დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია

..

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია — უშვილობის მკურნალობის მეთოდები,როდესაც განაყოფიერების და ემბრიონის ადრეული განვითარების ერთი ან ყველა ეტაპი ტარდება ორგანიზმის გარეთ. დამხმარე რეპრდუქციული ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლოა უშვილობის პრაქტიკულად ყველა ცნობილი ფორმის დაძლევა. დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება:

  • ექსტრაკორპორალური განაყოფიერება
  • სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ინექცია
  • სპერმის დონაცია
  • ოოციტების დონაცია
  • სუროგაცია
  • საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია

_______________________________________

გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

.