ვარჯიშების კომპლექსი I – II ხარისხის სქოლიოზისა და ტანდეგობის დარღვევის დროს

ვარჯიშების კომპლექსი I – II ხარისხის სქოლიოზისა და ტანდეგობის დარღვევის დროს 

ვარჯიშები ტარდება წოლით მდებარეობაში. ყოველი ვარჯიშის შემდეგ საჭიროა ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა.
1. დაწექით ზურგზე. თვლაზე 1-2 ხელები აწიეთ ბოლომდე და შეისუნთქეთ ჰაერი ცხვირით. თვლაზე 3-4 ხელები დაუშვით და ამოისუნთქეთ პირით. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.
2. დაწექით ზურგზე. ხელები მოხარეთ იდაყვის სახსარში და მოათავსეთ მხრებთან. შეასრულეთ წრიული მოძრაობა 4-ჯერ ერთი მიმართუ- ლებით და 4-ჯერ მეორე მიმართულებით. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.
3. დაწექით ზურგზე. ხელები მოათავსეთ ტანის გასწვრივ. თვლაზე 1-2 ერთდროულად მოხარეთ თავი, ტერფები და ხელის მტევნები. თვლაზე 3-4 დაუშვით. მოძრაობა გაიმეორეთ 2-ჯერ, რაც ითვლება 1 ვარჯიშად. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.
4. დაწექით ზურგზე. თვლაზე 1 მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი ერთდროულად აწიეთ 450 კუთხით. თვლაზე 2-3-4 ნელი მოძრაობით დაუშვით. იგივე ვარჯიში გაიმეორეთ მარცხენა ხელით და მარჯვენა ფეხით. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.  
5. დაწექით ზურგზე. ხელები მოათავსეთ თავქვეშ, მარჯვენა ფეხი მოხარეთ მუხლის სახსარში და გაშალეთ. იგივე მოძრაობა შეასრულეთ მარცხენა ფეხით. რაც ითვლება 1 ვარჯიშად. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.  
6. დაწექით ზურგზე. ხელები მოათავსეთ თავქვეშ. Oორივე ფეხი მოხარეთ მუხლის სახსარში 450 კუთხით და ქუსლებზე დაყრდნობით გაასრიალეთ ბოლომდე. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.
7. დაწექით ზურგზე. ხელები მოათავსეთ თავქვეშ. ორივე ფეხი ერთდროულად მოხარეთ. თვლაზე 1 აწიეთ ფეხები ჰაერში, თვლაზე 2 მოხარეთ. თვლაზე 3-4 დაუბრუნდით საწყის მდებარეობას. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.  
8. დაწექით ზურგზე. ხელები მოათავსეთ ტანის გასწვრივ. თვლაზე 1-2 აწიეთ გამართული მარჯვენა ფეხი 450 კუთხით ზემოთ და გაშალეთ განზე. თვლაზე 3-4 დაწიეთ და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. იგივე შეასრულეთ მარცხენა ფეხით. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.  
9. დაწექით ზურგზე. თვლაზე 1 მოხარეთ მარჯვენა ფეხი და დადეთ მარცხენა ფეხის მუხლზე. თვლაზე 2 მარჯვენა ფეხი გამართეთ და თვლაზე 3-4-5-6 ნელა დაუშვით. იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მარცხენა ფეხით. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.
10. ,,მაკრატელა”. დაწექით ზურგზე. გამართული ფეხები აწიეთ ზემოთ, გაშალეთ განზე და შემხვედრი მოძრაობით გადააჯვარედინეთ. ყოველი ჯვარედინის შემდეგ ცვალეთ ფეხი. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.  
11. ,,ველოსიპედი”. დაწექით ზურგზე. მოხარეთ ფეხები მუხლის სახსარში და შეასრულეთ ჰაერში წრიული მოძრაობა. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.  
12. დაწექით მუცელზე. ხელები მოათავსეთ ნიკაპქვეშ. თვლაზე 1-2 ერთდროულად მოხარეთ ფეხები ჯერ მუხლის, შემდეგ კოჭ-წვივის სახსრებში. თვლაზე 3-4 ფეხები გაშალეთ და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.  
13. დაწექით მუცელზე. ხელები მოათავსეთ ნიკაპქვეშ. თვლაზე 1-2 აწიეთ გამართული მარჯვენა ფეხი ზემოთ და თვლაზე 3-4 დაუშვით. იგივე შეასრულეთ მარცხენა ფეხით. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.
14. დაწექით მუცელზე. ხელები მოათავსეთ ნიკაპქვეშ. თვლაზე 1-2 გაიზნიქეთ ისე, რომ ხელები ნიკაპს არ მოშორდეს და მუხლებით ეყრდნობოდეთ იატაკს. შეისუნქეთ ცხვირით. თვლაზე 3-4 დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და ამოისუნთქეთ ჰაერი პირით. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.  
15. დაწექით მუცელზე. ხელები მოათავსეთ ნიკაპქვეშ. თვლაზე 1 გაიზნიქეთ ისე, რომ ხელები ნიკაპს არ მოშორდეს და მუხლებით ეყრდნობოდეთ იატაკს. შეისუნქეთ ცხვირით. თვლაზე 2-3 გაჩერდით აწეულ მდგომარეობაში. თვლაზე 4 დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და ამოისუნთქეთ. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.
16. ,,მერცხალი~. დაწექით მუცელზე. ხელები მოათავსეთ ტანის გასწვრივ. თვლაზე 1-2 ერთდროულად აწიეთ ზემოთ ტანი, ხელები და ფეხები და გაშალეთ ოდნავ განზე. თვლაზე 3-4 დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.
17. დაწექით მუცელზე. თვლაზე 1 შეასრულეთ მოძრაობა “მერცხალი”. თვლაზე 2-3 გაჩერდით აღნიშნულ პოზაში. თვლაზე 4 დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ვარჯიში გაიმეორეთ 8-ჯერ.
18. დაწექით მუცელზე. შეასრულეთ ცურვითი მოძრაობა, სუნთქვის გათვალისწინებით. გაიმეორეთ 8-ჯერ.

..

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure1/brochure1.htm