როგორ არ შევაქოთ შვილი
საკუთარი შვილი ყველა მშობელს უყვარს, უმეტესობა კი ფიქრობს, რომ მათი შვილები ყველაზე ნიჭიერები და მოწესრიგებულები არიან.
❖ საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით
- სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
- ბავშვის მოვლის საშუალებები
- საიტები ბავშვების შესახებ
იდეალური შემთხვევაა, როდესაც მშობლის წარმოდგენა სინამდვილეს ემთხვევა, მაგრამ ზოგჯერ შვილების მიმართ გადაჭარბებულ, უფრო ზუსტად კი არასწორად ფორმულირებულ აღფრთოვანებას ვავლენთ, ზედმეტად და არაობიექტურად ვაქებთ, რაც ისევ და ისევ ბავშვისთვისაა საზიანო.
გაგაცნობთ შექების შვიდ არასწორ ვარიანტს, რომელთა გამოყენებასაც ფსიქოლოგები არ გვირჩევენ.
1. მშობელი: შვილს არასდროს ვაქებ. მეშინია, თუ მის შექებას დავიწყებ, გაზარმაცდება და სწავლის ხარიხს დააგდებს. თან რატომ უნდა შევაქო იმისთვის, რაც მის მოვალეობაში შედის?
წარმოიდგინეთ, რომ ექიმი ხართ, რთული ოპერაცია გააკეთეთ, მაგრამ ამის შესახებ არავის აღუნიშნავს. დაგვერწმუნეთ, ბავშისგან განსხვავებით მცირეს, მაგრამ იმედგაცრუებას ნამდვილად იგრძნობთ, ასეთი შემთხვევის განმეორების შემდეგ საქმის კეთების სურვილსაც კი დაკარგავთ.
უბრალოდ იფიქრებთ, რომ თქვენს საქმიანობაში განსაკუთრებული არაფერია და თვითგანვითარების მოტივაციაც თვალსა და ხელს შუა გაგიქრებათ.
ზოგადად შექების მთავარი მიზანი მოსაწონი საქციელის ხარისხის შენარჩუნებაა, იგნორირებით კი ნიშნული სულ უფრო ქვემოთ დაიწევს.
2. მშობელი: მოკლე შექებით შემოვიფარგლები. უბრალოდ ვეუბნები, რომ კარგად მოიქცა.
კარგი იქნება, თუ შექებისას ორიოდე სიტყვით მაინც ახსენებთ, თუ რატომ დაიმსახურა თქვენგან თბილი სიტყვები, კონკრეტულად რისთვის ხართ კმაყოფილი.
კონკრეტიკით აჩვენებთ, რომ მხოლოდ მშობლის მოვალეობას არ იხდით და რომ ნამდვილად გაინტერესებთ, რას როგორ აკეთებს.
3. მშობელი: თუ მეღირსა და თავისი ოთახი მიალაგა, მადლობელი ვარ. შეუძლია, მაგრამ ათჯერ მიწევს თქმა, რომ შედეგს მივაღწიო. ამიტომაც არის ჩემი შექება საყვედურნარევი.
წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც თქვენს გარეგნობას აქებს და გეუბნებათ, რომ ძალიან კარგად გამოიყურებით – როცა მოინდომე, შედეგსაც მიაღწიე, ყოველდღიურად რატომ არ ცდილობ, თავს რატომ არ უვლი? შენიშნეთ, რომ კომპლიმენტი ნელ-ნელა უსიამოვნო საყვედურში გადაიზარდა? ასე იღებს თქვენს \”შექებას\” ბავშვიც, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ დღეს მოიქცა კარგად, სხვა დღეებში კი მისი საქციელი აუტანელია.
4. მშობელი: მიმაჩნია, რომ ყველაფერი შედარებითია, ამიტომ ჩემი შვილის საქციელს ხშირად სხვებთან შედარებით ვაფასებ.
