ეკგ დისტანციურად
ბატონ დავით მალიძეს!
გამარჯობათ, მაინტერესებს ჩანს თუ არა რაიმე ცვლილება ამ კარდიოგრამაზე? >>>
პასუხი: გამარჯობათ! ამ ეკგ–ზე ჩანს მხოლოდ გარდამავალი ზონის გადახრა მარცხნივ რაც გულის ვერტიკალურ მდგომარეობაზე მიუთითებს და არ მიეკუთვნება პათოლოგიას. ეტყობა ამ ეკგს პატრონი მაღალი და გამხდარია.