მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია

მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია

მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია — სათვალისა და კონტაქტური ლინზებისგან განთავისუფლების ყველაზე პოპულარული ოპერაციაა. არანაირ ზოგად გაუტკივარებას ოპერაცია არ საჭიროებს.მხედველობის აღდგენა ხდება ოპერაციიდან 1-2 დღეში>>>

1983 წლიდან დაიწყო მხედველობის ლაზერული კორექციის ეპოქა. ექსიმერული ლაზერი — განსაკუთრებული «ცივი» ლაზერია, რომელიც რქოვანაზე ზემოქმედებისას ცვლის მის სიმრუდეს. ამ დროს თვალის ღრმად მდებარე სტრუქტურები არ ზიანდება.
ექსიმერ-ლაზერული ქირურგიის ძირითად მეთოდებს
ლაზერული კერატომილეზი ( ლასიკი ) და ფოტორეფრაქციული კერატექტომია ( ფრკ) მიეკუთვნება. ლაზერული კერატომილეზის ( ლასიკი ) ტექნიკა, რომელიც 1990 წ შემოვიდა, ბოლო დროის განმავლობაში განუწყვეტლივ უმჯობესდება და რეფრაქციული ქირურგიის ყველა სახის 90% უკავია.

უპირატესობები

  • ტკივილის არ არსებობა როგორც ოპერაციის დროს, ასევე მის შემდეგ;
  • მხედველობის აღდგენა ოპერაციიდან 1-2 დღეში;
  • ღია ჭრილობის არარსებობა;
  • პოსტოპერაციულ პერიოდში რქოვანას შემღვრევის არარსებობა;
  • გაცილებით სტაბილური შედეგები;
  • დაგეგმილი შედეგების 96-98 % ფარგლებში მიღწევა.

მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია – ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება

მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. იძლევა. მნიშვნელოვნად მკვეთრად და მკაფიოდ აღიქმება ფერები, ადამიანს საშუალება ეძლევა დაინახოს მოსაუბრის სახის მიმიკა და თვალების გამომეტყველება, გაიაროს სამედიცინო კომისია, ჩააბაროს პრესტიჟულ უნივერსიტეტში, დაეუფლოს საყვარელ პროფესიას, იპოვოს ღირსეული სამუშაო ადგილი. სათვალის გარშე სიცოცხლე პაციენტის ცხოვრებას ენერგიას მატებს, მას შუძლია წყლის ქვეშ ცურვა, პარაშუტით გადმოხტომა, ავტომობილის მართვა…
შედეგების პროგნოზირებისა და შესაძლო უკუჩვენებების გამოსავლენად საჭიროა მთელი მხედველობის აპარატის ყოველმხრივი დიაგნოსტიკური გამოკვლევა: კომპიუტერული კერატოტოპოგრაფია, ულტრაბგერითი პაქიმეტრია, ავტორეფრაკერატომეტრია და სხვ.

ოპერაციის მიმდინარეობა

მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია როგორც წესი ორივე თვალზე ერთად ტარდება. ოპერაციის წინ თვალში აწვეთებენ გამაყუჩებელ წვეთებს. არანაირ ზოგად ანესთეზიას ოპერაცია არ საჭიროებს. პაციენტს აწვენენ საოპერაციო მაგიდაზე, თვალების გარშემო კანი მუშავდება სპეციალური მიკრობების მოსაშორებელი ხსნარით და ედება სტერილური საფენი. ხორციელდება ოპერაციის შემდეგი ეტაპები:

  • ოპერაციის პირველ ეტაპზე, რქოვანას შუა შრეებზე მისადგომად, სპეციალური ხელსაწყოს «მიკროკერატომი»ს მეშვეობით, რქოვანას ზედა შრეებიდან იჭრება ნაჭერი ( ან «სახურავი») რომელსაც გვერძე გადასწევენ.
  • შემდეგ ლაზერით ხდება რქოვანას აორთქლება, ამით ცვლიან მის სიმრუდეს;
  • ოპერაციის დასასრულს რქოვანას ანათალს («სახურავს») ათავსებენ თავის ძველ ადგილას. ანათლის ფიქსაცია ხდება ნაკერების გარეშე, რქოვანას საკუთარი კოლაგენიადჰეზიური თვისებების ხარჯზე.

ოპერაციის საშუალო ხანგრძლივობა ერთ თვალზე — 12-15 წთ. ოპერაციიდან რამდენიმე საათში პაციენტი ცხოვრების ჩვეულ წესს უბრუნდება.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

ოპერაციიდან პირველი დღე-ღამის განმავლობაში არ შეიძლება ნაოპერაციებ თვალზე შეხება, თვალების მოსრესვა, რათა არ მოხდეს რქოვანას ანათლის გადაადგილება. ასევე ამ დროს, არ შეიძლება სახის დაბანვა და საჭიროა ერთი თვე მაკიაჟის ხმარებისგან თავის შეკავება.
ოპერაციიდან მეორე დღეს ხორციელდება ექიმთან ვიზიტი, პაციენტს 2-3 კვირის ვადით ენიშნება თვალის წვეთები ( ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო). მხედველობის აღდგენა იწყება ოპერაციიდან რამდენიმე საათში და მეორე დღის დილით საკმაო დონემდე აღდგება. შემდეგ 2-4 კვირაში მხედველობა მაქსიმუმს აღწევს.

