სისხლის საერთო ანალიზი

სისხლის საერთო ანალიზი

სისხლის საერთო ანალიზი (სისხლის კლინიკური ანალიზი) წარმოადგენს ლაბორატორიული კვლევას, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს სისხლის სურათის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები.
სისხლის საერთო ანალიზი ტარდება სხვადასხვა მდგომარეობების დროს, როგორიცაა საერთო სისუსტე, დაღლილობა, ცხელება, სისხლდენა, ინფექციური პროცესის არსებობა,  ალერგიული რეაქციების დროს, ქირურგიული პროცედურების წინ და სხვა.
გარდა ამისა სისხლის საერთო ანალიზი წარმოადგენს პროფილაქტიკური კვლევების ნაწილს.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


სისხლის საერთო ანალიზი მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა არამარტო სისხლის, არამედ ორგანიზმის სხვა სისტემებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზე და მოიცავს შემდეგ პარამეტრებს:

  • ლეიკოციტების რაოდენობას
  • ლეიკოციტური ფორმულას
  • ერითროციტების   რაოდენობას
  • ერითროციტების დალექვის რეაქციას
  • თრომბოციტების რაოდენობას
  • ჰემოგლობინის შემცველობას
  • ფერადობის მაჩვენებელი
  • ჰემატოკრიტს

ერითროციტების რაოდენობის ცვლილებები

ერითროციტების რაოდენობის მატება (პოლიციტემია) აღინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ფილტვების, თირკმლების, გულის, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, ზოგიერთი სახის სიმსივნეების, ძვლის ტვინის იშვიათი პათოლოგიების (ჭეშმარიტი პოლიციტემია), ალკოჰოლიზმის დროს, თამბაქოს მოხმარების შედეგად
  • დეჰიდრატაცია, დიარეა, ღებინება, ჭარბი ოფლიანობა, დამწვრობა, შარდმდენი საშუალებების გამოყენება. ამ მდგომარეობას ხშირად ცრუ პოლიციტემიის სახელით მოიხსენიებენ, რადგანაც სისხლში ერითროციტების  რაოდენობის მატება მხოლოდ სითხის დაკარგვითა და პლაზმის მოცულობის შემცირებითაა განპირობებული, რეალურად სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა ამ დროს უცვლელია

ერითროციტების  რაოდენობის შემცირება (ანემია) ვითარდება ბევრი სხვადასხვა პათოლოგიების დროს, როგორიცაა სისხლდენა, მათ შორის ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა, თალასემია, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ფოლიუმის მჟავის და ვიტამინ B12-ს დეფიციტი

ერითროციტების დალექვის რეაქცია

ერითროციტების დალექვის რეაქციას მომატება ირიბად მიუთითებს ორგანიზმში არსებულ ანთებით პროცესზე, ასევე აღინიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის, სხვადასხვა ტიპის ანემიების, თირკმლების პათოლოგიებისა და  ორსულობის პერიოდში.

ჰემოგლობინის შემცველობის განსაზღვრა

ჰემოგლობინის ერითროციტების  ძირითადი ცილაა, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის მიერთებას, შესაბამისად მისი შემცველობის დაქვეითება განაპირობებს ორგანოების ჟანგბადოვან შიმშილს. ჰემოგლობინის შემცველობის შემცირება აღინიშნება სისხლდენის, სხვადასხვა ტიპის ანემიების, თირკმლებისა და ღვიძლის პათოლოგიების, სიმსივნეების დროს. ასევე ისეთი მდგომარეობების შემთხვევაში, როდესაც მიმდინარეობს ერითროციტების  გაძლიერებული დაშლა, მაგალითად, თალასემია, პორფირია, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.
ჰემოგლობინის დონის მატება აღინიშნება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ემფიზემის, გულის უკმარისობის, თირკმლებისა და ღვიძლის სიმსივნეების, ჭეშმარიტი პოლიციტემიის დროს.
სისხლის ფერადობის მაჩვენებელი გვიჩვენებს ჰემოგლობინის დონის შეფარდებას ერითროციტების  რაოდენობასთან და იცვლება სხვადასხვა ტიპის ანემიების დროს: იმატებს B12 და ფოლიუმ დეფიციტური, აპლასტიური და აუტოიმუნური ანემიების და მცირდება რკინადეფიციტური ანემიის დროს.

 ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილებები

ლეიკოციტების რაოდენობის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციური პროცესები, ქსოვილების დაზიანება (მაგ. გულის კუნთის), ძლიერი ემოციური და ფიზიკური სტრესი, დამწვრობა, თირკმლების უკმარისობა, ტუბერკულოზი, სიმსივნეები (ლეიკემია). ასევე ლეიკოციტების რაოდენობის მატება შეიძლება განაპირობოს მედიკამენტების გამოყენებამ (მაგ. კორტიკოსტეროიდები), თირკმელზედა და  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა, ელენთის ამოკვეთამ.
რაც შეეხება ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებას, აღინიშნება თირკმლის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, აპლასტიური ანემიის, ვირუსული ინფექციების, მალარიის, აივ ინფექციის, ალკოჰოლიზმის დროს. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ქიმიოთერაპიამ და  სხვადასხვა მედიკამენტის მიღებამ.
მნიშვნელოვანია ასევე ლეიკოციტების ცალკეულის ტიპის რაოდენობრივი ცვლილებები. ლეიკოციტების ძირითად ტიპს წარმოადგენს ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები, მონოციტები და ლიმფოციტები. ნეიტროფილები მატება მიუთითებს ძირითადად ჩირქოვან ანთებით პროცესზე, ეოზინოფილების რაოდენობის მატება დამახასიათებელია  ალერგიული რეაქციებისა და ჭიებით ინვაზიისათვის, რაც შეეხება მონოციტებსა და ლიმფოციტებს, ისინი იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედებია.
ლიმფოციტების მატება აღინიშნება ვირუსული ინფექციებისა და აუტოიმუნური პათოლოგიების, ზოგიერთი ტიპის სიმსივნის დროს, ასევე ჰეპატიტების, მონონუკლეოზისა და კრონის დაავადების  შემთხვევაში.

თრომბოციტების რაოდენობის ცვლილებები

თრომბოციტები სისხლის შედედებაზე არიან პასუხისმგებელნი, გარდა ამისა მონაწილეობენ ანთებით პროცესებში. მათი რაოდენობის მატება აღინიშნება სისხლდენის, რკინის დეფიციტის, სიმსივნეების, ძვლის ტვინის პათოლოგიების დროს, შემცირება დამახასიათებელია იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის,  ორსულობისათვის, აუტოიმუნური დაავადებების, ჰემოლიზური ურემიული სინდრომისათვის, ზოგიერთი მედიკამენტისათვის.

ჰემატოკრიტის ცვლილება

ჰემატოკრიტი წარმოადგენს სისხლის უჯრედების შეფარდებას მის თხიერ ნაწილთან, პლაზმასთან. ჰემატოკრიტის  შემცირება შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენამ, ან სისხლის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითებამ, რაც განპირობებულია, მაგალითად ძვლის ტვინის სიმსივნეებით. ჰემატოკრიტის  მატების მიზეზებს შორის კი უნდა აღინიშნოს დეჰიდრატაცია, პოლიციტემია და ა.შ

გასათვალისწინებელი ფაქტორები

სისხლის საერთო ანალიზის პასუხების ინტერპრეტაციისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ორსულობა, სხვადასხვა მედიკამენტების მიღება. ბავშვთა ასაკში განსხვავებულია სისხლის პარამეტრების ნორმები, ორსულობისას ფიზიოლოგიურად ხდება ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება და ლეიკოციტების მატება.
ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს სისხლის მხრივ ცვლილებებს, მაგალითად, თრომბოციტების რაოდენობის შემცირებას განაპირობებს თიაზიდური ტიპის შარდმდენები, სტეროიდები, ქიმიოთერაპიული პრეპარატები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი და სხვა.   

სისხლის საერთო ანალიზილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩸 დაინტერესებულხართ, რისი მაჩვენებელი შეიძლება იყოს თქვენს სისხლის საერთო ანალიზში ამა თუ იმ კრიტერიუმის ნორმიდან გადახრა?!
📣 მაშინ, ეს სტატია სწორედ შენთვისაა
🔬 სისხლის საერთო ანალიზი წარმოადგენს ლაბორატორიული კვლევას, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს სისხლის სურათის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები
💢 სისხლის საერთო ანალიზი მოიცავს შემდეგ პარამეტრებს:
➡️ ერითროციტების რაოდენობას;
➡️ ერითროციტების დალექვის რეაქციას;
➡️ თრომბოციტების რაოდენობას;
➡️ ჰემოგლობინის შემცველობას;
➡️ ლეიკოციტების რაოდენობას;
➡️ ლეიკოციტური ფორმულას;
➡️ ფერადობის მაჩვენებელს;
➡️ ჰემატოკრიტს;
🔴 ერითროციტების რაოდენობრივი ცვლილებები: ერითროციტების რაოდენობის მატება (პოლიციტემია) აღინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს:
✅ ფილტვების, თირკმლების, გულის, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს;
✅ ზოგიერთი სახის სიმსივნეების, ძვლის ტვინის იშვიათი პათოლოგიებისდროს;
✅ ალკოჰოლიზმის შემთხვევაში;
✅ დეჰიდრატაციის, დიარეის, ღებინების, ჭარბი ოფლიანობის, დამწვრობის ან შარდმდენი საშუალებების გამოყენების დროს;
💭 დაინტერესდით?
👉 შეიტყვეთ მეტი სისხლის საერთო ანალიზის მაჩვენებლების ცვლილების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3PV0Zzc
#სისხლისანალიზი #სისხლისსაერთოანალიზი #ერითროციტისრაოდენობისცვლილებები #ერითროციტებისდალექვისრეაქცია #თრომბოციტებისრაოდენობისცვლილებები #ლეიკოციტებისრაოდენობისცვლილებები #ფერადობისმაჩვენებელი #ჰემატოკრიტი #პოლიციტემია #სისხლისშედედება #ჰემოგლობინი #ერითროციტებისდალექვა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.