რა არის სლინგი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” სლინგები განყოფილება >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვის

რა არის სლინგი

სხვადასხვა კონსტრუქციის  ნაჭრის მოწყობილობაა ბავშვის სატარებლად, სიცოცხლის პირველივე თვეებიდან 2 – 3 წლამდე.
სლინგში ბავშვი მჭიდროდ არის შეხვეული, ან შეკრული დედაზე.
ევროპაში, აშშ-ში და რუსეთში სლინგების გამოყენებამ ამჟამად მიაღწია ნამდვილ ბუმს.
სლინგი — ეს არის ბუნებრივი და ლამაზი და კიდევ ძალიან სასარგებლო ნივთი:
დედა ხდება მობილური და შეუძლია იცხოვროს აქტიური ცხოვრების წესით.

ბავშვით სლინგში ძალიან მოსახერხებელია გადაადგილება ქალაქში, მოგზაურობა, ესტუმრო ყველანაირ ღონისძიებებს და ადგილებს, სადაც ძნელია მოხვედრა საბავშვო ეტლით.

  • სლინგი შეეფერება ბავშვებს სხვადასხვა ასაკის, არც ერთი ბავშვი არ აღმოჩნდება პატარა ასეთი ტიპის სატარებლისთვის. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება მოხდეს — თქვენი შვილი გახდება ძალიან მძიმე, მაგრამ ამ დროისთვის ის ალბათ უკვე დაიწყებს სიარულს.
    ჩვეულებრივ სლინგში ბავშვებს ატარებენ 2-3 წლამდე, ზოგჯერ უფრო დიდ ხანს.
  • სლინგში დედას შეუძლია ადვილად და სრულიად შეუმჩნევლად აჭამოს ბავშვს ძუძუ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. ეს ხელს უწყობს ძუძუთი კვების დარეგულირებას და გახანგრძლივებას.
  • სლინგი — შეუცვლელია, როცა დედას სჭირდება საჭმლის გაკეთება, დალაგება ან სხვა სახლის საქმეების კეთება, ამ დროს კი ბავშვს უნდა ხელებზე ყოფნა.
  • ჩვილი ბავშვები, რომლებსაც რეგულარულად ატარებენ სლინგში, არ განიცდიან დაკარგვის ან მარტოობის გრძნობას, ამიტომაც ნაკლებს ტირიან და ადრე ხდებიან დამოუკიდებელნი.
  • სლინგი ფიზიოლოგიურია. სათანადო და რბილი მხარდაჭერის მეშვეობით, ბავშვის ხერხემალი ფორმირდება სწორად. დატვირთვის თანაბარი განაწილების მეშვეობით, დედას არ სტკივა წელი. სლინგი — მენჯ-ბარძაყის ძვლების დისპლაზიის პრევენცია.
  • სლინგის გამოყენება შეუძლია როგორც დედას, ისევე მამას. მამების უმეტესობას უყვართ თავისი შვილების ტარება სლინგში, ეს მოსახერხებელია, სასიამოვნო და სახალისოა.
  • სლინგში ყოფნისას, ბავშვი ხედავს მთელ მრავალფეროვნებას რომელიც არის მის გარშემო და არ შემოიფარგლება ლოგინიდან ან სასეირნო ეტლიდან განსაზღვრული სამყაროთი.
  • ბავშვი, რომელიც ტირის სლინგში მალე წყნარდება.
  • სლინგში ბავშვი იგივე მდგომარეობაშია, როგორც დედის ხელებში — ეს არის ყველაზე ბუნებრივი ბავშვის მდგომარეობა, ჩამოყალიბებული ადამიანის ევოლუციით, და ესეეგი ყველაზე უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის.
  • სლინგი გაძლევთ საშუალებას ატაროთ თქვენი შვილი სხვადასხვა ხერხით, თქვენი მოგზაურობის ხანგრძლივობიდან და ბავშვის წონიდან გამომდინარე.
  • სლინგი დამზადებულია მსუბუქი, მოსახერხებელი ქსოვილიდან, ის არაფერს არ იწონის, ის არის მოსახერხებელი „ჯიბის“ საბავშვო ეტლი. აღებულია http://www.happymum.ge/?page_id=2703

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.