რით განსხვავდება ექსიმერ-ლაზერული ქირურგიის ფოტორეფრაქციული კერატექტომიის (ფრკ) და ლაზერული კერატომილეზის (ლასიკი) მეთოდი?

ფოტორეფრაქციული კერატექტომიის (ფრკ) დროს ზიანდება რქოვანას ზედაპირული შრე ( ეპითელიუმი), რაც ოპერაციის შემდეგ 3-4 დღის განმავლობაში გამოხატულ ტკივილის სინდრომს, ცრემლდენას, სინათლის შიშს იწვევს. ლაზერული კაერატომილეზის(ლასიკი) ოპერაციის დროს, ხდება ზედაპირული შრის შენარჩუნება, ამიტომ აღდგენითი პერიოდი ოპერაციის დამთავრებისთანავე იწყება. ლაზერული კერატომილეზი(ლასიკი) ახლომხედველობის, შორსმხედველობის და ასტიგმატიზმის კორექციის ყველაზე ზუსტი მეთოდია.

უკუჩვენებები

  • 18 წლამდე ასაკი, რადგანაც ამ ასაკამდე ადამიანის თვალი აგრძელებს ზრდას, და შეიძლება ოპერაციის შედეგები დამახინჯდეს. შედეგის კორექტირება შესაძლებელია განმეორებითი ოპერაციის ჩატარებით, მაგრამ უმჯობესია 1-2 წელი დაცდა.
  • პროგრესირებადი ახლომხედველობა;
  • თვალისა და ქუთუთოების ქრონიკული ანთებითი და დისტროფიული დაავადებები, გლაუკომა, რქოვანას ცვლილებები;
  • ორსულობა;
  • ორგანიზმის ზოგადი ინფექციური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები.

როგორც წესი, ოპერაციის შემდეგ 40 წლამდე ასაკის პაციენტები უსათვალოდ კითხულობენ, მათ 40 წლის შემდეგ დასჭირდებათ საკითხავი სათვალე ისე, როგორც ყველა ემეტროპ (ნორმალური ოპტიკის მქონე) ადამიანს, თუმცა შეიძლება ე.წ. მონოვიჟენის მეთოდის გამოყენება, რომლის დროსაც ერთი (წამყვანი) თვალის კორეგირება ხდება შორისათვის (ანუ სრულად), ხოლო მეორე თვალზე შეგნებულად ტოვებენ სათანადო ხარისხის მიოპიურ რეფრაქციას (ახლომხედველობის შემთხვევაში) ან ოპერაციულად ხდიან თვალს ახლომხედველს (შორსმხედველობის შემთხვევაში) რათა პაციენტს არც შორს და არც ახლოს სათვალე არ დასჭირდეს.

მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექციაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👀 LASIK – მხედველობის ლაზერული კორექცია
🔬 მხედველობის ლაზერული კორექციის უპირატესობებია:
✅ ტკივილის არ არსებობა როგორც ოპერაციის დროს, ასევე მის შემდეგ;
✅ მხედველობის აღდგენა ოპერაციიდან 1-2 დღეში;
✅ ღია ჭრილობის არარსებობა;
✅ პოსტოპერაციულ პერიოდში რქოვანას შემღვრევის არარსებობა;
✅ გაცილებით სტაბილური შედეგები;
✅ დაგეგმილი შედეგების 96-98 % ფარგლებში მიღწევა

💦 მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია როგორც წესი ორივე თვალზე ერთად ტარდება. ოპერაციის წინ თვალში აწვეთებენ გამაყუჩებელ წვეთებს
💉არანაირ ზოგად ანესთეზიას ოპერაცია არ საჭიროებს
🤔 რით განსხვავდება ექსიმერ-ლაზერული ქირურგიის ფოტორეფრაქციული კერატექტომიის (ფრკ) და ლაზერული კერატომილეზის (ლასიკი) მეთოდი?
➡️ ფოტორეფრაქციული კერატექტომიის (ფრკ) დროს ზიანდება რქოვანას ზედაპირული შრე ( ეპითელიუმი), რაც ოპერაციის შემდეგ 3-4 დღის განმავლობაში გამოხატულ ტკივილის სინდრომს, ცრემლდენას, სინათლის შიშს იწვევს
➡️ ლაზერული კაერატომილეზის(ლასიკი) ოპერაციის დროს, ხდება ზედაპირული შრის შენარჩუნება, ამიტომ აღდგენითი პერიოდი ოპერაციის დამთავრებისთანავე იწყება. ამავე დროს ის ახლომხედველობის, შორსმხედველობის და ასტიგმატიზმის კორექციის ყველაზე ზუსტი მეთოდია
💬 დაინტერესდი და გსურს, მეტი შეიტყო მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექციის შესახებ?
👉 მაშინ გადადი ლინკზე და გაეცანი სტატიას –
🤗 მოგწონთ ჩვენი პოსტები? გამოიწერეთ ჩვენი გვერდი medgeo.net
#მხედველობისლაზერულიკორექცია #მხედველობისექსიმერლაზერულიკორექცია #მხედველობისკორექცია #მხედველობისაღდგენა #ლაზერულიკორექციისუპირატესობები #როგორტარდებალაზერულიკორექცია #თვალისლაზერულიოპერაცია #მხედველობისდაქვეითება #ახლომხედველობა #შორსმხედველობა #ასტიგმატიზმი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოც. ქსელებში: