24 საათიანი ეკგ ჰოლტერ მონიტორინგის ჩვენებები

24 საათიანი ეკგ  ჰოლტერ მონიტორინგის ჩვენებები

რატომ ტარდება ეს ტესტი?

თქვენი ჯანმრთელობის სტაბილურობისა და საიმედოობის შესამოწმებლად შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ 24 საათიანი ეკგ ჰოლტერ მონიტორინგის კვლევა. ესენია:>>>

1. არარეგულარული და ფარული  გულის არითმიების გამოვლენა, რომელიც ვლინდება დროის გარკვეულ პერიოდში ან განსაზღვრული საქმიანობის შესრულებისას.

1.1 პაროქსიზმული ტაქიკარდიის გამოვლენა –ეს არის მოსვენებულ მდგომარეობაში გულის ცემის უეცარი აჩქარება                   140–200 შეკუმშვამდე წუთში;

 1.2  მოციმციმე არითმიის ეპიზოდების გამოვლენა;

  1.3  ექსტრასისტოლიის გამოვლენა;

 1.4 ვოლფ–პარკინსონ–უაიტის ანუ WPW სინდრომის გამოვლენა

 1.5 სიცოცხლისთვის საშიში ბრადიკარდიის ან გულის გამტარებელი სისტემის ბლოკადის გამოვლენა

 1.6 ანტიარითმული ტერაპიის ეფექტურობის შეფასების მიზნით

 1.7 გულის რიტმის შეფასება გულში კარდიოსტიმულატორის ჩაყენების შემდეგ

2. მიოკარდიუმის სისხლმომარაგების დარღვევის (იშემიის) გამოვლენა, ფიზიკური დატვირთვის, მოსვენების და ძილის        დროს

2.1 ვარიანტული სტენოკარდიის ანუ კორონარული სისხლძარღვების სპაზმით გამოწვეული სტენოკარდიის გამოვლენა

2.2 გულმკერდში ტკივილის, სუნთქვის გაძნელების, გულისფრიალის, თავბრუხვევის, გონების დაბინდვის. გულის                   წასვლის მიზეზის დასადგენად

3. გულის რითმის ვარიაბელობის გამოკვლევა ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევების შესაფასებლად. სწორედ ამ მონაცემით სარგებლობენ პაციენტის სიცოცხლისუნარიანობის განსასაზღვრელად, გულის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის და განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ.

მრავალი გამოკვლევით დადგენილია, რომ რაც რაც უფრო ნაკლებია ვარიაბელობა, ანუ რაც უფრო მონოტონურია მაჯის ცემა, მით უფრო მეტია გულის უეცარი სიკვდილის რისკი და სიკვდილიანობა პაციენტებში. ჯერ კიდევ ჩინელები ამბობდნენ მე 3 საუკუნეში – “თუ ავადმყოფის პულსი ჰგავს წვიმის დროს სახლის სახურავიდან იატაკზე დაცემული წვეთების რითმულ მონოტონურობას – მის უკან სიკვდილია ჩასაფრებული”