კავაგრაფია

კავაგრაფია ღრუ ვენების ანგიოგრაფია, რომლის დროსაც შეიძლება დამოუკიდებლად განხორციელდეს ზემო ღრუ ვენისა და ქვემო ღრუ ვენის ანგიოგრაფია. ზემო კავაგრაფია (ზემო ღრუ ვენის ანგიოგრაფია) ხორციელდება თრომბის გავრცელებისა და ლოკალიზაციის დასაზუსტებლად ან ვენაზე ზეწოლის გამოვლენის მიზნით,  რაც შესაძლებელია განვითარდეს ფილტვების ან შუასაყრის ორგანოების სიმსივნეების დროს. კავაგრაფიის მეშვეობით დგინდება სიმსივნის  ჩაზრდის ხარისხი ზემო ღრუ ვენაში. ზემო ღრუ ვენის კონტრასტირება შეიძლება შესრულდეს ზემო კიდურების ვენების ინექციის გზით, ლავიწქვეშა ვენის კათეტერიზაციისა  და პუნქციის მეშვეობით ან არაპირდაპირად თეძოს ვენიდან ქვემო ღრუ ვენისა და მარჯვენა წინაგულის გავლით.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ქვემო ღრუ ვენის ანგიოგრაფია – ქვემო კავაგრაფია ნაჩვენებია თირკმლის ძირითადად კი მარჯვენამხრივი სიმსივნეების დროს. ასევე გამოიყენება ილეოფემორალური თრომბოზის ამოსაცნობად, ქვემო კიდურების შეშუპების გამოსავლენად, გაურკვეველი ეტიოლოგიის ასციტის მიზეზის დადგენის მიზნით. ქვემო კავაგრაფია სრულდება ჩვეულებრივ თეძოს ვენის კათეტერიზაციის  გზით, იშვიათად ტრანსლუმბალური პუნქციის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია ლავიწქვეშა, საუღლე და იდაყვის ვენის კათეტერიზაცია. გამოკვლევა სიფრთხილით უნდა ჩატარდეს  ქვემო ღრუ და მენჯის ვენებში თრომბოზზე  ეჭვის დროს, რათა არ განვითარდეს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია .


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.