გარდატეხის ასაკი და სექსუალობა

გარდატეხის ასაკი და სექსუალობა

გარდატეხის ასაკი, იგივე სქესობრივი მომწიფების, თინეიჯერობის ასაკი უხეშად რო ვთქვათ იწყება 11-12 წლიდან და გრძელდება 18-19 წლამდე. ამ პერიოდში ბავშვი იზრდება და ყალიბდება, როგორც დიდი. იცვლება მისი ფიზიკური გარეგნობა, იზრდება სწრაფად, უყალიბდება აბსტრაქტული აზროვნება უკეთ, იძენს საკუთარ სექსუალურ და სოციალურ იდენტობას. გარდატეხის ასაკში მოზარდი ამჟღავნებს სექსუალურ ინტერესს. იწყებს მასტურბაციას, სქესობრივ ცხოვრებას, სხვადასხვა გამოვლინებებით. საზოგადოებრივი ხედვით, მშობლები როგორც წესი ცდილობენ გააკონტროლონ მოზარდის სქესობრივი ქცევა და სექსუალობა სანამ მას საკუთარი კარიერა და შემოსავალი არ ექნება, იმისთვის რომ დამოუკიდებლად იცხოვროს და მიიღოს გადაწყვეტილებები.

ხშირად მოზარდობის კონცეპტუალიზება ხდება, როგორც პრობლემად. ვინაიდან ამ ასაკს მართლაც ახლავს თავისი სირთულეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც სქესობრივი მომწიფების პერიოდში მყოფი მოზარდი განიცდის. ამ პერიოდს ხშირად ახლავს თან შფოთვა, წინააღმდეგობები, ავტორიტეტების (მშობლები, მასწავლებლები) მიმართ აჯანყების სურვილი და მცდელობები. ზოგჯერ ამის უკუნტროლო ჰორმონებით ხსნიან, ვინაიდან ამ პერიოდში ჰორმონების პულსური გამომუშავება ხდება და შეიძლება ხასიათის არასტაბილურობის მიზეზი ეს გახდეს. მიიჩნევა, რომ მოზარდებს ახასიათებთ ექსტრემალური და დაუფიქრებელი კონფორმიზმი, ოღონდ თანატოლებთან მიმართებაში, უფროსებთან ურთიერთბაში შეიძლება პირიქით იყოს. მოზარდები მეტად ორიენტირებული არიან, არა სწორ ქმედებაზე, არამედ თანატოების შეხედულებებთან მორგებულ ქმედებებზე. მოზარდების 20-25 % -ს მშობლებთან სერიოზული პრობლემები აქვთ. რაც ასაკი ემატებათ კონფლიქტების ოდენობა მცირდება.

მოზარდები გამოირჩევიან თანატოლების მიმართ კონფორმისტულობით. მოსწონთ ის, რაც სხვას, იცვამენ იმას, რასაც სხვა, უყვარ ის ჯგუფი და ა.შ. მშობლების გავლენა ამ დროს ნაკლებია, თუმცა მოზარდები მეგობრებად ძირითადად მსგავსი სოციოეკონომიკური წრიდან წამოსულ თანატოლებს ირჩევენ, ამიტომ ნაწილობრივი ფასეულობების თანხვედრა ხდება ოჯახთან.

მოზარდებს შორის მეტია რისკის შემცველი ქცევა. ამის მიზეზებია: თანატოლების მიმართ მაღალი კომფორმიზმი, მეტი დროის გატარება გარეთ, მეტი თავისუფლება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების მეტი შანსი, აქვთ მცირე გამოცდილება უფროსებთან შედარებით და ა.შ.

მოზარდებში სექსუალური ქცევა კიდევ უფრო რთული და საკამათო საკითხია. გარემო განსაკუთრებით დასავლუ ქვეყნებში ძლიერ სექსუალიზებულია, მაგრამ მათ ეუბნებიან, რომ ჯერ არ შეიძლება სექსი, მზად არ არიან. ეს იწვევს გაორებას მათში დაახლოებით იმ მდგომარეობას ემსგავსება როცა მანქანებისთვის წითელი და მწვანე ერთ დროულად ანთია. ნელ-ნელა დროსთან ერთად სხეულის ზრდა და ჰორმონები კიდევ უფრო ამწვანებს და ამზადებს მოზარდს სექსისთვის. წესით მოზარდების სექსუალური ქცევა – სექსი პრობლემა არ არის, რომ არა არასასურველი ორსულობები და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. თუ ეს რისკები თავიდან იქნება აცილებული + სექსი იქნება თანხმობით და ადგილი არ ექნება ძალადობას, მოზარდების სექსი არ არის პრობლემა . თუმცა რეალობიდან გამომდინარე ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო სექსუალური დაკმაყოფილების გზა მოზარდებისთვის მასტურბაციაა. სწორედ ამ პერიოდში იწყებენ მოზარდები მასტურბაციას და ასეთი სექსუალური ქცევა მათ ასაკში დიდი სიხშირითაც კი ნორმალური მოვლენაა.

წყარო: http://geosexmd.com/2013/02/05/გარდატეხის-ასაკი-და-სექს/

_______________________________________

აღებულია:  http://life.mediamall.ge/?id=47153

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”

.