კორონარული ნელი ნაკადის ფენომენი ანუ კორონარული სინდრომი Y

კორონარული ნელი ნაკადის ფენომენი  ანუ კორონარული სინდრომი Y

 

 

 

კორონარული ნელი ნაკადის ფენომენი, კორონარული სინდრომი Y, კორონარული სინდრომი X, ნებივალოლი , TIMI ნაკადი 

კორონარული ნელი ნაკადის ფენომენი (კნნფ) , ანუ როგორც მას მეორენაირად უწოდებენ კორონარული სინდრომი  Y, არის ანგიოგრაფიული ფენომენი, რომელიც ხასიათდება საკონტრასტო ნივთიერების ნელი მოძრაობით ვიზუალურად არაობსტრუქციულ კორონრულ არტერიაში. მისი მკურნალობა და პროგნოზი დაზუსტებული არ არის. სტატიაში მოცემულია კნნფ–ის მენეჯმენტის მონახაზი, დღეს–დღეობით არსებული მტკიცებითი კვლევების საფუძველზე.>>>

კნნფ იდენტიფიცირებული იყო როგორც თვითმყოფადი კლინიკურ ერთეულად 1972 წელს (1).  ამ ფენომენის დროს მნიშვნელოვანი ათეროსკლეროზული „ფოლაქის“ არმქონე კორონარულ არტერიის დისტალური შეღებვა საკონტრასტო ნივთიერებით ანგიოგრაფიის დროს  ხდება დაგვიანებით.

კნნფ საჭიროა დიფერენცირებული იყოს ნელი ნაკადისგან, რომელსაც ადგილი აქვს კორონარული სტენტირების დროს.

უფრო მეტიც, კნნფ თავისი კლინიკური პროფილით განსხვავადება X სინდრომისგან და აგრეთვე, ისეთი მეორადი ნელი ნაკადის გამომწვევი მიზეზებისგან როგორიცაა, კორონარული არტერიების ექტაზია (გაფართოება) ან სპაზმი (შევიწროება), მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია, გულის სარქვლოვანი და შემაერთებელ ქსოვილოვანი დაავდებები.

კნნფ აღინიშნება ყველა კორონარული ანგიოგრამების 1–7 % –ში.

დიაგნოზი

კნნფ ზუსტი პათოგენეზი ჯერ ჯერობით უცნობია და ალბათ მულტიფაქტორულია. ამ ფემომენში ჩართულია, გულის მიკროვასკულური სისტემის ფუნქციური და მორფოლოგიური დარღვევები, ენდოთელური დისფუნქცია, ანთების პროდუქტები, ეპიკარდიული არტერიების ფარული ათეროსკლეროზული თუ ანატომიური ფაქტორები (2).
კნნფ დიაგნოზი ისმება  TIMI ნაკადის (კორონარული არტერიის შევსების შეფასების მეთოდი) საფეხურით ან TIMI კადრების რიცხვით (3). ხშირად კნნფ მიჩნეულია როცა  სახეზეა TIMI-2 საფეხური (ე.ი. როცა კორონარული არტერია საჭიროებს გულის 3 შეკუმშვაზე მეტს სისხლძარღვის საკონტრასტო ნივთიერებით შეღებვამდე) ან თუ TIMI კადრების რიცხვი> 27 (4).
პაციენტებს რომლებსაც აქვთ კნნფ.  ხშირდ აღენიშნებათ ტკივილი გულმკერდის მიდამოში და ეკგ ცვლილებები. ეს პაციენტები ხშირად ხვდებიან ემერჯენსის განყოფილებაში მწვავე კორონარული სინდრომის დიაგნოზით (5) და  შეიძლება ჰქონდეთ მომატებული ტროპონინი.

მათ ხშირად აქვთ პარკუჭოვანი არითმიები და არანორმალური QT დისპერსია (6). ეს ფენომენი უფრო მეტად დამახასიათებელია მწეველი ახალგაზრდა მამაკაცებისთვის.

მკურნალობა

კნნფ–ს მკურნალობა კარგად არ არის შესწავლილი. T ტიპის კალციუმის არხების ბლოკატორმა მიფებრადილმა, კვლევებში აჩვენა როგორც კლინიკური,  ასევე ანგიოგრაფული მონაცაემების გაუმჯობესება (7). მაგრამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებისას არასასურველი რეაქციების გამო,  მიფებრადილი ამჟამად ამოღებულია პრაქტიკიდან. რაც შეეხება ჩვეულებრივი L ტიპის კალციუმის არხების ბლოკატორების გამოყენებას–ჯერჯერობით მათ შესახებ მხოლოდ მწირი მონაცემები არსებობს. ნიტროგლიცერინს გააჩნია შეზღუდული შესაძლებლობები.

Kurtoglu et   ჩატარებულ კვლევაში დიპირიდამოლმა აჩვენა დადებითი შედეგები, როგორც სიმპტომების აგრეთვე ანგიოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესების მხრივ (8). სტატინები, მათი პლეიოტროპული ეფექტის გამო სისხლძარღვების ფუნქციაზე, აღმოჩნდა სასარგებლო კნნფ–ს  მკურნალობაში (9). by Albayrak et al მიერ ჩატარებულ კვლევაში NO-ს გამაძლიერებელი ბეტა ბლოკატორი ნებივალოლი მხრის არტერიის გაფართოების საშუალებით იწვევდა ტკივილის მოხსნას გულმკერდის მიდამოში (10).

