ავადმყოფის სახლში მოვლა – გარემო

ავადმყოფის სახლში მოვლა
ამ  გვერდიდან შეგიძლიათ  გამოიწეროთ ავადმყოფის მოვლის საშუალებები  ,,ამაზონიდან”. იხ. ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ავადმყოფის მოვლა სახლის პირობებში – გარემო

პირველ რიგში, ავადმყოფს მისთვის სასურველი გარემო პირობები უნდა შევუქმნათ. ოთახი უნდა იყოს მყუდრო (ზედმეტი ხმაურისაგან დაცული), ნათელი, თბილი და ადვილად ნიავდებოდეს. აუცილებელია მუქი ფარდები ჭარბი სინათლის თავიდან ასაცილებლად. საწოლი სასურველია იდგას ფანჯრისგან მოშორებით. აუცილებელი ნივთები ავადმყოფის თვალთახედვის არეში და ხელმისაწვდომ მანძილზე იყოს მოთავსებული. უნდა გავითვალისწინოთ ავადმყოფის ძველი ჩვევები. მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ჩვეული და მყუდრო გარემო, შევუქმნათ ხელსაყრელი პირობები.


ადამიანმა თავი მიტოვებულად არ უნდა იგრძნოს. უნდა ვიზრუნოთ პაციენტისთვის ძვირფასი ურთიერთობების შენარჩუნებაზე: ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მოძღვართან და სხვა. სურვილის მიხედვით უნდა შეეძლოს რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით ახალი ამბების გაგება, მუსიკის მოსმენა.

საწოლი უნდა იყოს ორივე მხრიდან ადვილად მისადგომი, რბილი და მოსახერხებელი ქვეშაგებით. იდეალურია საავადმყოფოს საწოლი, რომელიც შეიძლება დავაყენოთ სასურველ სიმაღლეზე, წამოვუწიოთ თავისა და ფეხების ნაწილი, გადავაადგილოთ ოთახში ბორბლებით, მასზე ადვილად შეიძლება დამხმარე საშუალებების მიმაგრება (მაგალითად, პატარა მაგიდის, ძელის და ა. შ). იდეალურია, აგრეთვე, ნაწოლების თავიდან ასაცილებლად გამიზნული სპეციალური ლეიბი მოუხერხებელია ტახტი და ორადგილიანი საწოლი.

♦ ნაწოლების პრევენციის საშუალებები ,,ამაზონზე” decubitus ulcer prevention >> 


სასურველია საწოლი გარკვეული სიმაღლის იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ მომვლელის ხერხემლის არასწორი დატვირთვა და აქედან გამომდინარე ტრავმები. ხერხემლის მოხრილ მდგომარეობაში სიმძიმით დატვირთვა სახიფათოა!

თუ საწოლის სიმაღლის შეცვლა შეუძლებელია, მომვლელმა დატვირთვისას ხერხემლის სწორი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს სწორი მოქმედებისას მომვლელმა შეიძლება ნაკლები ფიზიკური დატვირთვით მოახერხოს მძიმე წონის ავადმყოფის მოვლა!

გარდა ამისა, შეიძლება ჩვეულებრივი საწოლი სასურველ დონემდე სხვადასხვა მარტივი საშუალებებით ავამაღლოთ.

საწოლს მიჯაჭვული ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და მოხერხებული წოლა. არასწორი წოლა იწვევს შემდეგ გართულებებს: ნაწოლები, სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა, ტკივილი და ფილტვების ანთება.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure26/brochure26.htm; გადასვლა >>> ავადმყოფის სახლში მოვლა