კორონარული თრომბის ასპირაცია

TASTE      კვლევა

TASTE, კორონარული თრომბის ასპირაცია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი,  კორონარული სტენტირება

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ https://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/

სასარგებლოა თუ არა პაციენტისთვის მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში კორონარული სტენტირების წინ თრომბის ასპირაცია (ამოწოვა)სპეციალური კორონარული ასპირაციული კათეტერით? >>>

TASTE: Does Thrombus Aspiration Before PCI Reduce 30-Day Mortality in STEMI Patients?
„Taste” კვლევა ეხებოდაST სეგმენტის ელევაციის მქონე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, კორონარული არტერიიდან თრომბის ასპირაციის ეფექტურობას, მასზე კანქვეშა კორონარული ინტერვენციის( PCI) განხორციელებამდე. 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ “TAPAS”-მა გამოავლინა თრომბის ასპირაციის ეფექტურობა და მოიპოვა უდიდესი პოპულარობა ინტერვენციონისტებს შორის, თუმცა “TASTE” კვლევამ, რომელიც თავისი მაშტაბებით და პაციენტთა რაოდენობით მნიშვნელოვნად აღემატებოდა “TAPAS”, გააქარწყლა ეს იმედები. კვლევამ აჩვენა, რომ PCI ჩატარებიდან 30 დღის შემდეგ თრომბის წინასწარ ასპირაციას არავითარი უპირატესობა არ ჰქონდა, იმ ჯგუფის პაციენტებთან, რომლებსაც აღნიშნული პროცედურა არ ჩაუტარდათ. ეს გამოიხატებოდა, საერთო სიკვდილიანობაში, განმეორებით ჰოსპიტალიზაციაში, სტენტის თრომბიზში და პროცედურის შემდგომ განვითარებულ ინსულტების რაოდენობაში. აღნიშნულმა კვლევამ მნიშვნელოვნად შეამცირა PCI წინ თრომბის ასპირაციის პროცედურის სტანდარტულად ჩატარების მართებულობის საკითხი.

შეიძლება ითქვს, რომ საქართველოში არც ჩატარებულა კორონარული თრომბის ასპირაცია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს და ალბათ არც არასოდეს ჩატარდება ამ კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ.
.

ავტორი: დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ https://www.medgeo.net/2013/12/09/consultacia-10/

______________________________________________

გადასვლა >>>> ,,კარდიოლოგია/ანგიოლოგია” 

.