ სახეობას-არაძვლოვანი წარმონაქმნები.

ძვლოვანი ქსოვილის პირველადი კიბო ემუქრება ძვლოვანი ქსოვილის და ხრტილის ქრონიკული ანთებით დაავადებულ ადამიანებს. ასეთი დაავადებები აწუხებენ ადამიანთა მცირე რაოდენობას.

ძვლების მეორადი კიბო პროგრესირებს ავთვისებიანი პირველადი წარმონაქმნებიდან. ზოგიერთ შემთხვევაში პირველადი წარმონაქმნი შეიძლება იყოს მეორადი კიბოს ნიშანი, რომლის მიმდინარეობა უსიმპტომოა.

ძვლების კიბოს სიმპტომები

ძვლების კიბოს ერთერთი სიმპტომია ტკივილი. თავიდან ტკივილს პერიოდული ხასიათი აქვს, მაგ.  ტკივილი ღამე ან რომელიმე მოძრაობის დროს. დაავადების პროგრესირებისას ტკივილიც ინტენსიური ხდება.

ძვლების კიბოს სხვა სიმპტომია-შეშუპება. ტკივილის მიდამოში შეშუპება შეიძლება არ აღინიშნოს რამდენიმე ხნის განმავლობაში. შეშუპების ხარისხი დამოკიდებულია ავთვისებიანი წარმონაქმნის მდებარეობის ადგილზე.

ძვლების კიბოს სიმპტომია ძვლოვანი ქსოვილის გაძლიერებული მსხვრევადობა, რის გამოც შეიძლება აღინიშნოს მოტეხილობები.

ძვლების კიბოს სხვა სიმპტომებს შორის აღსანიშნავია  გახდომა და მუდმივად დაღლილობის შეგრძნება. ასეთი სიმპტომები, როგორც წესი, მიუთითებენ პათოლოგიის სწრაფ განვითარებას. ძვლების კიბოს გავრცელებისას ახლომდებარე ქსოვილებში და ორგანოებში, დაავადება შეიძლება გამოვლინდეს სხვა სიმპტომებით. მაგ, თუ ძვლების კიბო განვითარდება ფილტვებთან, ძვლების კიბოს სიმპტომია ხველა ან ქოშინი.

ძვლების კიბოს დიფერენცირება სხვა მოვლენებისგან აუცილებელია, რადგან იგივე ტკივილი ძვლოვან ქსოვილში შეიძლება გამოწვეული იყოს არა კიბოთი, არამედ ართრიტით.

ძვლების კიბოს სიმპტომების დიაგნოსტირება

ძვლების კიბოს სიმპტომების გამოვლენისას პაციენტს აგზავნიან რენტგენზე. პირველადი ავთვისებიანი წარმონაქმნები კარგად ჩანს რენტგენის სურათზე. რენტგენის სურათზე მუქი ლაქები აღნიშნავენ სიმსივნის ლოკალიზაციას, ხოლო ღია ფერის ლაქები კალციუმის გროვების კერებია, რომლებიც აპროვოცირებენ სკლეროზს.

ძვლების კიბოს დიაგნოსტირების სხვა მეთოდია-ძვლოვანი ქსოვილის სკანირება, რომლის დახმარებითაც შეიძლება დადგინდეს ძალიან მცირე ზომის სიმსივნეების მდებარეობაც.

ძვლების მეორადი ხასიათის კიბოს განვითარებისას როდესაც პირველადი წარმონაქმნის მდებარეობა ცნობილია, ბიოფსია აუცილებელი არ არის. როდესაც არ არის ინფორმაცია პირველადი წარმონაქმნის ადგილმდებარეობის შესახებ, აუცილებელია ბიოფსია და აღებული მასალის გამოკვლევა ლაბორატორიაში მიკროსკოპის დახმარებით. როგორც წესი, ამ დროს ატარებენ პუნქციურ ბიოფსია, ლოკალური ანესთეზიის გამოყენებით. ღია ბიოფსია-ქირურგიული ჩარევა საერთო ანესთეზიით.

შემდგომი გამოკვლევები და ლაბორატორიული ანალიზები ტარდება ონკოლოგიური უჯრედების ჩაზრდის დასადგენად, პირველადი ავთვისებიანი წარმონაქმნის ადგილმდებარეობის დასადგენად. ძვლების კიბოს დამატებითი დიაგნოსტიკას მიეკუთვნება გულმკერდის მიდამოს სკანირება, ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები