აბაზანის ქაფი ბავშვებისათვის

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

საბავშვო აბაზანის ქაფები ,,ამაზონზე”

ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები  
ბავშვის მაკრატელი  
ბავშვის წყლის თერმომეტრი  
საბავშვო კრემები
 საბავშვო ზეთები  
 საბავშვო ტალკი (პუდრი)
 საბავშვო ლოსიონები  
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებებ
 საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
ბავშვის თმის კონდიციონერები  
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
 ბავშვის კბილის ჯაგრისები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვის

აბაზანის ქაფი დაახლოებით იგივე კომპონენტებისაგან შედგება, რისგანაც ჰიგიენის სხვა თხევადი საშუალებები, თუმცა შეიცავს გაცილებით მეტი ოდენობით  ინტენსიურ ქაფის წარმომქნელ ნივთიერებებს, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ის განკუთვნილია დიდი რაოდენობით წყალში გასახსნელად.
პედიატრები იძლევიან რეკომენდაციას, რომ პატარას ბანაობისას დასაბანი საშუალებები, როგორიცაა საპონი, შხაპის გელი და სხვა უნდა გამოვიყენოთ არაუმეტეს კვირაში ერთისა, დანარჩენ დღეებში უნდა დავბანოთ სუფთა თბილი წყლით.
ამ თვალსაზრისით აბაზანის ქაფი ყველაზე ნაკლებად ახდენს მავნე გავლენას ბავშვის კანზე, რადგან დიდი რაოდენობით გახსნილ წყალში ნივთიერებების კონცენტრაცია მინიმალურია.
აბაზანის ქაფი შეიცავს ყველა სასარგებლო დანამატებს: ექსტრაქტები, ვიტამინები, ზეთები, რომლებიც ანიჭებენ დამატებით ფუნქციებს.

აბაზანის ქაფების ტიპები

აბაზანის ქაფი შეიძლება იყოს დამატენიანებელი, მატონიზირებელი, დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო. მასში შემავალი სამკურნალო მცენარეების (გვირილა, კალენდულა, ორკბილა) ექსტარქტები ხსნის გაღიზიანებას, ამშვიდებს კანს.
თუ აბაზანის ქაფი შეიცავს მცენარეულ კომპონენტებს, ყურადღება მიაქციეთ მათ ფორმას. ის შეიძლება დამატებული იყოს ზეთის, ექსტრაქტისა და ეთერზეთების სახით. ეს უკანასკნელი აძლევს  მხოლოდ მცენარის ან ხილის სუნს, მათგან სარგებელი მხოლოდ ესტეთიურია, თუ თქვენ გსურთ, რომ აბაზანის ქაფში შემავალმა მცენარეულმა კომპონენტებმა ეს თუ ის სასარგებლო გავლენა მოახდინოს  პატარას კანზე,  უნდა შეიცავდეს ზეთების ან ექსტრაქტის სახით. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ აბაზანის ქაფს, რომლის შემადგელობაშიც შემდეგი შედის მცენარეების ესტრაქტები: ალოე, კალენდულა, გვირილა, სალბი.
მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო თვისებები, თავიდან გვაცილებს კანის გაღიზიანებას.

აბაზანის ქაფი ბავშვებისათვისაბაზანის ქაფი არ უნდა შეიცავდეს საპონსა და საღებავებს, რომელიც ლორწოვან გარს აღიზიანებს, რადგან დიდია მათი თვალსა და პირში მოხვედრის ალბათობა.
აბაზანის ქაფის დამატება აბაზანაში დასაშვებია სიცოცხლის პირველივე დღეებიდანვე, რადგან ამას ითვალისწინებს თანამედროვე საშუალებები.
მთავარია, რომ შეფუთვაზე გარედან მითითებული იყოს ასაკი, რა დროიდანაც  შეიძლება მისი გამოყენება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აბაზანის ქაფი არ უნდა შეიცავდეს სინთეზურ ზეთებს, საღებავებსა და კოსნერვანტებს.
აბაზანის ქაფის გამოყენების შემთხვევაში ბავშვი უნდა გააჩეროთ აბაზანაში არაუმეტეს 15-20 წუთისა, რის შემდეგაც უნდა დაბანოთ სუფთა ჩვეულებრივი წყლით, ისე, რომ არ დარჩეს კანზე ქაფის უმცირესი ნაწილაკებიც კი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.