გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა

გარეგანი სუნთქვა კრებითი ტერმინია, რომელიც აღწერს სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის მოძრაობის პროცესებს, მათ განაწილებას ფილტვებში და აირთა ცვლას. შესაბამისად გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევის ჩატარება წარმოდგენას იძლევა ფილტვების ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტების შესახებ.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევის გამოყენების სფეროები

  • ფილტვის  ფუნქციურ მდგომარეობაზე დაავადებების გავლენის შეფასება
  • ფილტვის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილებების შეფასება პირველადი გამოკვლევისას და კლინიკური (ხველა, ქოშინი და სხვა) და ლაბორატორიული  ნიშნების არსებობისას
  • დაავადების განვითარების რისკის განსაზღვრა (მწეველები, პროფესიული მავნეობების ზეგავლენის ქვეშ მყოფი პირები)
  • ოპერაციული რისკის შეფასება
  • დაავადების პროგნოზის შეფასება
  • სამკურნალო ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება
  • დაავადების (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის) განვითარების დინამიკის შეფასება

გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევის ბაზისურ მეთოდს წარმოადგენს სპირომეტრია.

ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.