ბავშვის სხვებთან შედარება, თუნდაც და-ძმასთან და მშობლებთან არასწორია იმ უბრალო მიზეზით, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, სხვა და სხვა გენეტიკური წყობა აქვთ.
გირჩევთ, \”გააკეთე სხვებზე უკეთ\” ჩაანაცვლოთ სიტყვებით – \”გააკეთე იმდენად კარგად, რამდენადაც შეგიძლია\”.
5. მშობელი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი საუკეთესოა და ნამდვილად იმსახურებს შექების უმაღლეს ხარისხს.
ერთი მხრივ, კარგია, როდესაც შვილის მიმართ ასე ხართ განწყობილი, მაგრამ რეალურად, ბავშვს მხოლოდ ატყუებთ, რადგან შეუძლებელია ერთი ადამიანი ყოველთვის და ყველგან ერთი ხარისხით საუკეთესო იყოს.
ერთ დღეს, შეიძლება თავადვე აღმოაჩინოს, რომ არც ისე სრულყოფილია, რასაც მტკივნეულად გადაიტანს.
თუ შექების მაქსიმალური ფორმისგან თავს ვერ იკავებთ, მაშინ ხაზი გაუსვით, რომ ის საუკეთესო სწორედ თქვენთვისაა.
6. მშობელი: შექებაზე ხშირად ვსაყვედურობ, რადგან უმეტესად ცუდად იქცევა და არც კი ვიცი, რისთვის უნდა შევაქო.
ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ საყვედური შექებაზე უკეთესი მოტივატორია, რადგან შეცდომებზე ფოკუსირებას უკეთ ახდენს.
ეს არ არის სწორი, რადგან გამუდმებული საყვედური, ყველანაირ მოტივაციას ანადგურებს. არასდროს უთხრათ, რომ ის არაფერში ვარგა და რომ მისგან არასდროს არაფერი გამოვა, ეს აუცილებლად მიგიყვანთ ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე.
შეუძლებელია ბავშვმა ერთი მოსაწონი საქციელი მაინც არ ჩაიდინოს. დაელოდეთ ასეთ შემთხვევას და უბრალოდ \”ყოჩაღ\” მაინც უთხარით.
7. მშობელი: როგორც იქნა, რაღაც კარგი მაინც გააკეთა და გამახარა. ძლივს ვეღირსე მის შექებას, ახლა ნამდვილად ვამაყობ მისით, ნამდვილად ჩემი შვილია.
ბავშვს აუცილებლად გაუჩნდება კითხვები:
აქამდე შენი შვილი არ ვიყავი? ნუთუ ადრე ერთხელ მაინც არ გიამაყია ჩემით? ნუთუ გუშინ ცუდად ვიქცეოდი? ასე შეიძლება მერყევ თვითშეფასებამდე დაიყცვანოთ, ბავშვს ეგონება, რომ დედას მხოლოდ მაშინ უყვარს, როდესაც კარგ შეფასებას იღებს, მამა კი მაშინ მიიჩნევს თავის შვილად, თუ ტრანსპორტში ვინმეს ადგილს დაუთმობს.
ბავშვს უბრალოდ არ ექნებაა განცდა, რომ ის მშობლებს უპირობოდ უყვართ, რაც აუცილებლად გამოიწყვევს გაუცხოებას.
თუ თქვენ არ იცით, როგორ სჯობს ბავშვის შექება, მაშინ პირველი ეტაპისთვის რამდენიმე სტანდარტულ ფორმულას შემოგთავაზებთ: \”გამიხარდა, რომ ჭურჭელი გარეცხე\”, \”ახლა უკეთ კითხულობ, ვიდრე სასწავლო წლის დასაწყისში\”, \”ძალიან ყოჩაღი მყავხარ\”, \”მიხარია, რომ მყავხარ\”, \”მე და მამა ძალიან გაგვახარე\” და ა.შ.
აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1390908691. გადასვლა >>> ,,ბავშვი”