რენტგენოლოგიური გამოკვლევა

რენტგენოლოგიური გამოკვლევა ერთერთი საკმაოდ ინფორმატიული მეთოდია მედიცინაში, რომელიც გამოიყენება მთელი რიგი დაავადებების დიაგნოსტირებისათვის. რენტგენოლოგიური გამოკვლევისას გამოიყენება რენტგენის სხივები, რომელიც ქსოვილებში გავლისას სხვადასხვა ხარისხით შთაინთქმება და მიიღება გამოსახულება სპეციალურ ეკრანზე (რენტგენოსკოპია) ან რენტგენოგრაფიულ (რენტგენოგრაფია) ფირზე.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ბუნებრივი კონტრასტულობის წყალობით სპეციალური მომზადების გარეშე შესაძლებელია მოხდეს ძვლების, სახსრების, ფილტვების, გულისა და ზოგიერთი სხვა ორგანოს გამოკვლევა, თუმცა ისეთი ორგანოების (კუჭი, ღვიძლი, თირკმლები, სისხლძარღვები) გამოსაკვლევად, რომელთა ბუნებრივი კონტრასტულობა არაა საკმარისი, მიმართავენ ხელოვნურ კონტრასტულობას: ორგანიზმში შეყავთ რენტგენოკონტრასტული ნივთიერება, რომელიც უფრო ძლიერად (ბარიუმის სულფატი) ან სუსტად (აირი) შთანთქავს რენტგენის სხივებს, ვიდრე გამოსაკვლევი ორგანო, რის შედეგადაც მიიღება კონსტრასტული გამოსახულება. რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანა ხდება შინაგანად კუჭის გამოკვლევისას, სისხლძარღვოვან კალაპოტში, მაგ. უროგრაფიის დროს ან უშუალოდ ღრუში და პარენქიმულ ორგანოში, მაგ. ჰაიმოროგრაფია, ბრონქოგრაფია, ჰეპატოგრაფია. ოპტიმალური მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია გამოსაკვლევ ორგანოსა და კონკრეტულ დიაგნოსტიკურ ამოცანაზე.

რენტგენოლოგიური გამოკვლევის უკუჩვენებები

რენტგენოლოგიური გამოკვლევის ნებისმიერი მეთოდის (რენტგენოგრაფია, რენტგენოსკოპია, ფლუოროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია) დროს გამოიყენება მაიონიზირებელი რენტგენის სხივები, რომელიც (მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რენტგენოლოგიურ აპარატებში გამოიყენება გამოსახულების მიღების ციფრული ტექნოლოგია და გამოსხივების მინიმალური დოზა), ახდენს არასასურველ გავლენას ორგანიზმზე, რაც განპირობებულია რენტგენის სხივების მავნე ზემოქმედებით გენეტიკურ მასალაზე, დნმ-ზე. განსაკუთრებით მგრძნობელობით გამირჩევა რენტგენის სხივების მიმართ სწრაფად გამრავლებადი უჯრედები.

განსაკუთრებით მგრძნობიარეა რენტგენოლოგიური დასხივებისადმი:

  1. სასქესო ჯირკვლები – მაღალი დოზით დასხივებამ შესაძლოა გამოიწვიოს სტერილიზაცია
  2. ძვლის ტვინი უჯრედები – ირღვევა სისხლწარმოქმნის  პროცესები
  3. თვალის ბროლის უჯრედების  – ვითარდება სხივური კატარაქტა
  4. კანის საფარველისა და შინაგანი ორგანოების ეპითელიუმი – ვითარდება ატროფიული პროცესები, რეგენერაციის დარღვევა ავთვისებიან გადაგვარებამდეც კი
  5. ნაყოფის ქსოვილები და ორგანოები – იწვევს განვითარების ანომალიას, რის გამოც რენტგენოლოგიური გამოკვლევა უკუნაჩვენებია ორსულებისათვის, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ორსულის სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი და სხვა ალტერნატიული მეთოდის გამოყენება არაა შესაძლებელი
  6. ორგანოები და ქსოვილები სქესობრივი მომწიფების ხანამდე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (მოტეხილობა, პნევმონია  და ა.შ)
  7. ორგანოები და ქსოვილები ინტენსიური ნივთიერებათა ცვლით (ფარისებრი და მკერდუკანა ჯირკვალი, სასქესო ორგანოები და სხვა).

გარდა ზემოთ აღნიშნულისა რენტგენოლოგიური გამოკვლევის უკუჩვენებები განისაზღვრება ავადმყოფის მდგომარეობით და კონკრეტული სპეციფიურ მეთოდით, მაგ. ბრონქოგრაფია უკუნაჩვენებია სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესის დროს.

>> დიაგნოსტიკა, ანალიზები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.