კვება ორსულობისას – როგორ მოქმედებს დედის კვება ბავშვის კბილების ჯანმრთელობაზე

კვება ორსულობისას

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”


როგორ მოქმედებს დედის კვება ბავშვის კბილების ჯანმრთელობაზე

არ ღირს მსჯელობა იმაზე, რაც ისედაც ყველასათვის ნათელია: ნაყოფისთვის საკვები ნივთიერებებისა და საერთოდ საკვების ერთადერთი წყაროა ის, რითიც იკვებება დედა. მაგრამ სამწუხაროდ, მრავალი მომავალი დედა დარწმუნებულია, რომ ბავშვი სიცოცხლისა და შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელ ნივთიერებათა ძირითად მარაგს მიიღებს უკვე დაბადების შემდეგ – დედის რძით და დამატებითი საკვებით. აღნიშნულის მიზეზია არასაკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისა და მისი კბილების ჯანმრთელობისთვის მის კვებას დაბადებამდე.

კვლევები

სამედიცინო კვლევებით დადასტურდა, რომ პირის ღრუს რომელიმე დაავადება ბავშვებში, ძირითადად, ჩნდება ორსულობის დროს დედის არასწორი კვების გამო. როდესაც ბავშვში აღმოჩნდება კბილების პრობლემები, ამის მიზეზად მის არასწორ კვებას და კბილების არასაკმარის ჰიგიენას ასახელებენ. აღნიშნულ სტატიაში არავინ არ აკნინებს ბავშვის ზედმიწევნით გათვლილი კვებისა და პირის ღრუში მუდმივი სისუსფთავის შენარჩუნების მნიშვნელობას. ავტორის მთავარი მიზანია – მკითხველის ყურადღება მიაპყროს იმ ფაქტს, რომ მაიმუნებზე ცდები, როდესაც მეცნიერები განზრახ ცდილობდნენ კარიესი გამოეწვიათ ჯანმრთელ კბილებზე არასწორი დიეტის გზით, წარუმატებლად დასრულდა. შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კბილების დაავადებები გამოწვეულია უფრო ღრმა მიზეზებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ჯერ კიდევ ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდის დროს, კონკრეტულად კი – დედის კვებით.

ის, რომ მომავალი დედის არასწორი კვება პირდაპირ აისახება როგორც ბავშვზე, ასევე მის საკუთარ ჯანმრთელობაზე, დამტკიცებას არ საჭიროებს. ყველასათვის ცნობილია, რა ხშირად კარგავენ ორსულები კბილებს. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ცხოველთა და ველურთა სამყაროში ეს პრობლემები არ არსებობს. ისინი წარმოიშვა სწორედ ცივილიზებულ სამყაროში და ყოველწლიურად სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს, ჩვენი ცხოვრების სამეცნიერო და ტექნიკური განვითარების პარალელურად.

რა შუაშია აქ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი? ყველაფერი ძალიან მარტივია. რაც უფრო მაღლა მიდის კაცობრიობის სამეცნიერო შემეცნება, მით უფრო არაჯანსაღი ხდება ჩვენი კვება. ჩვენს საკვებში შემავალი ხელოვნური და ე.წ. „ნატურალურის იდენტური” საკვები დანამატები, კონსერვანტები და ნატურალური პროდუქტების შემცვლელები – ყოველივე ეს განაპირობებს ბავშვის შესაბამის კვებას დედის ორგანიზმში. და როდესაც ორსულს არ აქვს სხვა არჩევანი ან საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის საჭირო ბავშვის სწორად განვითარებისთვის, ვითარდება მრავალი პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ.

ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბი საკვები თანდათან გამოფიტავს ორგანიზმის ნერვულ სისტემას და იმუნიტეტს. თუ ყოველდღიურ რაციონში აღინიშნება კალციუმის დეფიციტი, ეს დედისა და შედეგად, ბავშვის ცუდი კბილების ძირითადი მიზეზია. ამავდროულად, ძვლების ანთება და დაშლა – ყველასათვის ცნობილი კარიესი – ვითარდება როგორც კბილებზე, ასევე ყბებზე, თავის ქალისა და მრავალ სხვა ძვალზე. ეს კი გარდაუვალად იწვევს სხვა, ზოგჯერ უფრო სერიოზული დაავადებების განვითარებას, ვიდრე კარიესია პირის ღრუში.
C ვიტამინის დეფიციტი იწვევს კბილის მინანქრის დაშლას და სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების დიდ რისკს ბავშვში. თუმცა, ყოველდღიურ საკვებში ამ ვიტამინის დეფიციტის დროული შევსება (თუ დაშლა ძალიან შორს წასული არ არის) იწვევს კბილის ქსოვილის თანდათანობით აღდგენას. კბილის მინანქარი უფრო თხელი ხდება ფტორისა და ფოსფორის უკმარისობის გამოც. ჩვენი საკვები მდიდარი რომ იყოს ახალი ხილ-ბოსტნეულით, ხოლო მარცვლოვნებს რომ ვიყენებდეთ მათი ბუნებრივი და არა გაწმენდილი სახით, ეს პრობლემა საერთოდ არ იარსებებდა.

კვების რაციონი

ბავშვის კბილები რომ სწორად განვითარდეს, საკუთარი რაციონი უნდა გავამდიდროთ ახალი ხილ-ბოსტნეულით, მწვანილით, კაკლით, თევზით, ქატოთი, კენკროვნებით, ნატურალური რძის პროდუქტებით. რძის გამოყენება უმჯობესია მჟავე სახით, კვერცხის – მოხარშული ცილითა და თოხლო გულით, რომელიც შეიცავს მრავალ ვიტამინს. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი რაოდენობით მჟავაწარმომქმნელი ნივთიერებების გამოყენების დროს მრავალი მინერალი იშლება. ამ მხრივ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რაც ძირითადად, მხოლოდ პროფესიონალებისთვის არის ცნობილი. მაგრამ თითოეული მომავალი დედისთვის აუცილებელია მათში გარკვევა, თუ იგი მართლაც არის დაინტერესებული ჯანმრთელი ბავშვის დაბადებით. აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს. გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”;  გადასვლა >>> ,,ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

.