ნახშირწყლების უმთავრესი დანიშნულება ორგანიზმში ქსოვილებში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების ენერგიით უზრუნველყოფაა. მრავალი დაავადება მიმდინარეობს ნახშირწყლების ცვლის მოშლით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ამ დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დროს. ნახშირწყლოვანი ცვლის მაჩვენებელს შორის ძირითადია გლუკოზა, რომლის განსაზღვრაც ხდება როგორც სისხლში, ისე შარდში.
საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.
სხვადასხვა პათოლოგიების დროს სისხლში გლუკოზის დონემ შეიძლება მოიმატოს (ჰიპერგლიკემია) ან დაიკლოს (ჰიპოგლიკემია), რაც განპირობებულია როგორც ენდოკრინული ჯირკვლების, ისე ცენტრალური ნერვული სისტემის, ღვიძლის, თირკმლებისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის დროს. ნახშირწყლოვანი ცვლის მაჩვენებლების განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დაავადების დიაგნოსტიკისათვის როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი.
ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის დიაგნოსტიკა ეფუძნება შემდეგ ძირითად მაჩვენებლებს:
- გლუკოზა სისხლში
- გლუკოზა შარდში
- გლიკირებული ჰემოგლობინი
- რძის მჟავა და ა.შ.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.