წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინა და ალერგია

შეიძლება თუ არა წითელა, წითურასა და ყბაყურას  ვაქცინის მიღება იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ კვერცხზე ალერგია?
გარკვეული ხნის წინ მიიჩნეოდა, რომ კვერცხზე ალერგიის მქონე ადამიანები წითელას, წითურასა და ყბაყურას   ვაქცინის შემდგომი ალერგიის მაღალი რისკის ქვეშ არიან, რადგან ვაქცინა მზადდება წიწილის ემბრიონის ქსოვილზე. თუმცა, უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მოსაზრება არამართებულია. აქედან გამომდინარე, წითელას, წითურასა და ყბაყურას  აცრის გაკეთება წინასწარი ტესტირების ან სპეციალური სიფრთხილის ზომების გარეშე შეიძლება კვერცხზე ალერგიულ პირებშიც.

ხშირად დასმული კითხვები წითელას შესახებ.  აღებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საიტიდან

ბმები: 1. წითელა 2. წითურა  3. ყბაყურა

Share this...Share on Facebook
Facebook