კოლოპროქტოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა


თანამედროვე ულტრასონოგრაფია, კოლორექტალური კიბოს დიაგნოსტიკის ღირებული მეთოდია, რომელიც კიბოს გავრცელების ხარისხის შეფასების, ასევე ლიმფურ კვანძებსა და  ღვიძლში  მეტასტაზების არსებობაზე მსჯელობის  საშუალებას იძლევა.
ენდორექტალური გადამცემისა  და ულტრაბგერითი კოლონოსკოპიის  გამოყენება ობიექტური დიაგნოსტიკის შესაძლებობების გაფართოების საშუალებას იძლევა.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


სწორი ნაწლავისა და კოლინჯის ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, შესაძლოა განხორციელდეს გარეგნულად კეთილთვისებიანი ადენომების მდგომარეობის შეფასება, კიბოს დროს ნაწლავის კედლის სიმსივნური ინვაზიის განსაზღვრა, ასევე ნაწლავის მიმდებარე ლიმფური კვანძების მდგომარეობის შეფასება.

ინტრაოპერაციული ულტრასონოგრაფია

ინტრაოპერაციული ულტრასონოგრაფია არის მეთოდი, რომელიც (ტრანსაბდომინალურ ულტრასონოგრაფიასთან კომპლექსში გამოყენების დროს) ავთვისებიანი პროცესის გავრცელების განსაზღვრის, ღვიძლში კეროვანი წარმონაქმნების დიფერენციალური დიაგნოსტიკის დიდი სიზუსტით ჩატარების საშუალებას იძლევა.
მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებში, ღვიძლის მეტასტაზური დაზიანების დროს, ინტრაოპერაციული ულტრასონოგრაფიის დიაგნოსტიკის სიზუსტე 99,2% შეადგენს.

კომბინირენული მეთოდი

ულტრაბგერითი გამოკვლევის ორი მეთოდიკის კომბინირებულად გამოყენება (მუცლის წინა კედლიდან და ენდორექტალურად) სწორ ნაწლავში ანთებითი და სიმსივნური პროცესების (დისტალური არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი- კიბო) დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარებაში გვეხმარება.
მწვავე პარაპროქტიტის დროს ოპერაციამდელ ეტაპზე,  ულტრაბგერითი გამოკვლევა,  ქსოვილებში ანთებითი პროცესების ადრეული გამოვლინებების, ფისტულის შიგნითა ხვრელის,  სფინქტერების ბოჭკოებთან მიმართებაში ფისტულის არხის მდებარეობის, სწორი ნაწლავის კედლის პროცესში ჩართვის დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.
ამ მიზნებისთვის ტრანსაბდომინალურ და ენდორექტალურ მიდგომასთან ერთად ასევე, შორისის მხრიდან მიდგომა გამოიყენება.
ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი თანაბრად, ქრონიკული პარაპროქტიტის ( სწორი ნაწლავის ფისტულის) დიაგნოსტიკას  მიეკუთვნება.

ულტრაბგერითი გამოკვლევა

პარარექტალური ქსოვილების არაორგანული სიმსსივნეების დიაგნოსტიკაში, რომლებსაც სწორი ნაწლავის სიმსივნის სიმულირება შეუძლიათ  დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ულტრაბგერით გამოკვლევას. დიაგნოსტიკის სიზუსტე 90% შეადგენს.
მუცლის წინა კედლიდან გამოკვლევისას საზღვრავენ წარმონაქმნის ზომებს, ზედა პოლუსის მდებარეობას, რაც მნიშვნელოვანია ოპერაციული მიდგომის შესარჩევად, გამოვლინდება შარდსაწვეთების მენჯის ნაწილებთან, შარდის ბუშტთან ურთიერთობა.
ენდორექტალური ულტრასონოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია მცირე ზომის  წარმონაქმნების დიაგნოსტიკა, ლევატორებთან მიმართებაში გაცილებით ზუსტი ტოპიკური დიაგნოსტიკა,  ასევე სწორი ნაწლავის კედელში სიმსივნის ჩაზრდის განსაზღვრა.
ულტრასონოგრაფია არის მეთოდი, რომელიც განსაკუთრებული მომზადებისა და დიდი ტექნიკური სიძნელეების გარეშე, სწორი ნაწლავისა და მეზობელი ორგანოების მდგომარეობის განსაზღვრის  საშუალებას იძლევა, რაც განსაკუთრებით ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკისთვისაა მნიშვნელოვანი (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) დივერტიკულოზი და სხვ.
დიაგნოსტიკის სიზუსტე უმეტესწილად, მიღებული მონაცემების სწორ ინტერპრეტაციასა და გამომკვლევის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. 

კოლოპროქტოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🔬 კოლორექტალური კიბოს დიაგნოსტიკის ღირებული მეთოდია თანამედროვე ულტრასონოგრაფია, რომელიც კიბოს გავრცელების ხარისხის შეფასების, ასევე ლიმფურ კვანძებსა და ღვიძლში მეტასტაზების არსებობაზე მსჯელობის საშუალებას იძლევა
📌 სწორი ნაწლავისა და კოლინჯის ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, შესაძლოა განხორციელდეს:

✅ გარეგნულად კეთილთვისებიანი ადენომების მდგომარეობის შეფასება;
✅ კიბოს დროს ნაწლავის კედლის სიმსივნური ინვაზიის განსაზღვრა;
✅ ნაწლავის მიმდებარე ლიმფური კვანძების მდგომარეობის შეფასება
🔘 პარარექტალური ქსოვილების არაორგანული სიმსსივნეების დიაგნოსტიკაში, რომლებსაც სწორი ნაწლავის სიმსივნის სიმულირება შეუძლიათ დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ულტრაბგერით გამოკვლევას
📈 დიაგნოსტიკის სიზუსტე შეადგენს 90%-ს
👉 გაიგეთ მეტი კოლოპროქტოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევაზე – https://bit.ly/3vISwqX
#კოლორექტალურიკიბო #კოლორექტალურიკიბოსსიმპტომები #კოლორექტალურიკიბოსნიშნები #კოლორექტალურიკიბოსდიაგნოსტიკა #ულტრაბგერა #ულტრასონოგრაფია #ნაწლავურიმოქმედებისცვლილება #დიარეა #შეკრულობა #ყაბზობა #წონისაუხსნელიკლება #სისხლიანიგანავალი #მუცლისტკივილი #მუცლისსპაზმი #პროქტოლოგია #კოლოპროტქტოლოგია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> 1. კოლოპროქტოლოგია
2. ანალიზები, დიაგნოსტიკა 


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.