პირველი კბილები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

კბილების ამოჭრისას საჭირო ნივთები ,,ამაზონზე” 
აქსესუარები მატყუარა საწოვრისთვის
მატყუარა საწოვრები 

კბილის ჯაგრისები 
კბილის პასტები 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვის

პირველი კბილები: ფაქტები, მითები, მოლოდინი

მშობლები ხშირად ძალიან განიცდიან ბავშვების პირველი კბილების ამოსვლას: რა ასაკში უნდა ამოვიდეს, როგორ დაეხმარონ ბავშვს ამ პერიოდში და რამდენი კბილი უნდა ამოვიდეს საბოლოოდ?

ფაქტები

სარძევე თანკბილვის ნორმალურ ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მასზე არის დამოკიდებული ყბა-სახის სისტემის შემდგომი განვითარება.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი სარძევე კბილების ამოჭრისთანავე დავიწყოთ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
სარძევე თანკბილვა 20 კბილისგან შედგება.
6-8 თვის ასაკისთვის ამოიჭრება ქვედა ყბის ცენტრალური საჭრელები (1 ან 2 კბილი).
მათ შემდეგ ამოდის ზედა ყბის ცენტრალური საჭრელები.
8-12 თვის ასაკში ჩნდება გვერდითი საჭრელები ჯერ ქვედა, შემდეგ კი ზედა ყბაზე.
პირველი მოლარები, ძირითადად, ამოდის 12-16 თვეზე, ეშვები – 16-20 თვეზე და ბოლოს, მეორე მოლარები – 16-20 თვეზე.
ზოგიერთ მშობელს აღელვებს ბავშვის სარძევე კბილების ასიმეტრიული მდებარეობა.
თუმცა, ეს დაავადებად არ ითვლება.
16 კბილის ამოსვლის შემდეგ, საკვების დაღეჭვის შედეგად, სარძევე კბილები თავის ადგილზე დგება.

მითები

ითვლება, რომ კბილების ამოჭრის პროცესი ბავშვისთვის მძიმედ მიმდინარეობს: ის ჭირვეულობს, ხშირად ტირის, ყველაფერს პირში იდებს, რაც ხელში მოხვდება, უწევს სხეულის ტემპერატურა და ვითარდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

ამასთან დაკავშირებით უნდა მოგახსენოთ, რომ:

  1. ბავშვს 4 თვის ასაკიდან აღენიშნება მომატებული სალივაცია ანუ ნერწყვდენა. მშობლებს ჰგონიათ, რომ პირველი კბილი ეს-ეს არის ამოიჭრება, მაგრამ გადის 1-2 თვე და არაფერი არ ხდება.
    ნუ შეშინდებით: ხშირად ინტერვალი სანერწყვე ჯირკვლების აქტიური მუშაობის დაწყებასა და პირველი კბილების ამოსვლას შორის 2-3 თვეა.
  2. ბავშვი ყველაფერს პირში იდებს არა მარტო კბილების ამოჭრის გამო, არამედ იმიტომ, რომ სიცოცხლის გარკვეულ თვეებში სხვადასხვა საგნებისთვის გემოსა და სიმაგრის გასინჯვა ბავშვისთვის სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი საშუალებაა.
    თუ ღრძილები შეშუპებულია და გაწითლებული, ბავშვი კი ჭირვეულობს, გამოიყენეთ სპეციალური საბავშვო ტკივილგამაყუჩებელი გელები (მრავალი დედისთვის ისინი ნამდვილი ხსნაა) და უყიდეთ ბავშვს სპეციალური რეზინის რგოლი ღრძილების მასაჟისთვის.
    იგი შეიძლება იყოს მთლიანი ან ივსებოდეს ცივი წყლით, რომელსაც დამატებითი დამამშვიდებელი მოქმედება აქვს.
  3. ადრე ითვლებოდა, რომ კბილების ამოჭრის გამო ბავშვებში ჩნდება პრობლემები ნაწლავების მხრივ, ასევე მატულობს სხეულის ტემპერატურა.
    მაგრამ, თანამედროვე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს პრობლემები ხშირად არ არის კავშირში პირველი კბილების ამოჭრასთან: უბრალოდ, კბილების ამოჭრის დროს ბავშვს უქვეითდება ზოგადი იმუნიტეტი და იგი უფრო მგრძნობიარე ხდება სხვადასხვა ბაქტერიებისა და ინფექციების მიმართ.
    ამიტომ, მსგავსი ნიშნების აღმოჩენისას უმჯობესია მაშინვე მიმართოთ პედიატრს, რომ გამოირიცხოს ინფექციური დაავადებების განვითარების საშიშროება.
  4. ბავშვის კბილების ამოსვლა ყველა ოჯახისთვის მძიმე მოვლენა არ არის.
    ზოგიერთ ბავშვს მშვიდად გადააქვს ეს პროცესი და მშობლებს განსაკუთრებულად არ აწუხებს.

თუ თქვენ პატარას მაინც მტკივნეულად გადააქვს პირველი კბილების ამოჭრის პროცესი, ვერ იძინებს და ტირის ტკივილის გამო, სთხოვეთ ექიმს დაგინიშნოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რომელიც აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება და განკუთვნილია სპეციალურად ბავშვებისთვის.

მოლოდინი

აღწერილია შემთხვევები, როდესაც ბავშვს კბილები საერთოდ არ ამოსდის – პროფესიონალურ ენაზე ამ მოვლენას სრული ადენტია ეწოდება, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია მოვლენაა!
თუმცა ბოლო დროს ძალიან გახშირდა კბილების დაგვიანებით ამოჭრის შემთხვევები.
ამის მიზეზი ბევრია: ცუდი ეკოლოგია, ვიტამინების ნაკლებობა, გენეტიკური მემკვიდრეობითობა და სხვა.
ასევე უფრო ხშირი გახდა ზოგიერთი კბილებისა და მათი ჩანასახების არარსებობის შემთხვევები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს კაცობრიობის კვების ტიპის შეცვლასთან: ადამიანის საკვები უფრო რბილი გახდა, საჭირო აღარ არის მისი დიდხანს ღეჭვა და მოკბეჩისა და ღეჭვისთვის ნაკლებად საჭირო კბილები უბრალოდ აღარ ამოდიან.
ძირითადად, ეს არის ზედა გვერდითი  საჭრელები, ზედა ან ქვედა მეორე პრემოლარები.
ჩანასახის არარსებობის დასადასტურებლად, აუცილებელია პანორამული სურათის გადაღება (ორთოპანტოგრამა), როდესაც ბავშვი დაახლოებით 7 წლის იქნება, განსაკუთრებით, თუ მსგავსი თავისებურებები უკვე აღინიშნა მშობლებში ან ნათესავებში.
სარძევე თანკბილვის მდგომარეობის ადრეული დიაგნოსტიკა მრავალი პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ ნერვიულობთ, რომ ბავშვს პირველი კბილის ამოსვლა ცოტა დაუგვიანდა.
სტომატოლოგები გვირჩევენ მოვიცადოთ 1,5-2 წლამდე და მხოლოდ შემდეგ მივიდეთ კონსულტაციაზე სპეციალისტთან, წინასწარ კი უნდა გადავიღოთ ორთოპანტომოგრამა.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი ბავშვი ინდივიდუალურია, განვითარების თავისი პროგრამით და არ ღირს ნერვიულობა, თუ მას აქვს ცხოვრების საკუთარი ტემპი, სხვებისგან განსხვავებული.
მთავარია, მან იცოდეს რომ ის თქვენთვის განსაკუთრებულია და მაშინ ის გაიღიმებს არა მარტო იმიტომ, რომ თავისი პირველი კბილები გაჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ ის მართლაც ბედნიერია.

აღებულია dentalcafe.ge  –დან.
მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს. გადასვლა >> სტომატოლოგია 2. >> ბავშვი


პირველი კბილებიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგანპირველი კბილები

🦷 სარძევე თანკბილვის ნორმალურ ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მასზე არის დამოკიდებული ყბა-სახის სისტემის შემდგომი განვითარება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი სარძევე კბილების ამოჭრისთანავე დავიწყოთ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
📌 სარძევე თანკბილვა შედგება 20 კბილისგან:
✅ 6-8 თვის ასაკისთვის ამოიჭრება ქვედა ყბის ცენტრალური საჭრელები (1 ან 2 კბილი). მათ შემდეგ ამოდის ზედა ყბის ცენტრალური საჭრელები;
✅ 8-12 თვის ასაკში ჩნდება გვერდითი საჭრელები ჯერ ქვედა, შემდეგ კი ზედა ყბაზე.
✅ 12-16 თვეზე ამოდის პირველი მოლარები;
✅ 16-20 თვეზე – ეშვები და მეორე მოლარები;
🆘 ზოგიერთ მშობელს აღელვებს ბავშვის სარძევე კბილების ასიმეტრიული მდებარეობა. თუმცა, ეს დაავადებად არ ითვლება.
🤗 16 კბილის ამოსვლის შემდეგ, საკვების დაღეჭვის შედეგად, სარძევე კბილები თავის ადგილზე დგება.
👉 გაიგეთ მეტი ბავშვის პირველ კბილებზე – https://bit.ly/3OwGclU
#პირველიკბილები #კბილებისამოჭრა #კბილებისამოჭრისსიმპტომები #კბილებისამოჭრისნიშნები #გამონაყარიბავშვებში #ტირილი #კბენა #ძლიერინერწყვდენა #გაღიზიანებადობა #ჭამაზეუარისთქმა #პირველიმოლარები #პირველისაჭრელები #პირველიეშვები #სარძევეკბილები #სარძევეთანკბილვა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.