პუბერტული პერიოდი

პუბერტული პერიოდი – (ლათ. pubertas, pubertalis მოწიფულობა, სქესობრივი  სიმწიფე; სინონიმი: სქესობრივი მომწიფების პერიოდი) – პიროვნების ბიოლოგიური და სოციალურ-ფსიქოლოგიური განვითარების სტადია; გოგონებში იწყება 10 – 12 წლიდან და გრძელდება 15 – 16 წლამდე,  ბიჭუნებში – 12 – 14 წლიდან  17 – 18 წლამდე; შეესაბამება სქესობრივი მომწიფების პერიოდს.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!