კონდომი

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალებისათვის
ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლები

კონდომი იგივეა რაც პრეზერვატივი
კონდომი – ჩასახვის საწინააღმდეგო ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ, ეფექტურ და უვნებელ საშუალებას წარმოადგენს.

კონდომის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ, როგორც წესი, ყველა მათგანი სპეციალური თხელი რეზინის – ლატექსისაგან მზადდება.
კონდომი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან საცხით დაფარული; საცხი შესაძლოა სპერმიციდების (მამაკაცის სასქესო უჯრედების დამშლელი ნივთიერების) შემცველიც იყოს. კონდომები ზომით, ფორმით და ფერითაც კი შეიძლება განსხვავდებოდნენ, მაგრამ მათი ხარისხი თითქმის თანაბარია.

მოქმედების მექანიზმი

სქესობრივი აქტის დროს მამაკაცის სასქესო ასოდან გამოყოფილი სპერმა კონდომში გროვდება და საშოში ვეღარ შეაღწევს. თუ საშოში სპერმა არ მოხვდება, ორსულობა არ ვითარდება.

უპირატესობები

  • კონდომი ხასიათდება მაღალი ეფექტურობით (98-99%);
  • იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან და აივ/შიდსისაგან;
  • მარტივია მოხმარებაში;
  • ხელმისაწვდომია ფინანსურად ;
  • უსაფრთხოა და პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები (ძალზე იშვიათად, განსაკუთრებული მგრძნობელობის პირებში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია);
  • კონდომი ქალს თავიდან აცილებს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების აუცილებლობას.

ვის შეუძლია პრეზერვატივის ანუ კონდომის გამოყენება?

  • კონდომის გამოყენება შეუძლია ყველა წყვილს, ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით აუცილებელია მაშინ, თუ არსებობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადების რისკი;
  • კონდომი სავსებით მისაღებია ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, როგორც კონტრაცეპციის ერთ-ერთი მეთოდი;
  • კონდომი ეხმარება ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდის მომხმარებლებსაც დამატებითი კონტრაცეპტიული ეფექტის მისაღებად.

გამოყენების წესი

გამოიყენება ერთჯერადად. კონდომი ფრთხილად უნდა ამოიღოთ პაკეტიდან და წინასწარი გაშლის გარეშე ჩამოიცვათ გამაგრებულ ასოზე, ისე რომ ბოლოში დარჩეს თავისუფალი ადგილი სპერმის ჩაღვრისათვის, საიდანაც თითების მოჭერით ჰაერი წინასწარ უნდა გამოიდევნოს.
სქესობრივი აქტის დასრულების და საშოდან გამოსვლის შემდეგ კონდომი უნდა მოიხსნას ჯერ კიდევ გამაგრებული ასოდან ფრთხილად, ისე რომ სპერმა არ გადმოიღვაროს, გაიხვიოს ქაღალდში და მოთავსდეს სანაგვეში.
უმჯობესია კონდომის გამოყენება სპერმიციდებთან (სპერმატოზოიდების დამშლელი ნივთიერებები) ერთად, ამით თქვენ ორმაგად იქნებით დაცული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონდომი გაიხევა.
არ შეიძლება ვადაგასული, დაზიანებული პაკეტიდან პრეზერვატივის მოხმარება და დამხმარე საცხის სახით ვაზელინის, ან სხვა ცხიმის გამოყენება.
აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure29/brochure29.htm; გადასვლა > ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფცია


webკონდომი
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!