პროგნოზი

კნნფ –ს ზოგადად ახასიათებს ხანგრძლივი, კარგი პროგნოზი მაგრამ ცხოვრებაში შეიძლება ხელახლა მეორდებოდეს.  ლიტერატურაში მოცემულია პარკუჭოვანი არითმიების და თვით უეცარი სიკვდილის განვითარება ამ ფენომენის არსებობის დროს.

ერთ ერთი კვლევა ჩატარდა 20 პაციენტზე, რომლებსაც დიაგნოზირებული ჰქონდათ კნნფ, რომელიც შედარებული იყო ამდენივე ჯანმრთელ პაციენტთან. ორივე ჯგუფს ჰქონდა  სტატისტიკურად ერთნაირი ასაკის, სქესის, არტერიული ჰიპერტენზიის, ფიზიკური აქტივობის და შაქრიანი დიაბეტის სტატუსი. კნნფ ჯგუფს ჰქონდა უფრო მაღალი დაბალი სიმკვრივის ქოლესტრინის  საშუალო რაოდენობა (89+ _10.2 Vs 110+_17.5, ‘p'< 0.05) (11).
კნნფ ჯგუფში ყველაზე ხშირი გამოვლინება იყო მწვავე კორონარული სინდრომი (65%), რომლის გამოც ისინი ჰოსპიტალიზირებული იყვნენ სავადმყოფოში.პაციენტთა  55 % ს ჰქონდა ST-T ცვლილებები ეკგ–ზე, 15 % –ს ჰქონდა პოზიტიური ტროპონინი და ყველა პაციენტს მკურნალობდნენ კონსერვატიულად. სიკვდილობას ადგილი არ ჰქონია. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ კნნფ ძირითადად განაპირობებეს ავადობას, რომელიც გამოვლინდება მწვავე კორონარული სინდრომის სახით.

დასკვნა

კორონარული ნელი ნაკადის ფენომენი არც თუ ისეთი იშვიათი ანგიოგრაფიული გამოვლინებაა და განაპირობებს ავადობას. მისი მკურნალობისთვის მოწოდებულია სტატინები და ნებივალოლი, მაგრამ უფრო მეტი მტკიცებულებების მისაღებად საჭიროა დიდი რანდომიზირებული კონტროლირებული კვლევების ჩატარება.

სტატია ადაპტირებულია საიტიდან www. escardio.org

ავტორი :დოქტორი დავით მალიძე. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გადასაბეჭდად მიმართეთ 

ლიტერატურა:
1. Angina pectoris and slow flow velocity of dye in coronary arteries-a new angiographic finding.
A. A. Tambe, M. A. Demany, H. A. Zimmerman, and E. Mascarenhas, American Heart Journal, vol. 84, no. 1, pp. 66-71, 1972.
2. The coronary slow flow phenomenon: Characteristics, mechanisms and implications.
Wang X, Nie SP. Cardiovasc Diagn Ther 2011 Doc 10.
DOl: 10.3978/j.issn.2223-3652.2011.10.01
3. Defining the coronary slow flow phenomenon.
Beltrame JF. Circ J 2012;76:818-20.
4. TIMI frame count: a quantitative method of assessing coronary artery flow.
Gibson CM, Cannon CP, Daley WL, et al. Circulation 1996;93:879-88.
5. The coronary slow flow phenomenon – a new coronary microvascular disorder.
Beltrame JF, Limaye SB, Horowitz JD. Cardiology 2002;97:197-202.
6. Effects of slow coronary artery flow on QT interval duration and dispersion.
Atak R, Turhan H, Sezgin AT, Yetkin 0, Senen K, Ileri M, Sahin 0, Karabal 0, Yetkin E, Kutuk E, Demirkan D.
Ann Noninvasive Electrocardiol. 2003 Apr;8(2):107-11.
7. The angiographic and clinical benefits of mibefradil in the coronary slow flow phenomenon.
J. F. Beltrame, S. P. Turner, S. L. Leslie, P. Solomon, S. B. Freedman, and J. D. Horowitz,
Journal of the American College of Cardiology, vol. 44/ no. 1/ pp.57-62/ 2004.
8. Usefulness of oral dipyridamole therapy for angiographic slow coronary artery flow.
N. Kurtoglu, A. Akcay, and I. Dindar, American Journal of Cardiology, vol. 87/ no.
6/ pp. 777-779/2001.
9. Simvastatin may improve myocardial perfusion abnormality in slow coronary flow.
M. Cakmak, H. Tanriverdi, N. Cakmak, H. Evrengul, S. Cetemen, and O. Kuru, “/” Cardiology, vol. 110/ no. 1/ pp.
39-44/ 2008.
10. Efficacy of nebivolol on flowmediated dilation in patients with slow coronary flow.
Albayrak S, Ordu S, Yuksel H, Ozhan H, Yazgan 0, Yazici M. lnt Heart J. 2009 Sep;50(5):545-53.
11. Coronary Slow Flow Phenomenon: Risk Profile  AS 274: American Journal of Cardiology;109,7;S132-S133, 2012.

Share this...Share on Facebook
Facebook